ნიკას და ლიკას უჩვეულო ისტორია, რომელთა ოჯახშიც უთანხმოება მოხდა

743

ნიკა და ლიკა აგერ უკვე 6 წელია ქორწინებაში იმყოფებიან, მაგრამ მათი იდილია დაირღვა. ერთხელ ქმარი სამსახურიდან დაბრუნდა და ლიკას უთხრა, რომ სხვა უყვარს და უნდა დაშორდნენ. ახლა მათ უნდა გადაეწყვიტათ, თუ როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება მომავალში.

ნიკას ილუზიებში ეს ყველაფერი ასე გამოიყურებოდა: ლიკა ბავშვებს წაიყვანს და ისინი საცხოვრებლად ლიკას დედასთან გადავლენ, ის კი თავის ახალ ცოლთან ერთად საკუთარ ბინაში დარჩება. ის ოცნებობდა, თუ როგორ მოიყვანდა თავის ახალ ცოლს სახლში და რა კარგად იქნებოდა ყველაფერი.

თუმცა მის ოცნებებს ასრულება არ ეწერა. ლიკამ აიღო თავისი საბუთები, თავისი ნივთები და ქმარს უთხრა, რომ ბავშვები მასთან ერთად იცხოვრებენ. მან ისიც დაამატა, რომ ალიმენტის გადასახდელადაც მზად იყო. ნიკა პირდაღებული უყურებდა, მაგრამ ლიკა შეუვალი იყო. მან უთხრა, რომ მისი ბინა ბევრად უკეთესია, ვიდრე დედამისის სოფლის ქოხი. ბავშვები საბავშვო ბაღს მიჩვეულნი არიან და სხვაგან გადასვლა მათთვის საზიანოა.

მან თქვა, რომ ბავშვები ძალიან მოენატრება და ყოველთვის დარეკავს, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ნიკას თავად მოუნდა ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა და კი ბატონო, ასე იყოს. ლიკამ დაამატა, რომ ზაფხულში ბავშვებს სოფელში წაიყვანს, იქ მდინარეა, სუფთა ჰაერი, ხილი.

როგორც კი ლიკა წასასვლელად მოემზადა, ნიკას მეტყველება მაშინვე დაუბრუნდა და მასთან დალაპარაკება სცადა. ის საუბრობდა დედების შვილებთან მიჯაჭვულობაზე, ინსტიქტებზე. მას ეგონა, რომ ლიკას შეჩერებას შეძლებდა. ლიკამ კი უპასუხა: “თავად დაიწყე და ახლა ყველაფერს თავად მიხედე”. ეს თქვა და წავიდა.

მარტო დარჩენის შემდეგ ნიკამ იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოქცეულიყო. საჭირო გახდა ბავშვებისთვის ძიძის მოყვანა. საჭმელი რა მოამზადოს? ხვალ ბავშვებს საბავშვო ბაღში ვინ წაიყვანს? უამრავი საკითხი იყო მოსაგვარებელი, სხვა რამეებზე ფიქრის დრო მას აღარ ჰქონდა.

მის ახალ შეყვარებულს ასეთი ახალი ამბავი საერთოდ არ გაუხარდა, მან უთხრა, რომ ქმრად მრავალშვილიანი მამა არ უნდოდა.

ნიკა მიხვდა, რომ უკეთესად ცხოვრება უნდოდა, მაგრამ…

ამ შემთხვევის შემდეგ ქალაქში ლიკა ყველამ გაკიცხა. ქმარი თუ მიატოვებს ცოლ-შვილს – ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ამ შემთხვევაში კი – დედამ მიატოვა. ხალხი ამბობდა, რომ ასეთ მამას კატას ვერ ანდობდნენ, მან კი შვილები ანდო.

ლიკას სოფელში მეზობლის ქალებიც გაუბრაზდნენ და პირდაპირ სახეში უთხრეს ყველაფერი. ამბობდნენ, რომ შვილები სხვა ქალს დაუტოვაო.

მიუხედავად იმისა, რომ შვილებს მამებიც ტოვებენ და ბევრი მათგანი არც ფულს უგზავნის და არც აკითხავს.

ეს ისტორია კარგად დასრულდა. ლიკას ამ გზით ქმრისთვის ჭკუის სწავლება უნდოდა. ის რამდენიმე თვის მანძილზე დედასთან დარჩა, შემდეგ კი დაბრუნდა. ნიკა კარებთან დახვდა, ის ძალიან გამხდარი, დაღლილი და გაუპარსავი იყო, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ქალებისგან კი მოითხოვენ, რომ დაალაგონ, ბავშვებსაც მოუარონ და კარგადაც გამოიყურებოდნენ.

ნიკას ახალი შეყვარებული დიდი ხანია წავიდა და უკვე სხვას ხვდება. ლიკამ ბავშვები წაიყვანა. მან განქორწინება და ქონების გაყოფა მოითხოვა, ნიკა კი მარტო დარჩა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს