ქმარს სამი ტყუპი გავუჩინე, ის კი სხვა ქალთან წავიდა

1749

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

ჩემი სახლის მოუხერხებელ კიბეზე ავდიოდი და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: “ახალშობილთან ერთად ამ კიბეებზე როგორ უნდა ვიარო? როგორ? ძველ ბინაში ვცხოვრობ და ლიფტი არ გვაქვს”.

ჩემი შვილები გარეთ ერთხელაც არ გამომიყვანია. მე უბრალოდ არ შემიძლია მეოთხე სართულიდან ეტლის ჩამოტანა და დამხმარეც არავინ მყავს. ქმარი ჯერ კიდევ მაშინ გამშორდა, რიდესაც სამშობიაროში ვიწექი.

ბევრ ბავშვზე ვოცნებობდი, მაგრამ სამზე ერთად არა. მარტოობას ნელ-ნელა მივეჩვიე. სულ მარტო არ ვიყავი, ჩემი შვილები იყვნენ ჩემთან.

სამშობიაროდან რომ გამოვედი, სახლში დედა დამხვდა. მან სახლი მოაწესრიგა.

ჩემი ქმარი სამნახევარი წლის წინ გავიცანი. ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. საჭესთან სიმპათიური მამაკაცი იჯდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, მას ალექსანდრე ერქვა. მე ის მაშინვე მომეწონა. ის არ სვამდა, არ ეწეოდა.

სამი თვის შემდეგ ვიქორწინეთ. ალექსანდრე მზრუნველი მეუღლე იყო, ჩემს მიმართ ყურადღებას იჩენდა, ყვავილებს მჩუქნიდა. ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავი.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ დავორსულდებოდი. ექიმმა მითხრა, რომ სამი ტყუპი მეყოლებოდა. ფეხმძიმობა რთულად მიმდინარეობდა. საშინელი ტოქსიკოზი ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა. მოულოდნელად, ნაყოფის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი. მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმობის შეწყვეტა შემომთავაზა, მაგრამ მე ამაზე საუბარიც არ მინდოდა.

მშობიარობამ რთულად ჩაიარა. სისხლდენა დამეწყო და მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ. მე ნარკოზის ქვეშ ვიყავი. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ძლიერი ტკივილებით ვიტანჯებოდი.

ქმარი ჩემს სანახავად ერთხელაც არ მოსულა. მიზეზი მოგვიანებით გავიგე. სამშობიაროდან სახლში ჩემმა ძმამ წამიყვანა. სახლში სისუფთავე იყო, მაგრამ ჩემი ქმარი იქ არ იყო. ის საღამოს ნასვამი დაბრუნდა. ბავშვებისთვის არც კი შეუხედავს. ვკითხე, რატომ არ მოდიოდა სამშობიაროში, მან კი ყვირილი დაიწყო. მოკლედ, მოჩვენებითი ისტერიკა გამართა. მე მისი ხასიათის ცვლილების მიზეზი არ მესმოდა. ის ყოველთვის კეთილი იყო, ახლა კი უხეშობდა და მუდმივად გაღიზიანებული იყო. ხასიათი უეცრად გაუფუჭდა. სამსახური მიატოვა. სახლში ფული არ მოჰქონდა. ძალიან ხშირად სახლში გვიან ბრუნდებოდა და სასმელის სუნი ასდიოდა. ვცდილობდი ურთიერთობის გაუმჯობესებას, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, ის უბრალოდ ხმას არ იღებდა.

ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა: “მორჩა, საკმარისია. მე ასე აღარ შემიძლია. უნდა დავშორდეთ”. ამან ჩემში ემოციების ზღვა გამოიწვია. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. როგორ? რატომ? კითხვები აღარ დამისვამს, ვიცოდი, რომ ნორმალურ პასუხს ვერ მივიღებდი. მაგრამ დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა. მიზეზი მალევე გაირკვა. ჩვენს შორის სხვა ქალი ჩადგა. შემთხვევით, სატელეფონო საუბარი მოვისმინე. ალექსანდრე ვიღაცას ეუბნებოდა, რომ მალე ერთად იქნებოდნენ. სამი დღის შემდეგ ჩემმა ქმარმა ნივთები ჩაალაგა და წავიდა.

დედაჩემმა ეს რომ გაიგო, მასზე არაფერი უთქვამს, მან უბრალოდ თქვა: “რა ვქნათ, უნდა გავზარდოთ. ბავშვები დამნაშავენი არ არიან”.

ბავშვების დარეგისტრირება იყო საჭირო და მე დაბადების მოწმობების ასაღებად წავედი. მაშინვე იჩინა თავი პრობლემამ, საჭირო იყო მამის თანხმობა. როგორც იქნა, ბავშვები დავარეგისტრირეთ.

დავინტერესდი, თუ რა სახის დახმარება მეკუთვნოდა ამ შემთხვევაში და აი, რა გავიგე:

თუ ქმარმა შვილებთან ერთად მიგატოვათ, ახალი ცხოვრება უნდა ისწავლოთ. ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და სიტუაციას ქვეცნობიერის დონეზე გრძნობენ. ისინი გრძნობენ თქვენს სევდას და მარტოობას.

სცადეთ მისი დაბრუნება, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში.

დედაჩემს ჯანმრთელობა ისეთი აღარ ჰქონდა, როგორც ახალგაზრდობაში. ამ ამბავმა მასზე ძლიერ იმოქმედა. ჩემი დედამთილი შესანიშნავი ქალი აღმოჩნდა. ალექსანდრეს სახლიდან წასვლის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ ქონება შვილიშვილებზე გადმოეფორმებინა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამის მიზეზი მისი მოულოდნელი გარდაცვალება გახდა, მას მანქანა დაეჯახა.

ყველაფერი რაც მქონდა, ეს იყო ორი ოთახი კომუნალურ ბინაში და ასევე ველოდებოდი ბავშვების დახმარების მიღებას. ბავშვები ბაგა-ბაღში მივიყვანე და თავისუფალი დრო გამომიჩნდა სამსახურის მოსაძებნად.

სამსახურიც მალევე ვიპოვე. ჩვენს სადარბაზოში დამლაგებელი ესაჭიროებოდათ და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი. ფული არაფერში მყოფნიდა. კომუნალურ გადასახადებს ვიხდიდი და ბავშვებისთვის საჭმელს ვყიდულობდი. თავის მოკვლაზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ ბავშვები გამახსენდა და ეს იდეა მალევე ამოვიგდე თავიდან. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ისინი უნდა გავზარდო და ფეხზე დავაყენო.

დამატებით შემოსავალზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ბავშვების დამტოვებელი არავინ მყავდა. დედას ასაკი არ უწყობდა ხელს. მას როგორც შეეძლო, ისე მეხმარებოდა. მაღაზიაში მიდიოდა, ბავშებს უვლიდა, სანამ მე სამსახურში ვიყავი.

ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. ჩვენ სადარბაზოში ახალი მაცხოვრებელი გადმოვიდა. ერთხელ, როდესაც სადარბაზოს ვალაგებდი, მას შევხვდი. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მე მივხვდი, რომ სწორედ მასთან ვიქნებოდი ბედნიერი. ის ზრდილობიანად მომესალმა, მეც ვუპასუხე. ჩვენ ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, აღმოჩნდა, რომ მას მეუღლე არ ჰყავდა. საღამოს ის ჩემთან ასანთის სათხოვნელად შემოვიდა.

მე ელექტროქურა მაქვს და სახლში ასანთი არ აღმომაჩნდა. მე მას ჩაი შევთავაზე. აღმოჩნდა, რომ მასაც ალექსანდრე ერქვა, ის ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორებოდა. ცოლთან განქორწინების შემდეგ მან ბინა ჩვენს სახლში იქირავა. ის ძალიან დადებითი ადამიანია.

ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა. ალექსანდრე ჩვენ ხშირად გვსტუმრობდა, 6 თვის შემდეგ კი ხელი მთხოვა. მას საერთოდ არ აღელვებდა ის ფაქტი, რომ მე სამი შვილი მყავს. ცოტა ხანში ხელი მოვაწერეთ. ალექსანდრე ძალიან კარგი ადამიანია. ის ბავშვებზე ზრუნავს და მეც ხშირად მჩუქნის საჩუქრებს.

მე მას ბავშვების მამის შესახებ ვუამბე. მან ყურადღებით მომისმინა. ცოტა ხნის შემდეგ შეტყობინება მივიღე, რომ ჩემი ქმარი ჩემთვის ალიმენტის გადახდას აპირებდა. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე იურიდიულ ორგანოში მუშაობს, მან ჩემი ქმარი იპოვა და აიძულა, რომ დამეხმაროს.

აი, ასეთი ამბავი გადამხდა. თქვენთვის რამდენიმე რჩევის მოცემა მინდა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ და ისე უნდა მოიქცეთ, როგორც თქვენ მოგესურვებათ, მაგრამ ერთს გეტყვით: ნუ დაუკავშირებთ ბედს პირველსავე შემხვედრს. ადამიანი ცხოვრებითა და დროით გამოსცადეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს