ორი გაბურძგნული “მამის” ისტორია

193

ჩემს მეგობარს სახლში 2 ძაღლი ჰყავს, ორი მონსტრი – როტვეილერი და სტაფი. ისინი ძალიან ბრაზიანები არიან, მაგრამ ჩემი მეგობარი მათ ძალიან კარგად წვრთნის. თუმცა მაინც, როცა მათთან ერთად სეირნობს, ყურადღებას ამახვილებს, რომ ახლოს სხვა ცხოველები არ იყოს.

ერთხელ ერთმანეთს ქუჩაში შევხვდით, ვიდექით, ვეწეოდით და ვლაპარაკობდით. ძაღლები პატრონს სახლისკენ ექაჩებოდნენ. სახლიდან ახალი გამოსულები იყვნენ და ისევ სახლში მიიჩქაროდნენ. მეგობარმა მითხრა, რომ ძაღლებს სახლში ქალიშვილი ელოდათ. ვერაფერს მივხვდი, ორივე ძაღლი ხვადია.

მეგობარმა მიამბო, რომ ერთი კვირის წინ, როდესაც თავის ძაღლებს ასეირნებდა, მათ მასთან დამნაშავე სახეებით მოირბინეს. აშკარა იყო, რომ რაღაც დააშავეს. ძაღლები სახლში წაყვანას სთხოვდნენ. მეგობარმა შენიშნა, რომ ერთ-ერთს პირში რაღაც ჰქონდა, მისი ამოღება სცადა და კნუტი დაინახა. ის ავად იყო, რწყილები ჰყავდა. ძაღლებს ერთი ნაბიჯიც არ დაუხევიათ უკან. ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ კნუტი სახლში წაეყვანა.

სახლში დაიწყო – აბანავეს, საჭირო იყო მისი გამოკვება, მაგრამ თვითონ არ ჭამდა, ამიტომ მეგობრის ცოლმა საწოვარიანი ბოთლი და ბავშვის საკვები მოიტანა. თავად მან კი სპეციალური საშუალება აიღო, რათა კნუტისთვის რწყილები მოეშორებინა. მერე, ამ რწყილების გამო, ნერვიულ ნიადაგზე, კიდევ ერთი კვირა სხეულს იქავდა.

კნუტი გადაარჩინეს, ის გაძლიერდა. ძაღლების თავს რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა. სანამ კნუტს აბანავებდნენ, აჭმევდნენ და რწყილებს აცლიდნენ ძაღლები იქვე ისხდნენ და ჩუმად უყურებდნენ. შემდეგ მათ კნუტის გათბობა გადაწყვიტეს – ერთი წვებოდა და შეშდებოდა, კნუტი კი მის ზურგზე იყო, მერე იცვლებოდნენ. კნუტმა ცოცვა დაიწყო და ეს ერთი შეხედვით მონსტრები, მას უკნიდან ცხვირით უბიძგებდნენ ხოლმე. სასეირნოდ თუ გადიოდნენ, სახლში მალევე ბრუნდებოდნენ. სტუმარი თუ მოდიოდა, ისინი კნუტს საკუთარი სხეულით ეფარებოდნენ და იღრინებოდნენ.

თუ კნუტი კნავილს იწყებს, ისინი მაშინვე მის გადასარჩენად გარბიან.

სად იპოვეს ეს კნუტი უცნობია. ძაღლების პატრონმა სხვენი და ბუჩქებიც კი დაათვალიერა მკვდარი კატის მოსაძებნად, მაგრამ ვერ იპოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს