ექიმებისა და მათი პაციენტების მიერ მოთხრობილი 15 მხიარული ისტორია

179

ჩემი მეგობარი უკვე 10 წელია ანესთეზიოლოგად მუშაობს. ის და მისი პარტნიორი ექიმი მშვენიერ დუეტს წარმოადგენენ, რომელთაც ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ისინი პაციენტებს ნარკოზიდან გამოსვლაში ეხმარებიან. ჩვეულებრივ, პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად, ექიმი მას რამდენიმე სტანდარტულ კითხვას უსვამს. როდესაც არსებობს ეჭვი, რომ პაციენტი გაბრაზებულია და შესაძლოა, რომ საკუთარ თავს ან სხვა პაციენტებს ზიანი მიაყენოს, მას საწოლზე აბამენ და ნარკოზიდან სრულ გამოსვლას ელოდებიან. პალატაში ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანეს. ექიმმა აუცილებელი კითხვები დაუსვა და გასაგები გახდა, რომ ის ადეკვატური იყო. უცებ ამ ბიჭმა თქვა: “ექიმო, პალატაში მტრედს რა უნდა?” ექიმმა ჩემს მეგობარს შეხედა, თავი დაუქნია და რამდენიმე წამში პაციენტი უკვე საწოლზე იყო მიბმული. ამ დროს მაგიდის ქვეშიდან მართლაც ნამდვილი მტრედი გამოვიდა…

ინტენსიური თერაპიის განყოფილება. ღამე. მორიგ ექიმს საორდინატოროში სძინავს, საკუთარ პოსტს მხოლოდ მედდა არ ტოვებს. უცებ ზარის ხმა ისმის. ექიმს ოცდამეჩვიდმეტე პალატაში იძახებენ, სადაც ბებია წევს ჰიპერტონიული კრიზით. ნახევრად მძინარე ექიმი პალატისკენ მიემართება. ის პაციენტთან წნევის გასაზომად ჯდება, მანჟეტის გაბერვას იწყებს, ოდნავ ბებიის გულ-მკერდისკენ იხრება და იძინებს. 30 წუთის შემდეგ მორიგე ექთანი ექიმის მოსაძებნად მიდის. ის მოხუცის პალატაში შედის და ასეთ სურათს ხედავს. ბებიამ მორიდებულად გაიღიმა, სახეზე კი სიწითლემ გადაჰკრა.

40 წლის ქალბატონმა კლინიკას მხედველობის ლაზერული კორექციისთვის მიმართა. წარმატებული ოპერაციის შემდეგ ის სახლში კმაყოფილი დაბრუნდა. ერთი თვის შემდეგ მან კლინიკას თვალცრემლიანმა მიაკითხა. გაირკვა, რომ მხედველობის აღდგენამ მისი ცხოვრება გააუარესა. მისი ქმარი მოხუცი და ულამაზო აღმოჩნდა, შვილები მოუვლელები იყვნენ, სახლში კი სრული არეულობა იყო. ქალმა მოითხოვა, რომ ყველაფერი ისე დაებრუნებინათ, როგორც აქამდე იყო.

სასწრაფო დახმარება ახალგაზრდა მამაკაცმა გამოიძახა, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ თავის ორგანოზე ბლითი მოეზომა. ჩაცმა შეძლო, მაგრამ მოხსნა ვეღარ. მამაკაცი ყურმილში ოპერატორს ისე უყვიროდა, რომ გამოძახებაზე ინტენსიური თერაპიის ჯგუფი გაგზავნეს. ექიმები სწრაფად მივიდნენ. სამნი იყვნენ: ორი გოგო და ერთი მამაკაცი. ბინაში რომ შევიდნენ, გოგონები მაშინვე გაწითლდნენ, მამაკაცი კი სიცილს ძლივს იკავებდა. პაციენტი მაშინვე გაგზავნეს სააბაზანო ოთახში ბლითის დასასველებლად. პაციენტის სამედიცინო ბარათში მკურნალობის შემდეგი რეკომენდაციები ჩაიწერა: „სხეულის ქვედა ნაწილი (წელამდე) მოათავსეთ წყალში ისე, რომ ბლითი დასველდეს“.

ვეტერინარებსაც უამრავი ადამიანი მიმართავს და კურიოზული შემთხვევები ამ შემთხვევაშიც ხდება. ერთხელ ერთმა ქალმა ჩემს ქმარს კლინიკაში ძაღლი მიუყვანა, რომელსაც სხეულზე ტკიპები ჰყავდა. ჩემმა ქმარმა ძაღლი გასინჯა და ცდილობდა ქერათმიანი ქალისთვის აეხსნა, რომ ძაღლს სხეულზე ტკიპები კი არ ჰქონდა, არამედ ეს ძუძუსთავები იყო, მაგრამ ყველაფერი უსარგებლო აღმოჩნდა.

სასწრაფო, გამოძახებაზე 98 წლის მამაკაცთან მივიდა. მისი ცოლი ჩიოდა, რომ მოხუცს ჰალუცინაციები დაეწყო. ექიმა პაციენტი გასინჯა. “თავს როგორ გრძნობთ? რა გაწუხებთ?” მოხუცმა სრული სერიოზულობით უთხრა: “ნახე, შვილო, კედლებზე ყველგან ობობები არიან და დაძინებაში ხელს მიშლიან”. ექიმს ბევრი არ უფიქრია, მან კედლებზე ხელების ქნევა დაიწყო: “ქიშ, ქიშ!” მან ყველა ობობა გააქცია, მოხუცმა კი მშვიდად დაიძინა.

მისაღებ განყოფილებაში ნასვამი მამაკაცი მოიყვანეს, რომელიც ჩიოდა, რომ თვალებიდან ლინზების ამოღება არ შეეძლო. ექიმმა გულდასმით დაათვალიერა, მაგრამ ლინზები ვერ იპოვა. ექიმმა ჰკითხა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ლინზები, რაზეც მან უპასუხა: “ნამდვილად მაქვს, რადგან როდესაც კარგად ვხედავ, ესე იგი, ლინზები მიკეთია”. ლინზების ძებნა კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, სანამ მამაკაცმა ჯიბიდან ლინზების კოლოფი არ ამოიღო, სადაც ლინზები თავისივე სითხეში დაცურავდა. “რა დებილი ვარ, ამდენი რატომ დავლიე?” – თქვა მან.

ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მამაკაცი მოიყვანეს. დიაგნოზმა არა მხოლოდ ის, არამედ ექიმებიც კი გააოცა: მარცხენა ბარძაყის ყელის მოტეხილობა”. კითხვაზე, თუ სად მიიღო ასეთი ტრავმა, მამაკაცმა უპასუხა, რომ ღამით საპირფარეშოში მიდიოდა და სამზარეულოში კატა დაეჯახა დიდი სიჩქარით.

სამხედრო კომისარიატი არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა ბიჭებს აშიშვლებენ და აიძულებენ, რომ საცვლების ამარა კაბინეტები შემოიარონ. ერთ-ერთ კაბინეტში კი მედკომისიის წევრები საცვლების გახდასაც კი მოითხოვენ. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა და კაბინეტში შევედი, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ექიმმა მთხოვა. ის დიდხანს მიყურებდა და მათვალიერებდა, შემდეგ ცოტა იფიქრა და მითხრა: “არა, ჯარში ვერ წაგიყვანთ. ბრტყელტერფიანობა გაქვს”.

პოლიკლინიკის დერეფანში დიდი აკვარიუმი დგას. მას აქვს წარწერა, რომელზეც შემდეგი ინფორმაციაა მითითებული: “მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თევზების ყურებით ადამიანებს შეუძლიათ უფრო სწრაფად დამშვიდდნენ და სტრესი უფრო მარტივად გადალახონ”. დამშვიდება მინდოდა და აკვარიუმში ყურება დავიწყე, იქ კი ერთი თევზი მკვდარი იყო, მეორე კი მას ჭამდა…

სამსახურიდან გეგმიურ ფლუოროგრაფიაზე გამგზავნეს. გავიკეთე და შედეგს ველოდებოდი. კაბინეტის კარი ბოლომდე დაკეტილი არ იყო და ექიმების საუბარი მესმოდა: “აბა, ამ შავ წერტილებს შეხედეთ! ეს საშინელებაა! ამ დროს ვიგრძენი, როგორ დაკარგა აზრი ჩემმა ცხოვრებამ. ვფიქრობდი, ეს ყველაფერი დედაჩემისთვის როგორ მეთქვა… რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და კაბინეტში შევედი. მომცეს ცნობა, სადაც ეწერა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. ექიმმა კი მითხრა: “გვაპატიეთ, პრინტერი გაგვიფუჭდა და ამიტომ შავი წერტილებით ბეჭდავს…”

ჩემი მეგობარი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმია. ყველაზე ხშირად დახმარებისთვის მას პატარა ბავშვების მშობლები მიმართავენ, რომლებიც ცხვირში მცირე დეტალებს იყოფენ, ამიტომ გამონაკლის არც დღევანდელი პაციენტი არ წამოადგენდა. მამამ პატარა ბიჭუნა მოიყვანა, რომელსაც ცხვირში კონსტრუქტორის დეტალი ჰქონდა. ექიმმა ეს დეტალი სპეციალური პინცეტით ამოიღო და მამას გადასცა. სანამ საჭირო საბუთებს ავსებდნენ, მამამ დეტალი შეათვალიერა და თქვა: “როგორ ჩაეტია ცხვირში, როდესაც ასეთი დიდია?” ამ დროს ეს დეტალი მან თავის ცხვირში შეტენა. ახლა კი დახმარება მას დასჭირდა.

ყოველ ჯერზე სტომატოლოგთან ვიზიტის წინ მე და ჩემი შვილი სათამაშოების მაღაზიაში შევდივართ და სათამაშოს ვირჩევთ. კბილის მკურნალობის შემდეგ კი მაღაზიაში ვბრუნდებით და იმ სათამაშოს ვყიდულობთ. ერთხელ სტომატოლოგმა გვითხრა, რომ ყველა კბილი ჯანმრთელი იყო და მკურნალობა არ ესაჭიროებოდა. ჩემმა შვილმა ტირილი დაიწყო…

ჩემს ქმარს ფეხზე ნეკა თითო მოჰკვეთეს. მის მოსანახულებლად საავადმყოფოში მივედი. დერეფანში საჭირო პალატას ვეძებდი და უცებ ნაცნობი ხმა მომესმა: “მორჩა, საშინელო ავეჯო, მე შენი აღარ მეშინია! გავიმარჯვე!

ექიმი ექოსკოპისტი ვარ. უამრავი პაციენტია და ამიტომ დიდი რიგებია. მთელი დღის მანძილზე ჩემს პაციენტებს სულ ერთსა და იმავეს ვეუბნები და ამიტომ საღამოს უკვე მერევა. შემოდის ქალი. მე მას სტანდარტული ფრაზით მივმართავ: “გამარჯობა! გაიხადეთ და დაწექით”. ეს ვუთხარი და თავად ოთახიდან ერთი წუთით გავედი. შემოვედი და ვნახე, რომ ისევ ჩაცმული იჯდა. ვკითხე, რატომ არ მოემზადა პროცედურისთვის, მან კი მიპასუხა: “თქვენ მითხარით, რომ შარვალი ქამარზე შემოიხვიეთო, მე კი ამის გაკეთება არ შემიძლია…”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს