ასტროლოგი რენატა რაევსკაია დარწმუნებით აცხადებს, რომ 2023 წელი უფრო მშვიდად ჩაივლის, ვიდრე წინა წლები. სპეციალისტი დეტალურად განიხილავს, როგორი იქნება უახლოესი მომავალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. Paparazzi ღირებულ ინფორმაციას გიზიარებთ.
- ვერძი. სერიოზული გარდაქმნების წელი მოდის. წინა წლის საქმეებს ამ ზაფხულს დაასრულებთ, შემდეგ თქვენი ცხოვრების დალაგებაზე იზრუნებთ. სამსახურის ვექტორის რადიკალურად შეცვლას ისურვებთ. სურვილი გაჩნდება, რომ საკუთარ თავს, განვითარებას და გარეგნობას მეტი დრო დაუთმოთ. 2023 წელს ახლობლებთან ურთიერთობას მოაგვარებთ, ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. თუ პარტნიორი გყავთ, სასურველი დაოჯახება ახლოსაა. ფინანსურ სფეროში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
- კურო. წელს თქვენს ცხოვრებას ჩვეულებრივზე მეტად გაანალიზებთ. იპოვით ძალას, რომ ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ და ტოქსიკურ ხალხთან კავშირი გაწყვიტოთ. გააცნობიერებთ, რისი გაკეთება გსურთ სინამდვილეში, რომ სამსახურიდან სიამოვნება მიიღოთ. წყლის შავი კურდღელი მომავლისადმი თავდაჯერებულობას მოგცემთ. ყველაფერს გააკეთებთ, რაზეც ოცნებობთ. თქვენს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განვითარდება თქვენი კარიერა. ამ მხრივ წარმატების ყველა შანსი გაქვთ.
- ტყუპები. ახალი საინტერესო აქტივობა დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. დიდი ალბათობით, თქვენი საქმიანობის ძირეულად შეცვლას ისურვებთ. პირადში ბევრი ცვლილებები გელით. მოსალოდნელია ორსულობა ან ოჯახში სხვა სახის მატება: შვილიშვილები შეიძლება გაგიჩნდეთ.
- კირჩხიბი. ახალ წელს ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმართული იქნებით. მალე რუტინისგან დაღლილობა თავს შეგახსენებთ და ჩვეული რიტმის ძირეულად შეცვლას ისურვებთ. ტრანსფორმაცია ყველა სფეროს შეეხება, განსაკუთრებით სამსახურს. ამ მიზეზით სხვა ქალაქში ან ქვეყანაში შეიძლება გადახვიდეთ. იქ ნამდვილ კომფორტს იგრძნობთ.
- ლომი. წელს გამოჩნდება ბევრი წარმატებული შესაძლებლობა, რაც ახალ ნაცნობებთან და გადაადგილებასთან დაკავშირებული იქნება. სასურველი უძრავი ქონების შეძენა და საზღვარგარეთ მოგზაურობა ახლოსაა. ამის ხარჯზე თქვენი ამბიციების ჰორიზონტების გაფართოებას შეძლებთ. ასე სამუშაო უნარების გავარჯიშებას და კოლეგებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას შეძლებთ.
- ქალწული. ფინანსურ სფეროში სერიოზული ცვლილებები გელით. საკუთარი ბიზნესის გახსნას შეძლებთ ან წარმატებულ სამუშაო კონტრაქტს გააფორმებთ. მოსალოდნელია მსხვილი ფინანსური ინვესტიცია. მაგალითად, ბინის ან ავტომობილის ყიდვა. ფინანსური თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ სამომავლო გეგმის და კურსის დასახვაში, რომლითაც გზას გააგრძელებთ.
- სასწორი. წელს ყველაფრის განულებას და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ისურვებთ. დაიღალეთ იმით, რითაც გარემოცული ხართ, იქნება ეს სამსახური თუ ახლობლები. დიდი ალბათობით, მსგავსი ფიქრები განქორწინებას ან რომანტიკული ურთიერთობის შეწყვეტას გამოიწვევს, თუმცა სასურველ შვებას ვერ მოგიტანთ. როგორც იქნა, ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.
- მორიელი. სამსახურში ცვლილებები გელით. მაგალითად, ხელფასის გაზრდა ან ახალი, უფრო პრესტიჟული თანამდებობის დაკავება. მეტი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შემოსავალიც გაიზრდება. საკუთარ თავს და სურვილებს მეტ დროს დაუთმობთ. ეს ცხოვრების უკეთეობისკენ შეცვლას ხელს შეუწყობს.
- მშვილდოსანი. 2023 წელს თქვენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი დასრულდება. ფრთების გაშლას და უშრეტი პოტენციალის სრულად გამოყენებას დაიწყებთ. წინსვლის მოტივაცია გაჩნდება. ახალი შესაძლებლობების წყალობით სამსახურის შეცვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ.
- თხის რქა. წელს საზოგადოებაში სტატუსს შეიცვლით. ეს სამსახურს და ოჯახურ ცხოვრებას ეხება. ახლოსაა უძრავი ქონების შეძენა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. პირადში სასიამოვნო ცვლილებები გელით. თუ წინა წლებში დაორსულებას ცდილობდით, ამას ახლა შეძლებთ.
- მერწყული. წელს საგარეო კავშირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს სხვა ქვეყანაში მოგზაურობა ან სამუშაო მომენტები, რომლებიც მივლინებებს და ახალ ნაცნობებს უკავშირდება. თუ 2023 წელს ემიგრაციაში არ წახვალთ, დიდი ალბათობით, ახალ საცხოვრებელში გადასვლას შეძლებთ. ამასთან დაკავშირებით თქვენი ურთიერთობის წრე კარდინალურად შეიცვლება, მაგრამ მეტ სარგებელს მოგიტანთ.
- თევზები. წელს თქვენი სივრციდან უსარგებლო ხალხის და საძულველი სამსახურის მოშორებას შეძლებთ. ასე სულ სხვა დონეზე გადახვალთ და შემოსავალს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ. ნებისმიერი შანსი გამოიყენეთ, რომელიც საზღვარგარეთს უკავშირდება. ასე უფრო სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევთ, რომელზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს