მამაკაცებს ქალების არ ესმით. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა, პრობლემის მოგვარება, მაგრამ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ამოხსნა აქამდე ვერ შეძლეს. დიახ, ქალები, საკუთარ თავში ბევრ საიდუმლოს ინახავენ. ფსიქოლოგი აგლაია დათეშიძე ქალის ბუნებას საიდუმლოების ფარდას ხსნის, მან ქალის შინაგან სამყაროში შეიხედა. ეს არის ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ერთი ქალი და… შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ, რაც სწორად გეჩვენებათ, თუ ყველაფრის ბოლომდე გაგება გსურთ.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალი. მას ერთი თავგადასავალი გადახდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ ასწავლა, მაგრამ ამისთვის ბევრის გაღება მოუწია. ვინ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე?
იყო ერთი ქალი, მას ყველაფერი ჰქონდა და ყველას მისი შურდა, მას ბაძავდა. ხალხს სურდა რომ ასეთივე სახლი, ასეთივე მანქანა, ასეთივე ოჯახი და სამსახური ჰქონოდა, მაგრამ რაღაცის დათმობა არავის სურდა.
იყო ერთი ქალი. ერთხელ ის კურსდამთავრებულთა შეხვედრის საღამოზე მიიწვიეს. სილამაზის სალონში მივიდა, ძალიან ლამაზი კაბა იყიდა. რესტორანში მივიდა და ორმოც წელს გადაცილებული ბიძიები და დეიდები დაინახა. “სად არიან ჩემი კლასელები”, – გაიფიქრა მან და გაიხსენა, რომ ხუთი წლის წინ ისინი მხოლოდ 39 წლისები იყვნენ.
იყო ერთი ქალი. ის ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდა ყველას და ეგონა, რომ მასაც ასევე ექცეოდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ იყო, თურმე ზოგიერთს სიმართლის თქმა ძალიან უჭირს.
იყო ერთი ქალი. მას სურდა ერთი პროფესიის შესწავლა, შემდეგ გადაიფიქრა და სხვა პროფესიის შესწავლა მოინდომა, საბოლოოდ საკუთრი თავი შეისწავლა.
იყო ერთი ქალი. მთელი ცხოვრება ელოდა ადამიანს, რომელიც მისი საყრდენი იქნებოდა, შედეგად კი მიხვდა, რომ საკუთარი თავის საყრდენი თავად იყო.
იყო ერთი ქალი. რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა, რომ მსუქანი იყო და საერთოდ შეწყვიტა ჭამა. ახლა ის ნერვიული, მსუქანი და ბრაზიანია.
იყო ერთი ქალი, რომელიც თავისთვის ფიქრობდა, რომ ყველაფერი არც თუ ისე კარგად იყო, მაგრამ ამას არავის აჩვენებდა, რათა ყველას ცოდნოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. და კიდევ, მას სულს უთბობდა იმის გაცნობიერება, რომ ასე მხოლოდ მის ცხოვრებაში არ იყო.
იყო ერთი ქალი. მან უამრავი ნიშნის შესახებ იცოდა, მან იცოდა, რომ როდესაც ვარსკვლავი ვარდება, სურვილი უნდა ჩაიფიქრო. ერთხელ მან ასეთი ვარსკვლავი დაინახა, მაგრამ არაფერი ჩაუფიქრებია, ვერაფერი მოიფიქრა, რადგან მას ყველაფერი ჰქონდა.
იყო ერთი ქალი. ცხოვრებაში მას ბევრი სხვადასხვა კერძი ჰქონდა დაგემოვნებული, მაგრამ უგემრიელესს მხოლოდ ზღვის სანაპიროზე, კარგ კომპანიაში მიირთმევდა. მას ვერაფრით გაეგო, რატომ ჰქონდა ზღვის სანაპიროზე ჩვეულებრივ კარტოფილს ღვთაებრივი გემო.
იყო ერთი ქალი. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომელთა გათხოვებასაც მუდმივად ცდილობდა. ხანდახან ამას ახერხებდა კიდეც. ისინი თავიანთ ახლადგამომცხვარ ქმრებთან ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის კარგად არ იყო. ხანდახან ისინი შორდებოდნენ და ისევ კარგ მეგობარს უბრუნდებოდნენ.
იყო ერთი ქალი. მას უამრავი ნაცნობი და მეგობარი ჰყავდა და ერთი შეხედვით ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. მაგრამ როდესაც საავადმყოფოში მოხვდა, მასთან არავინ მისულა. იქნებ იმიტომ, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ?
იყო ერთი ქალი, რომელიც მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა. არ იფიქროთ, რომ შრომისმოყვარე იყო, უბრალოდ, ძალიან უყვარდა თავისი საქმე. სამსახურში უქმეებზეც მიდიოდა ხოლმე და გვიანობამდეც რჩებოდა.
იყო ერთი ქალი. მას ძალიან სურდა, რომ ისეთი ყოფილიყო, როგორც ყველა. ფიტნესზე ჩაეწერა, რამდენიმე ტრენინგს დაესწრო და გაარკვია, როგორ ცხოვრობს ყველა. ახლა მას აქვს სახლი, სამსახური, ბეტონის საკანი, ძალიან მოწყენილია. მას ასეთი ცხოვრება მოსწყინდა და ისევ თავისებური გახდა.
იყო ერთი ქალი. ის ბედნიერი იყო, თუმცა გაუთხოვარი. იქნებ ბედნიერებისათვის სწორედ ეს არის საჭირო?
იყო ერთი ქალი. მან შვილები გააჩინა. პატარები რომ იყვნენ, კარგები იყვნენ, როდესაც გაიზარდნენ ბევრი რამ არ მოსწონდათ. მან ძიძა მოიყვანა, თავად კი სასეირნოდ წავიდა. ბავშვები მიხვდნენ, რომ ჯობდა დედაში არ მოსწონებოდათ რაიმე, ვიდრე უცხო ქალში. მათ დედას დაურეკეს და სახლში დაბრუნება სთხოვეს. დედამ მათ ცოტა მეტი დრო მისცა დასაფიქრებლად და სწორი დასკვნების გამოსატანად.
იყო ერთი ქალი. მას ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული სურდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული არ ჩანდა. მან ყველაფერი გააკეთა, რათა ის გამოჩენილიყო. მაგრამ მან არ იცოდა, რომ ამის გამო ბევრი ადამიანი დაზარალდა.
იყო ერთი ქალი. მის ჩანთაში, ისევე როგორც ყველა სხვა ქალის ჩანთაში, ყველაფერს იპოვნიდით, რასაც მოისურვებდით. გასაღებები, კოსმეტიკა, ქოლგა, საცვალი, კაბა, ბიუსტჰალტერი, ფატა და სხვა. ადამიანმა არასოდეს იცის, შემდეგ მოსახვევში რა ელოდება.