მირქმა ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი უძველესი დღესასწაულია, რომელიც ყრმა იესოს შობიდან მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანის და მართალი სვიმეონის მიგებების მოსახსენებლად დაწესდა. დღესასწაული უძრავია და ყოველ წელს 15 თებერვალს აღინიშნება. Paparazzi ამ ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებს გიზიარებთ. ასევე გიამბობთ, როდის უნდა აანთოთ მირქმის სანთლები.
მირქმის დღესასწაული ეკლესიაში ღვთისმსახურებით იწყება. ლიტურგიას სანთლების ანთება მოსდევს. მორწმუნეები ანთებულ სანთლებს იჭერენ და ლოცვით უფალს დახმარებას და შემწეობას სთხოვენ. ითვლება, რომ სანთლის ალი რწმენის სიწმინდის და ძალის სიმბოლოა, რომელსაც ადამიანის ლოცვა უფალთან ზეცაში მიაქვს. მირქმის სანთლებს სამკურნალო ძალა აქვს, ხალხს და მათ საცხოვრებლებს უბედურებისგან იცავს. მირქმაზე ნაკურთხი სანთლები სახლში მიაქვთ და ხატებთან ინახავენ. თუ ეკლესიაში წასვლა შეუძლებელია, სანთელი სახლში უნდა აანთოთ და ხატების წინ ილოცოთ.
მირქმაზე ეკლესიაში შესაწირის შეტანა კარგია. სასურველია, რომ ახალგაზრდა წყვილმა, რომელთაც ახლახანს შვილი შეეძინათ, ეკლესიაში შესაწირი შეიტანონ. ითვლება, რომ ასე მათი ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი გაიზრდება. მორწმუნეები მირქმაზე წყალსაც აკურთხებენ. მას ზუსტად იგივე ძალა აქვს, როგორც ნათლისღების წყალს.
მირქმის სანთლის გამოყენების წესები
- ლოცვის დროს მირქმის სანთელი აანთეთ.
- სანთელი აანთეთ და ილოცეთ, როცა უსიამოვნო სიტუაციისგან თავის დაღწევა გსურთ.
- ანთებულ სანთელთან მშობიარე ქალის და ბავშვის ჯანმრთელობისთვის ილოცეთ.
- მირქმის სანთელი მიცვალებულის თავთან შეგიძლიათ აანთოთ. ასე სულს ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებთ.
- მირქმის სანთლის ალი სახლს უწმინდურისგან წმენდს, ოჯახის წევრებს ავ თვალს, ავადმყოფობას და შიშს აშორებს.
- თუ პირუტყვის ეპიდემია დაიწყო, სანთელი ბეღელში აანთეთ და ცხოველს შემოატარეთ, რომ უბედურებისგან დაიცვათ.
- სანთელი აანთეთ სახლში, რომ სკანდალი და კამათი მალე ჩაცხრეს.
- მირქმის სანთლის ნამწვი არავითარ შემთხვევაში გადააგდოთ. შეაგროვეთ და ეკლესიაში დატოვეთ. ასე ეკლესია ნამწვების თავიდან გადამუშავებას შეძლებს.
მირქმის დღესასწაული: წესები, აკრძალვები და ნიშნები
ამ დღეს კარგია ხელის თხოვნა. ამბობენ, რომ ბიჭის გრძნობები, რომელიც სიყვარულში ამ დღეს გამოგიტყდათ, გულწრფელია. ამ დღეს ჯვრისწერა, ნათლობა შეიძლება. აკრძალულია ხორციანი კერძების მიღება, მაგრამ მკაცრი მარხვის დაცვა საჭირო არაა. კამათს, ჩხუბს, სკანდალს და გინებას მოერიდეთ. ხელსაქმე, დალაგება, რეცხვა, მძიმე ფიზიკური შრომა სხვა დღისთვის გადადეთ. მკითხაობა და მსგავსი რიტუალები აკრძალულია. წვეულებების მოწყობა, ღრეობა და ალკოჰოლის დალევა დიდი ცოდვაა. მოწყალების მთხოვნელს და გაჭირვებულს დახმარებაზე უარი არ უნდა უთხრათ. ამ დღეს კარგია ახალი საქმის დაწყება, სამომავლო გეგმაზე ფიქრი.
ეს დღეს ზამთრის და გაზაფხულის შეხვედრაც არის.15 თებერვალს მზიანი ამინდი ნაადრევ და თბილ გაზაფხულს მოასწავებს, ხოლო ღრუბლიანი ცა, გრძელი და ცივი გაზაფხულის ნიშანია.