ერთხელ სავაჭრო ცენტრში ერთ მოხუც ქალბატონს შევხვდი. აშკარა იყო, რომ მას სიბერესთან შეხვედრა არ უნდოდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ ახალგაზრდული გარეგნობა ჰქონოდა. ის თანამედროვე სამოსში იყო გამოწყობილი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცდა და მოდური ჩანთა ეკავა. ქალს მაკიაჟიც და მანიკიურიც ჰქონდა და ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა.
“ძვირფასო, ნებისმიერ წვრილმანზე ნუ ნერვიულობ! შენ არაფერი მოგეთხოვება!
შვილიშვილები სადგურამდე მიგიყვანენ და მატარებელში ჩაგსვამენ. შენს ნივთებსაც ისინი შემოიტანენ. ცოტახანს იჯანჯღარებ, აქ კი ჩვენ დაგვხვდებით ვაგონთან, შენს ნივთებს გამოვიტანთ და მანქანით წაგიყვანთ.
მოგიყვანენ, წაგიყვანენ, შენს ნივთებსაც მიხედავენ, შენ არაფრის გაკეთება არ დაგჭირდება. ძვირფასო, შენი ასაკი რა შუაშია? ის საერთოდ არ გიშლის! შენს მაგივრად ყველაფერს გააკეთებენ. შენ მხოლოდ ჩვენთან ერთად იჯდები სანაპიროზე და ღვინოს მოწრუპავ. და, რა თქმა უნდა, გვანიშნებ, როდესაც დამატება დაგჭირდება!”