პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას მარინა გვიამბობს.
მე მარინა მქვია. გათხოვილი არ ვარ. თავდაპირველად ამის დიდი სურვილი არ მქონია და არც დრო მქონდა, ახლა კი – აღარც მინდა. უბრალოდ მიჩვეული ვარ მარტო ცხოვრებას და ასეთი ცხოვრება სავსებით მაწყობს. ჩემი და მეზობელ ქალაქში ცხოვრობს. მას ორი შვილი ჰყავს, მეუღლე – არ ჰყავს. მესმის, რომ მას უჭირს და ამიტომ შეძლებისდაგვარად ვეხმარები.
ცოტა ხნის წინ დავურეკე და მოვიკითხე. მინდოდა, რომ მისთვის ჩემი საქმეების შესახებაც მეთქვა, საკუთარი გაჭირვება ახლობელი ადამიანისთვის გამეზიარებინა. ჩემს დას ვუამბე, რომ ორივე სამსახურში უსიამოვნება მქონდა: ერთი სამსახურიდან გამათავისუფლეს, მეორეში კი ხელფასი შემიმცირეს. მას ვუამბე, ვიწუწუნე და რაღაცნაირად შვება ვიგრძენი.
ამის შემდეგ საშინაო საქმეებით დავკავდი და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩემმა დამ დამირეკა. მე მაშინვე ვერ მივხვდი, რომ მას ნომერი შეეშალა. გაოგნებული დავრჩი იმით, რაც გავიგონე. ჩემმა დამ, შეცდომით, თავისი მეგობრის ნაცვლად მე დამირეკა. ის ამას ვერ მიხვდა და ჩემი ლანძღვა დაიწყო, თუ როგორი ცუდი ვარ. ძალიან კარგია, რომ მე უსიამოვნებები მაქვს! მე ბინაც მაქვს, მანქანაც, დასასვენებლადაც წელიწადში ორჯერ დავდივარ, ჩემს დას კი საერთოდ არ ვეხმარები! მას ხომ ორი შვილი ჰყავს!
მე უბრალოდ ტელეფონი გავთიშე.
დივანზე დავჯექი და ტირილი დავიწყე. ძალიან გულნატკენი ვიყავი. ჩემი დისშვილები ძალიან მიყვარს და დაბადების დღეებზე მათთვის ყოველთვის ძალიან კარგ საჩუქრებს ვყიდულობ. არდადეგებზე ისინი ჩემთან მოდიან. მე ისინი კინოშიც დამყავს, გამოფენებზეც და სხვადასხვა ატრაქციონებზეც.
ამ ყველაფრის გამო ჩემს დას ჩემთვის მადლობა ერთხელაც კი არ უთქვამს, მაგრამ მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ახლა კი, აი რეები მოვისმინე! ჩემი და თურმე საერთოდ არ აფასებდა იმას, რასაც მისთვის და მისი შვილებისთვის ვაკეთებდი! მისთვის ფულიც ბევრჯერ მიმიცია, როდესაც უჭირდა და არასოდეს გამომირთმევია. აი, ასეთი მადლიერება მივიღე საპასუხოდ!
ჩემი და დიდხანს არც ერთ სამსახურში არ ჩერდება. სულ ისეთი სამსახურის ძებნაშია, სადაც ცოტას იმუშავებს და ბევრს გადაუხდიან. ასეთს სად იშოვის?
მთელი ცხოვრებაა ხან ორ, ხან კი – სამ სამსახურში ვმუშაობ. ამიტომაც შევძელი ჩემთვის სახლის და მანქანის ყიდვა. დასასვენებლადაც შემეძლო წასვლა და დასაც ვეხმარებოდი, ის კი ასეთი უმადური აღმოჩნდა. ძალიან მეწყინა. გადავწყვიტე, რომ ჩემს დასთან ურთიერთობა შემეწყვიტა. მართალია, ჩემი დისშვილები ძალიან მომენატრება, მაგრამ ჩემს დას ვერ ვაპატიებ იმას, რაც ჩემზე ილაპარაკა. ეს ჩემს ძალებს აღემატება.