ეს მრავალწლოვანი ხახვისებრი მცენარე, შროშნისებრთა ოჯახიდან, ცნობილია, როგორც “სასწრაფო დახმარება”, რამდენადაც ის ყოველთვის თქვენ გვერდითაა – ფანჯრის რაფაზე. მას შეუძლია იოდისა და ბრილიანტის მწვანე სითხის ჩანაცვლება სახსრებისა და თავის ტკივილების, გაციებისა და სხვა შემთხვევების დროს.
მცენარეს გრძელი, ქამრისებრი ფოთლები და მწვანე, 10 სმ-იანი დიამეტრის ან უფრო დიდი ბოლქვი აქვს. მცენარე ძალიან შხამიანია, ამიტომ მისი შინაგანად მიღება არ შეიძლება, გარეგანი გამოყენებისთვის კი არაჩვეულებრივი მკურნალია.
სამკურნალო თვისებები მცენარის ყველა ნაწილს აქვს – ფოთლებს, ბოლქვსა და ფეხვებს, ასევე, ისრებსაც კი, რომლებიც, სასურველია, ხახვის თავების პირველივე გაჩენისას მოაცილოთ.
ინდური ხახვის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს მისი წვენის ფიტონციდები, რომლებსაც ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებთ. ამის დამსახურებით, მცენარე ახორცებს წვრილ ნაწიბურებს, ჭრილობებსა და ნაკაწრებს. წაისვით მცენარე დაზიანებულ კანზე დილა-საღამოს და ანთება სრულიად დაგავიწყდებათ.
ხალხურ მედიცინაში ეს მცენარე ფართოდ გამოიყენება, კერძოდ:
- ართროზის, რადიკულიტისა და ოსტეოქონდროზის დროს, ფოთლებით იზელენ მტკივან ადგილებს. მცენარის წვენი ახურებს კანს, აძლიერებს სისხლის მიდინებას ამ ადგილებში და ამგვარად უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ შემსუბუქებას;
- თავის ტკივილების დროს, ხახვის წვენს საფეთქლებსა და კეფაზე იზელენ;
- თავბრუსხვევისას უბრალოდ დაიზილეთ კეფისა და საფეთქლების არეები და რამდენიმე წუთით მშვიდად ჩამოჯექით;
- გაციების დროს – ცხვირის ზედა ნაწილი, წარბების ზედა არე და კისრის ლიმფური კვანძები დაიზილეთ ამ საშუალებით;
- ბრონქიტის დროს, ფოთლებისგან დამზადებულ ფაფას მკერდზე 2-3 წუთით იჩერებენ;
- ფუტკრის კბენის დროს, ამოიღეთ ნესტარი და წაისვით წვენი;
- მსუბუქი თერმული დამწვრობების, სახის ანთების, ფურუნკულის, ტუჩის ჰერპესის, მეჭეჭების, კანისა და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, დაზიანებულ მონაკვეთებზე დაიდეთ წვენით გაჟღენთილი ტამპონები.
ინდური ხახვის სპირტიანი ნაყენი
ნაწიბურების, სიმსივნის, ჭრილობების, სახსრების ტკივილისა და მარილების დაგროვების დროს, მოსახერხებელია სპირტის ნაყენის გამოყენება.
დააქუცმაცეთ ფოთლები და დაასხით მას არაყი 1:10 პროპორციით(მგრძნობიარე კანის შემთხვევაში – 1:20), დააყენეთ 2-3 კვირით.
შეინახეთ ასეთი ნაყენი მაცივარში ან ბნელ ადგილას.
აბაზანები
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ კარგია ფიჭვის წიწვებისა და ინდური ხახვის ნაყენი. მის მოსამზადებლად, 30 წუთით ადუღეთ ფიჭვის ტოტები და გირჩები, დააყენეთ 12 საათით.
მიღებულ ნახარშს დაუმატეთ 0.5 ჭიქა ხახვის სპირტიანი ნაყენი. აბაზანაში 1.5 ლ ასეთი მასა უნდა ჩაასხათ.
დაზელა
საჯდომის ნერვის ანთებისა და პოდაგრის დროს დაგეხმარებათ მტკივნეული ადგილების დაზელა ლაშქარას ფესვებისა და ინდური ხახვის ფოთლებისა და ბოლქვისგან 1:2 პროპორციით დამზადებული საშუალებით.
იგივე საშუალება ეფექტურია ძვლების ტუბერკულოზის დროს. ცნობილია, რომ მკურნალები ამ მცენარის პრეპარატებს კიბოს ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდაც იყენებენ.
უკუჩვენებები
გაითვალისწინეთ, რომ ინდურ ხახვში არსებული შხამის ამტანობა ყველასათვის ინდივიდუალურია. დაუშვებელია მისი შინაგანად მიღება. თუ გარეგანი გამოყენებისას აღინიშნება შეუჩერებელი ქავილი, ზოგ შემთხვევაში კი დამწვრობასაც კი აქვს ადგილი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატით მკურნალობა და დაიზილეთ ადგილები ქაცვის ზეთით.
მოერიდეთ ხახვის გამოყენებისას მის მოხვედრას ლორწოვან გარსებზე, განსაკუთრებით, თვალში.
თუ წვენი მაინც მოხვდა თვალში, გამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით და ჩაიწვეთეთ 2 წვეთი თვალის წამლები, ხოლო შემდეგ 10 წუთით დახუჭული გქონდეთ თვალები.