ყველაზე ღრმა ბზარებსაც კი ქუსლებზე აცეტილსალიცილის მჟავით გააქრობთ.

1476

ქუსლებზე ბზარები თავს იჩენს ფეხების არასწორად მოვლისას, ვიტამინების უკმარისობისას, არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარებისას და ასევე ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევისას. ეს დეფექტი დიდ დისკომფორტს უქმნის თითოეულ ადამიანს.

გაგაცნობთ ძალზედ ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ ქუსლებზე არსებული ბზარებისა და კოჟრების წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ასპირინის რამდენიმე აბი, სპირტი და მცირეოდენი მოთმინება. 15 დღეში სასიამოვნო ცვლილებები გარანტირებულია!

დაბზარული ქუსლების საწინააღმდეგო საშუალება

ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა) მხოლოდ სიცხის დამწევი საშუალება არ არის. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოირჩინოთ ქუსლებზე არსებული ყველაზე ღრმა ბზარებიც კი. გახსენით ასპირინის 10 დასრესილი აბი 250 მილილიტრ 70%_იან სპირტში, გადაიტანეთ მიღებული ნარევი მინის ბოთლში და შეინახეთ ცივ ადგილას მინიმუმ 3 დღე-ღამის განმავლობაში.

დაძინების წინ მიღებულ ნარევში კარგად ჩაალბეთ მარლა (სპეციალურად დამუშავებული ბამბის ქსოვილი), დაიფინეთ დაზიანებულ ქუსლებზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები. დილით დაიბანეთ ფეხები თბილ წყალში და პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ მკვებავი კრემი.

მკურნალობის ეს კურსი გრძელდება 15 დღეს. მიმართეთ მას და დაივიწყეთ ბზარებიანი, დამახინჯებული ქუსლები. არ დაგავიწყდეთ სტატიის თქვენი მეგობრებისთვის გაზიარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს