პაპაჩემს არ სურს, რომ ბინა ჩვენ დაგვითმოს და მოხუცთა სახლში წავიდეს 

15339

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

უბრალოდ არ ვიცი, რა ვქნა. ძალიან დიდი პრობლემა მაქვს: ფეხმძიმედ ვარ. ჩემი შეყვარებული თანახმაა, რომ ჩემზე დაქორწინდეს, მაგრამ საცხოვრებელი ადგილი არ გვაქვს. ზუსტად ვიცი, რომ ფული, რომელსაც ის გამოიმუშავებს, საცხოვრებლად და ბინის დასაქირავებლად არ გვეყოფა. ერთი გამოსავალი მოვძებნე: პაპაჩემი მოხუცთა სახლში უნდა გადავიდეს. მე, ირაკლიმ და ბავშვმა პაპაჩემის ბინაში უნდა ვიცხოვროთ. ეს იდეალური გამოსავალი იქნებოდა. თანაც, ყველასათვის. პაპაჩემი უკვე ძალიან მოხუცია, მას მარტო ცხოვრება და საკუთარი თავის მოვლა უჭირს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოხუცთა სახლში უკეთესად იქნება: იქ არ მოიწყენს და კარგადაც მოუვლიან.

ვცდილობდი პაპაჩემი ამაში დამერწმუნებინა, მეგონა დამთანხმდებოდა, მაგრამ შევცდი. ის გაჯიუტდა და გადასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობს. რატომ არ ფიქრობს თავის შვილთაშვილზე? სად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ? ბავშვს სახლი ხომ უნდა ჰქონდეს. მთელი კვრაა პაპაჩემთან დავდივარ და ვცდილობ დავარწმუნო, რომ მე მართალი ვარ და სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვიპოვე. ის ძველებურად უარზეა. ასეთი ჯიუტია. ის ჩემი შეთავაზებით აღშფოთებულია და ბოლო ჯერზე საკუთარი ბინიდან გამომაგდო კიდეც.

რატომ არ უნდა იმის გაგება, რომ ასე ყველასთვის უკეთესი იქნება: ჩვენთვისაც და მისთვისაც. არაუშავს, ცოტას დავმშვიდდები, ძალებს მოვიკრებ და კიდევ ვცდი მასთან დალაპარაკებას. ნუთუ საჭირო სიტყვების გამონახვას ვერ შევძლებ? რა თქმა უნდა, შევძლებ. ის ხომ პაპაჩემია: მან უნდა გამიგოს. ჩემი შვილის მომავლის გამო ძალიან ვღელავ: სად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს