როცა შენს ადამიანს პოულობ, ფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ ხომ მხოლოდ ორნი ხართ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის. ამ ქალმა თავისი ერთადერთი იპოვა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი ზღაპარივით იქნებოდა, სანამ რჩეულის დედა არ გაიცნო. ასე ზღაპარი ისტორიად გადაიზარდა, როცა დედამთილმა განაცხადა, რომ შვილიშვილი მისი შვილის ღვიძლი ვაჟი არაა. Paparazzi ამ ქალის ისტორიას გიზიარებთ.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ოჯახის შექმნაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ბებიამ გამზარდა, ამიტომ სრულფასოვანი ოჯახის ყოლა მინდოდა. როცა ბექა გავიცანი, მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი იყო. ერთმანეთს უნივერსიტეტში საერთო წვეულებაზე შევხდით. მალე შეხვედრა დავიწყეთ. ძალიან მზრუნველი და საყვარელი იყო. ვფიქრობდი, მასთან ერთად ზღაპრულად ვიცხოვრებდი.
ბოლო კურსზე რაღაც უცნაური დაიწყო. ხშირად გარბოდა, რაღაც გადაუდებელ საქმეს იმიზეზებდა. მეჩვენებოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ცივდებოდა. მისი დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომ პირდაპირ ვკითხე, რა იყო მიზეზი. ყველაფერი მიამბო. აღმოჩნდა, რომ დედამისი ნებისმიერ ვინმეზე მისი დაქორწინების წინააღმდეგი იყო. მისთვის შესაფერისი გოგო იპოვა. თავიდან ფიქრობდა, რომ დედამისი ხუმრობდა, მაგრამ სიმართლე იყო. როცა შეყვარებულის გაცნობის სურვილი გამოთქვა, დედამისმა სკანდალი მოაწყო. ემუქრებოდა, რომ თმას ღერა–ღერა დამაცლიდა. სახლში ყოფნა აუტანელი იყო, ამიტომ ასეთი გაღიზიანებული გახდა.
ბექა არ ნებდებოდა. ხელი მაინც მთხოვა. დედამისის სკანდალების მიუხედავად დავქორწინდით. ცალკე ცხოვრება დავიწყეთ, მაგრამ სირთულეები არ წყდებოდა. ჯერ ქმარი ავარიაში მოჰყვა, მთელი დანაზოგი მკურნალობაზე დავხარჯეთ. მალე დავორსულდი. ბექას დედასთან გადასვლა გადავწყვიტეთ, ვინაიდან ბებიაჩემი სოფელში ცხოვრობდა. მაშინ სკანდალები ნელ–ნელა ჩაცხრა. ვფიქრობდით, რომ ყველაფერი დალაგდა, თუმცა დედამთილი არ მელაპარაკებოდა. როცა ბინაში ერთმანეთს ვხვდებოდით, უბრალოდ ბუზღუნებდა და მიდიოდა. სამაგიეროდ, უხაროდა, რომ მისი შვილი მასთან ცხოვრობდა. ყველაზე საინტერესო მაშინ დაიწყო, როცა ჩვენი შვილი დაიბადა.
როცა სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ სახლში მივედით, დედამთილმა ბავშვს დახედა და დემონსტრაციულად წამოიყვირა: „მადლობა ღმერთს! რა კარგია. ჩემი შვილის ვაჟი ნამდვილად არაა“. მეტყველების უნარი დავკარგე. არ ველოდი. ეს ამბავი ცოტა ხანს გაგრძელდა. გამუდმებით მეუბნებოდა, რომ სხვისგან დავორსულდი. ყოველჯერზე მტკიცებულებები ჰქონდა. ხან ბავშვს კეხიანი ცხვირი აქვს, ხან ხალი საჭირო ადგილზე არაა. ორი თვე ვითმენდი. გვესმოდა, რომ ეს ყველაფერი მონაგონი იყო, მაგრამ წყალი ქვასაც გახვრეტს. მამობაზე ტესტის გაკეთება გადავწყვიტე, რომ ქმარს ეჭვები არ გასჩენოდა. რა თქმა უნდა, ტესტმა აჩვენა, რომ ეს მისი შვილი იყო. დედამთილი დამშვიდდა, მაგრამ მუდმივად მქონდა შეგრძნება, რომ მომენტს ელოდა, როცა ისევ რაღაც გაეკეთებინა.
ასე 2 წელი გავიდა. დედამთილი ისევ არ მელაპარაკებოდა, შვილიშვილი ხელში მაქსიმუმ 10–ჯერ ყავს აყვანილი. ამ ყველაფრის იგნორირება ვისწავლე. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ ისევ ბავშვს ველოდები. დედამთილს ვუმალავდით, მაგრამ დიდხანს ვერ დამალავ. როცა ვუთხარით, ისტერიკა მოაწყო. ტუმბოდან ფული ამოიღო და მომაწოდა: „გეხვეწები, შეწყვიტე ჩემი შვილის ცხოვრების დანგრევა. აიღე ფული და წადი, ბავშვი მოიშორე“.
მისი სიტყვები გულზე მომხვდა. ეს ქალი მუდმივად ცდილობს, რომ ბედნიერი ოჯახის შესახებ ოცნებები დამინგრიოს. მისი სიტყვები ქმრისთვისაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. ისევ ისტერიკა მოაწყო. მუდმივად მწერს და მემუქრება. ამბობს, რომ მისი შვილი მოვიტაცე. გადავწყვიტეთ, რომ არც მე და არც ბავშვებს მასთან ურთიერთობა აღარ გვექნება. ქმარი ხანდახან მოიკითხავს, მაგრამ ამით მორჩა. ალბათ, ზედმეტად რადიკალები ვართ. ბებიას ხომ შვილიშვილების ნახვის უფლება აქვს, მაგრამ არაადეკვატური ქალის გამო ჩემი ცხოვრების დანგრევა არ მინდა. ვფიქრობ, სწორად ვიქცევი“.
ჩვენი აზრით, ამ ქალს დედამთილის ბინა მაშინ უნდა დაეტოვებინა, როცა მან უთხრა, რომ შვილი სხვისგან გააჩინა. ეს ხომ უტაქტო და ძალიან ტოქსიკური ქცევა იყო. დედას უჭირს შეგუება, რომ მის შვილს ვიღაც სხვა ჰყავს, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და არა ბექასი ან მისი ცოლის. თუ ნორმალური ურთიერთობა არ გამოდის, უმჯობესია ტოქსიკური მშობლებისგან თავი შორს დაიჭიროთ.