მათ პატარა ბიჭი იშვილეს, რომელმაც მოგვიანებით მათი ქალიშვილი გადაარჩინა

269

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ირინას ისტორიას მოგითხრობთ.ჩვეულებრივ, ირინა სამსახურში მოკლე გზით დადიოდა – სკვერის გავლით, ასე უფრო მოკლე იყო. დღეს კი მან გადაწყვიტა, რომ უფრო გრძელი გზით წასულიყო, თუმცა ზედმეტი დრო არ ჰქონია. მაღაზიის წინ გავლისას პატარა ბიჭი დაინახა, რომელიც მაღაზიის კარებთან იჯდა. მას თავი დახრილი ჰქონდა და რაღაცას ჩურჩულებდა.

ირინა უფრო მიუახლოვდა და მოისმინა: “არ მინდა, რომ დედამ დალიოს”. ბიჭი ამას ზედიზედ იმეორებდა.

  • ბიჭუნა, დედა დაკარგე? – მოულოდნელად ჰკითხა მან.
  •  არა, დედა მაღაზიაში შევიდა, მე კი მითხრა, რომ არსად არ წავიდე, თორემ მეჩხუბება.

ირინამ გარშემო მიმოიხედა, მაგრამ არავითარი ქალი არ დაუნახავს, მან იფიქრა, რომ ბავშვის დედა მართლაც მაღაზიაში იყო. ქალი თავისი გზით წავიდა.საღამოს სამსახურიდან ირინა იგივე გზით დაბრუნდა, რადგან პროდუქტების ყიდვა უნდოდა. ის ძალიან კარგ განწყობაზე იყო და თავში სასიამოვნო ფიქრები უტრიალებდა. მაღაზიას რომ მიუახლოვდა, მან ისევ ის ბიჭი შენიშნა. ის დაღონებული იჯდა და ყველა გამვლელს აკვირდებოდა, ვიღასაც ეძებდა.ბიჭი დაახლოებით ოთხი წლის იქნებოდა. ირინა მიუახლოვდა და ჰკითხა:

  • გამარჯობა, გახსოვარ? ჩვენ დილით ვისაუბრეთ.
  • დიახ, მახსოვხართ, – უპასუხა ბიჭმა, – მე მიშიკო მქვია.
  • ძალიან სასიამოვნოა, მე ირინა ვარ. დედაშენი ისევ მაღაზიაში შევიდა და შენ აქ ყოფნა გიბრძანა?
  • არა, ის დილიდან არ გამოჩენილა, – უთხრა ბიჭმა.
  • რანაირად? უკვე საღამოა. შენ ხომ არაფერი გიჭამია. წავიდეთ, საჭმელს გიყიდი.

ბიჭს ჯერ გაყოლა არ უნდოდა, დედის ეშინოდა, მაგრამ შიმშილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მიშიკო ადგა და ირინას გაჰყვა. ქალმა ბავშვს ყველაფერი უყიდა, რაც მან სთხოვა. განსაკუთრებით, ქალი იმან გააოცა, რომ ბიჭმა მას წიწიბურის ყიდვა სთხოვა. როგორც წესი, ბავშვებებს ის არ უყვართ ხოლმე.

ირინა იჯდა და უყურებდა, თუ როგორ ჭამდა ეს საბრალო ბავშვი. მას გული სტკიოდა. ბავშვმა უამბო, რომ დედამისი ძალიან ბევრს სვამდა და მათთან უცხო ბიძიები დადიოდნენ. მიშიკოს საკუთარი თავი თავად აბარია. მათ ძალიან პატარა ოთახი აქვთ, სადაც ადგილი ძლივს ყოფნით. მიშიკო მთელ დღეს ბაზარში ატარებს, სადაც გამყიდველებს ხილის გადარჩევაში ეხმარება. ამის სანაცვლოდ, მას საჭმელს აძლევენ.

ირინა ბავშვის გონიერებით გაოცებული იყო. ის მხოლოდ 5 წლის იყო და ზრდასრული ადამიანივით აზროვნებდა. მას ბევრი არ უფიქრია, პოლიციაში წავიდა, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა. ცოტა ხანში ბავშვი ბავშვთა სახლში წაიყვანეს, დედას კი დედობის უფლება ჩამოართვეს.

მას შემდეგ მიშიკო ადამიანურად ჭამდა, ტელევიზორს უყურებდა და თანატოლებთან ურთიერთობდა. აქამდე ეს არასოდეს გაუკეთებია.

ირინამ და მისმა ქმარმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ბავშვს თავიანთთან წამოიყვანდნენ. შვილად აყვანის პროცესმა ძალიან სწრაფად ჩაიარა, რადგან მისი მეუღლე სამხედრო იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მიშიკო საცხოვრებლად მათთან გადავიდა. მას საკუთარი ოთახი ჰქონდა, დიდი და სათამაშოებით სავსე. ბავშვმა იგრძნო, რა იყო მშობლების სიყვარული.

ნიკას ბიჭი მთელი გულით შეუყვარდა. ისინი ერთად დიდ დროს ატარებდნენ, თამაშობდნენ, ხატავდნენ, სასეირნოდ მიდიოდნენ. მიშიკომ ჭადრაკის თამაში იცოდა, რამაც ნიკა ძალიან გააკვირვა. ბავშვის თქმით, ეს დედამისის ერთ-ერთმა მეგობარმა ასწავლა. მხოლოდ ის უთმობდა მას ყურადღებას, აჭმევდა და არ აწყენინებდა. თუმცა, ის მათი ცხოვრებიდან ძალიან მალე გაქრა.

მამა-შვილს ერთმანეთი ისე შეუყვარდათ, რომ თითქმის არასოდეს შორდებოდნენ. ნიკას ძალიან უყვარდა ღამით ქალაქში სეირნობა. აღმოჩნდა, რომ სიბნელე მიშიკოსაც უყვარდა. ისინი ერთად დადიოდნენ ღამის ქუჩებში და თითქმის ყველაფერზე საუბრობდნენ. მოგვიანებით, მამამ შვილი ჭიდაობაზე მიიყვანა. ის მიშიკოს ეუბნებოდა, რომ მამაკაცს საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს და სუსტებიც უნდა დაიცვას, როდესაც მათ ეს სჭირდებათ. რამდენიმე თვის შემდეგ მშობლებმა ბიჭს ლეკვი უყიდეს და მის მოვლასა და სიყვარულს ასწავლიდნენ.

ცოტა ხანში ბედნიერმა ოჯახმა შეიტყო, რომ ოჯახში მატება ექნებოდათ. ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე იყვნენ. ნიკოლოზს ძალიან უხაროდა, გოგონა უნდოდა, რადგან ბიჭი უკვე ჰყავდა. ამ სიახლის შემდეგ მიშიკომ პირველად უწოდა ირინას – დედა. ის სთხოვდა, რომ მისთვის ძმა ან და გაეჩინა, რომელიც მას ეყვარებოდა და მასზე იზრუნებდა. ოჯახს საკუთარი ბედნიერების უბრალოდ არ სჯეროდა.

მალე საყვარელი გოგონა დაიბადა. დრო გადიოდა, ლიკა ერთი წლის გახდა. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ეს დღე ბუნებაში ვიწრო წრეში აღენიშნა. ისინი პარკში წავიდნენ: ერთობოდნენ, ისვენებდნენ, მხიარულობდნენ. უცებ გოგონამ ბუშტები დაინახა და მათკენ გაიქცა. ამ დროს ბუჩქებიდან გაბრაზებული ძაღლი გამოჩნდა, რომელიც პირდაპირ გოგონას მივარდა. მიშიკომ მყისიერად იმოქმედა. ის ძაღლს მივარდა და დარტყმა საკუთარ თავზე აიღო. უფროსები მაშინვე ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. ნიკოლოზმა ძლივს მოასწრო ცხოველისაგან ბავშვის გამოხსნა. მიშიკომ ძალიან სერიოზული ტრავმები მიიღო. სასწრაფოს ექიმებს არ ეგონათ, რომ ბავშვი გადარჩებოდა.

მიშიკო ძალიან ძლიერი გამოდგა. ის რამდენიმე კვირაში გონს მოვიდა. როგორც კი თვალები გაახილა, იკითხა:

  • ლიკა როგორ არს?
  • კარგად არის და ეს შენი დამსახურებაა, შენ ნამდვილი გმირი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ, რომ იცოდე, მე და მამას როგორ შეგვეშინდა…

ძალიან მალე ბიჭი საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა. დას ისე მონატრებოდა, რომ გვერდიდან არ შორდებოდა. ის მას პატარა კუდივით დასდევდა და ძალიან ენატრებოდა, როდესაც მიშიკო სკოლაში მიდიოდა. მშობლები თავიანთ შვილებს უყურებდნენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს