როგორც წესი, ჩვენი სამუშაო დღეები ჩვეულებრივი და ერთფეროვანია, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გარშემომყოფების ზოგიერთმა ქმედებამ შეიძლება მკვეთრად შეცვალოს დღის მიმდინარეობა, გაგვახალისოს ან გაგვიფუჭოს განწყობა. ასეთი ისტორიები ყოველთვის საინტერესოა ინტერნეტის მომხმარებლებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენც გაგიზიაროთ.
1. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა ჩვენს ოფისში ყველაზე ცუდი თანამშრომელია. ყველაფერი ხელიდან უვარდება და მარტივი ოპერაციების დროსაც კი უზარმაზარ შეცდომებს უშვებს. ამიტომ, მას ვთხოვთ ხოლმე, რომ არაფერი გააკეთოს, რათა რამე არ გააფუჭოს. ცოტა ხნის წინ ის დააწინაურეს, აღმოჩნდა, რომ უფროსის საუკეთესო მეგობარი იყო.
2. ერთხელ გადავწყვიტე შეყვარებულისთვის რომანტიკული სიურპრიზის მოწყობა. წყალსაცავის სანაპიროზე მოვიწვიე, პატარა მაგიდა გავშალე და სანთლებიც ავანთე. უკვე გვიანი იყო, ბნელოდა. უცნობმა მამაკაცმა ჩაიარა, შემოგვხედა და სევდიანად იკითხა: “ალბათ ამ ადგილას თქვენი რომელიმე ახლობელი ადამიანი დაიხრჩო?”. რომ იცოდეთ, როგორ ვიცინოდით.
3. ჩვეულებრივ, ავტოსკოლაში ( ინსტრუქტორი ვარ) გოგოებს ვასწავლი, რომ საჭე მხოლოდ მარცხენა ხელით დაიჭირონ, რათა მარჯვენა ხელი სიჩქარის შესაცვლელად თავისუფალი იყოს. ვურჩევ, რომ მარჯვენა ხელი მუხლზე დადონ. ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ მკითხა: „ჩემს მუხლზე დავდო?“
4. ერთხელ მშობლებთან საუბარში აღვნიშნე, რომ ბინაში სმენადობა გაიზარდა, თითქოს კედლები გათხელდა. დედამ მიპასუხა: „ახლა ხვდები, რატომ ვკიდებდით კედლებზე ხალიჩებს, როცა პატარა იყავი? ეს სილამაზისთვის არ ყოფილა.”
5. ერთხელ სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი მართვის მოწმობის ასაღებად. ყველა ექიმთან შევედი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ თერაპევტთან არ შევიდოდი ბოლო ბეჭდებისა და ხელმოწერებისთვის. ასაკოვანმა ქალბატონმა ჩემი შედეგები წაიკითხა, შემდეგ კი თქვა: „სწორედ შენ მჭირდები“. ავკანკალდი – ნუთუ რაიმე აღმომაჩნდა? და უცებ მან მითხრა: „მაღლები დიდი ხანია არ მოსულან, კარადის ყვავილების მორწყვა მინდა, მე თვითონ ვერ ვწვდები“.
6. ერთხელ მეგობართან ერთად ვსეირნობდი. ერთ ეზოს ჩავუარეთ, რომელსაც მაღალი ღობე ჰქონდა. იქიდან დაცემინების ნაზი ხმა მოგვესმა. ჩემი მეგობარი არ დაიბნა და დაიყვირა: “ჯანმრთელობა”. ნაზმა ხმამ მაშინვე მადლობა გადაუხადა. ამ დროს მათ ლაპარაკი გააბეს, სანამ მამაკაცის უხეშმა ხმამ არ შეაწყვეტინათ: „როგორც ჩანს, ღობის იქით ვიღაც ძალიან მამაცია!” ამ დროს საუბარი მოულოდნელად დასრულდა. მეგობარმა ბოდიში მოიხადა, მე კი მას დიდხანს დავცინოდი.
7. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემი შეყვარებულისთვის დაუვიწყარი სიურპრიზი მომეწყო. რესტორანში დავპატიჟე და საჭმელ-სასმელი შევუკვეთე. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩემმა შეყვარებულმა თევზის დაჭრა დაიწყო, შემდეგ კი სახე მკვეთრად შეეცვალა და ტირილი დაიწყო. ძალიან გამიკვირდა და ვკითხე რა მოხდა-მეთქი. მან კი თეფშიდან ოქროს ბეჭედი ამოიღო და მიპასუხა: “დიახ”. მას შემდეგ ბედნიერი ოჯახი ვართ.
8. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგე, თუ ვინ იყო ჩემი ნამდვილი მამა. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და დავმეგობრდით კიდეც. ის მეხმარებოდა, უნდოდა, რომ ანდერძში ჩემი თავიც ჩაეწერა და თავისთანაც კი წამიყვანა საცხოვრებლად, როდესაც მე და ჩემს შვილს რთული პერიოდი გვქონდა. ჩვენ ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ვგავდით. მის მეუღლეს არ უნდოდა, რომ მათთვის ხელი შემეშალა და ამიტომ მას დნმ-ის ანალიზის გაკეთება შესთავაზა. პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. მისმა ცოლმა ბავშვთან ერთად ქუჩაში გამომაგდო. ამის შემდეგ სასამართლომ შვილი წამართვა და აღსაზრდელად მამას გადასცა. მოგვიანებით, ჩემს დედინაცვალს ჩხუბის დროს წამოსცდა, რომ დნმ-ის მასალა თავისი მასალით ჩაანაცვლა და პასუხი ყალბი იყო. გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ტესტის გაკეთება. მან დადებითი შედეგი აჩვენა. მამაჩემი ჩემი ნამდვილი მამა იყო.
8. ღამით მშვიდად მეძინა. უცებ მომწყურდა და სამზარეულოში გავედი. შემთხვევით მაცივარზე ჭუჭყი დავინახე. გადავწყვიტე, რომ სწრაფად გამეწმინდა. შედეგი – დრო დილის შვიდი საათია, ერთ საათში სამსახურში ვარ წასასვლელი, სულ ოფლიანი და ჭუჭყიანი, მაგრამ მთელი სამზარეულო პრიალებს და ბზინავს.
9. დილით განწყობა უცნობმა ბიჭმა გამიფუჭა, რომელიც მომიახლოვდა და რაღაცის კითხვა უნდოდა. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მან “ქალბატონოთი” მომმართა. ამით ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ბავშვობა უკვე შორს იყო. თუმცა საღამოს სიტუაცია გაცილებით უფრო უცნაური აღმოჩნდა. სახლში ვბრუნდებოდი და დაახლოებით იმავე ასაკის მოზარდი მომიახლოვდა და ჩემი გაცნობა სცადა. მან მკითხა, რომელ სკოლაში ვსწავლობდი. ოჰ, ეს ასაკი, როდესაც 25 წლის ხარ.
10. ვიწექი და არავის ვეხებოდი. ზაფხული იყო, აუტანელი სიცხე იდგა. აივნის კარი, როგორც ყოველთვის ღია იყო. რაღაც ხმაური მომესმა. ადგომაც ვერ მოვასწარი, ოთახში ვიღაც მამაკაცი შემოვიდა, ხმის ამოუღებლად, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო. შემოსასვლელ კარამდე მიმიყვანა და მითხრა, რომ კარები დამეკეტა. გონს რამდენიმე წუთში მოვედი. აღმოჩნდა, რომ ზედა მეზობელი იყო. ცოლმა შემთხვევით გარედან ჩაკეტა და გასაღები არ ჰქონდა. ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაეჭრა და მან ბრწყინვალე გამოსავალი იპოვა – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.
11. ერთხელ ზამთარში მე და ჩემი ცოლი მანქანით მივდიოდით. ვგრძნობდი, რომ ის რაღაცით უკმაყოფილო იყო. ველოდებოდი და მან დაიწყო:
– ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა?
– რის? – ნამდვილად ვერ ვხვდებოდი.
– მაგალითად, იმის, რომ ახალი ვარცხნილობა მიხდება.
მაშინ მივხვდი, რომ ქალის ლოგიკა დაუმარცხებელია. ჩემს ცოლს ქუდი ეხურა.
12. წარმოიდგინეთ ხალხით გადაჭედილი ავტობუსი და აგარაკის გზა. თითქმის მთელი გზა ორმოებისა და უსწორმასწორობებისაგან შემდგარი ატრაქციონია. მძღოლი ავტობუსით თითქოს კი არ მიდის, არამედ მათზე დაფრინავს. ყველას სხვადასხვა მიმართულებით უბიძგებს. როგორც კი ეს მონაკვეთი დასრულდა, სწორი გზა დაიწყო, მძღოლმა კარი გაიჯახუნა და ავტობუსმა უფრო ნელა დაიწყო მოძრაობა. უცებ ერთმა ბავშვმა შეშინებული ხმით იკითხა: “დედა, მძღოლი ავტობუსიდან ჩავიდა?” ყველა იცინოდა.
13. ჩემი მეგობარი სოკოს მოყვარულია. ტყეში რომ მიდის, ყოველთვის სავსე კალათები მოაქვს. მან თავისი საქმე ძალიან კარგად იცის. ის ყოველთვის დარწმუნებით ამბობდა, რომ თითქმის ყველა სოკოს ჭამა შეიძლება, მთავარია სწორი რეცეპტის მიხედვით მომზადება. რამდენჯერაც გამიმასპინძლდა, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ერთ დღეს კი ის საკვებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში აღმოჩნდა. ვერავის გაეგო, ეს როგორ მოხდა. თვითონაც ვერაფერს ხვდებოდა. მის მოსანახულებლად დედამისი მივიდა, მან კი ჰკითხა:
– კი მაგრამ, რა მოხდა, მე ხომ ყველაფერი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე. შენ ხომ იცი, რომ არასოდეს არავინ მოწამლულა.
დედამ კი უპასუხა:
– რა თქმა უნდა, შვილო. ეს იმიტომ, რომ შენ ნორმალურ სოკოს ჭამდი, რომელიც ჩემი დაკონსერვებული იყო.