2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანს ბევრ სასიხარულო და ბედნიერ მომენტს ჰპირდება. მთლიანობაში, თებერვალი ზამთრის სხვა თვეებთან შედარებით გაცილებით ლმობიერია. უბრალოდ დაფიქრდით, არც ერთი რეტროგრადული პლანეტა ცაზე. გამოდის, ყველა სფეროში აქტიური მოქმედების დროა. Paparazzi გიამბობთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ თებერვალში ანჯელა პერლის თქმით.
- ვერძი. 2023 წლის თებერვალი კომუნიკაციით, იდეებით, პროექტებით, მომავლის გეგმებით სავსე იქნება. მეგობრები, თანამოაზრეები მხარს დაგიჭერენ. სამსახური შეიძლება შეიცვალოთ ან დასასვენებლად პაუზა აიღოთ. ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. კარგი დროა სამოგზაუროდ, მორიგებისთვის. სერიოზული საუბრები თვის მეორე ნახევარში გადაიტანეთ, რადგან პირველ ნახევარში ზედმეტი შეიძლება თქვათ. თვე სიამოვნებისა და გართობისთვის ძალიან კარგია.
- კურო. რეტროგრადული მერკური კეთილად ჩაივლის, მაგრამ ყოფილები მაინც თავს შეგახსენებთ. წარსულის ადამიანი წმინდა ვალენტინობის დღეს მოულოდნელად მოგილოცავთ, მაგრამ პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. ეს მისი მხრიდან სერიოზული არაფერია. თებერვალი ბევრ სასიამოვნო მომენტს გაჩუქებთ. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა მოსალოდნელია. რემონტის დაწყება კარგია. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებს.
- ტყუპები. ახალი საქმე წარმატებას მოგიტანთ. შეგიძლიათ ონლაინ ახალი ბიზნესი გახსნათ. თქვენი იუთუბ არხი შეგიძლიათ გახსნათ და ვიდეოს რედაქტირება ისწავლოთ. მსგავსი საქმიანობა კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. თვის მეორე ნახევრიდან პოპულარობა გაიზრდება. ინტუიციას მოუსმინეთ, ნამდვილად არ გიმტყუნებთ.
- კირჩხიბი. ძვირფასი ადამიანის დაბადების დღეზე თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს მიიღებთ. კარგია ბიზნესის გახსნა ან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება, შეთანხმებაზე ხელის მოწერა. ბავშვთა ღონისძიებების ორგანიზებასა თუ აღნიშვნასთან დაკავშირებული საქმეები წარმატებას და სიხარულს მოგიტანთ. თვის ბოლო დღესასწაულის შეგრძნებას გაჩუქებთ. ორსულობაზე ახალი ამბავი მოსალოდნელია.
- ლომი. ზამთრის ბოლო თვე დაძაბული იქნება. პირად ურთიერთობაში ქარიშხალი ბობოქრობს, მაგრამ ეს თქვენი გრძნობების შემოწმების საბაბია. სამაგიეროდ, ახალი ნაცნობების შესაძენად იდეალური პერიოდია. ისინი ძლიერი იქნება და თქვენ და თქვენს რჩეულს საკურთხეველთან მიიყვანს. საქმიან სფეროში გელოდებათ ახალი პროექტები. დიდ მოგებას არ ელოდოთ, მაგრამ პროფესიულ, პიროვნულ და შემოქმედებით დონეზე გაიზრდებით. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ. კარგი ძილი და სწორი კვება არ დაივიწყოთ.
- ქალწული. თებერვალში თქვენთვის დაიწყება ტრენინგი „როგორ არ გვეშინოდეს ცვლილებების“. მარტივი ყოფა ისაა, რისკენაც უნდა ისწრაფვოდეთ. თქვენგან საჭიროა მხოლოდ მოდუნება და დინების ნდობა. თუ ახლის მისაღებად მზად იქნებით, ბევრ ნათელ შთაბეჭდილებას მიიღებთ. სპონტანურ შესყიდვებს და დაუფიქრებელ ფინანსურ ინვესტიციებს მოერიდეთ. ასტროლოგი შეგახსენებთ, რომ ყოველთვიური ვარჯიში თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
- სასწორი. თებერვალში დასვენებას, ნაცნობობას და გართობას მეტი დრო დაუთმეთ. თუ პრინციპული იქნებით, ნებისმიერ პრობლემას გადალახავთ. ყურადღებიანი იყავით ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენს სახლში მოდიან. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობის შემდეგ დარჩენილ გრძნობებს ყურადღება მიაქციეთ. შესაძლოა მათი მხრიდან ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი იყოს. თვის ბოლოს ბინის საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თვის მეორე ნახევარი ოჯახში სტაბილურობით და ჰარმონიით გაგახარებთ.
- მორიელი. თვის დასაწყისში რომელიმე რელიგიური ღონისძიების ან სულიერი პრაქტიკის მონაწილე შეიძლება გახდეთ, უცხოელებთან ურთიერთობა შეიძლება დაასრულოთ ან ვინმე გაიცნოთ, ენის შესწავლა დაიწყოთ. სასამართლოსთან დაკავშირებული სიახლეები, ასევე იურიდიული საკითხები მოსალოდნელია. თითქმის მთელი თვე მოგზაურობაში იქნებით, რაც საყვარელ ადამიანებს, სამსახურს და დასვენებას უკავშირდება. თვის პირველი ნახევარი ხალხთან ურთიერთობას დაუთმეთ. ეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შესაძლებლობებს მოგიტანთ.
- მშვილდოსანი. თებერვალში თქვენთვის აქტუალური თემებია კომუნიკაცია, ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებული სამსახური, მოგზაურობა და გადაადგილება, და/ძმასთან ურთიერთობა. მშობლებთან ურთიერთობაში დაძაბული მომენტები შეიძლება იყოს. კარგია განათლებას მიხედოთ, იმოგზაუროთ, იურიდიული საკითხები წამოწიოთ და სულიერ სფეროში ჩაიძიროთ.
- თხის რქა. ცივი ამინდის მიუხედავად ბევრი თხის რქის ცხოვრებაში ნამდვილი გაზაფხული დადგება. ამ ნიშნის წარმომადგენელი დილიდან საღამომდე ერთ ახალ ნაცნობზე იფიქრებს. გრძნობები არ დამალოთ, თორემ როგორ მიხვდებით, რომ ორმხრივია? ზამთრის ბოლო თვეში ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობას გვპირდება. კარგი დროა, რომ ოჯახური ურთიერთობები გააძლიეროთ და ნათესავებთან კავშირი დაალაგოთ.
- მერწყული. თებერვლის დასაწყისში პირად ცხოვრებაში გააქტიურება, ინიციატივის გამოჩენა, საკუთარ თავში ინვესტიცია გელოდებათ. სილამაზემ კარგი ურთიერთობები შეიძლება გამოიწვიოს. მთელი თვე ურთიერთობაში მკვეთრ ნაბიჯებს მოერიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უთანხმოება ან კრიზისი შეიძლება გამოიწვიოთ. კარგი თვეა ახალი საქმისთვის. მაგალითად, საქმიანობის სფეროს ან სამსახურის ადგილის შესაცვლელად. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებს.
- თევზები. ჩვეული სამუშაო გარემო შეიძლება შეიცვალოს. სამსახურთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ეს თვე ძალას მოგცემთ, რომ მოიშოროთ მავნე ჩვევები და ყველაფერი, რაც ოცნებისკენ წინსვლაში ხელს გიშლით. თვის ბოლოს ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა მოსალოდნელია. ეს სამსახურთან დაკავშირებული შეიძლება იყოს. ოჯახში კონფლიქტს მოერიდეთ.
აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, 2023 წლის მფარველი წყლის შავი კურდღელია. სწორედ თებერვალში მიმდინარე წელზე მთელ უფლებებს იღებს. ამ დროს გაირკვევა, ვინ არის მზად საბრძოლველად, ვინ დანებდება და დინებას გაჰყვება. კურდღელი მონდომებისა და აქტივობისთვის დაგაჯილდოებთ. 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი ამბობს, რომ კარგი დროა სამოგზაუროდ, შესასწავლად, თვითგანვითარებისთვის. ბევრს თებერვალში დასჭირდება ისეთი თვისებები, როგორიცაა ინტუიცია, შეუპოვრობა, სითამამე, გამოცდილება და ცოდნა. ამ თვეში მერკური მერწყულში წარმატებას და წინსვლას მოუტანს მათ, ვისაც თამამად მოქმედება, რაღაც ახლის გამოცდა, პროგრესირება, საქმის ნულიდან დაწყება არ აშინებს.