შურით სკდებიან. მთავარი მოშურნეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2150

რა არის შური? ყველასთვის ნაცნობი გრძნობა. მსუბუქი შურის განცდა ნორმალურია. ის ადამიანს მოტივაციას აძლევს, რომ მიღწეულზე არ გაჩერდეს და ჯანსაღი კონკურენციის სტიმულს აძლევს, განვითარებას და თვითგანათლებას აიძულებს. პრობლემა ჩნდება, როცა შურს საზღვარი არ აქვს. შურიანი ხალხი თავისი შავი შურით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებს წამლავენ.

მტკივნეულმა გრძნობამ ადამიანის ფსიქიკაზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს და წარმატებული ხალხისადმი აგრესიის შეტევები გამოიწვიოს. წარმატებულ მეზობელს ან კონკურენტს შეიძლება ინტრიგები გაუხლართოს, მის ქონებას და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი შურისკენ უფრო მიდრეკილნია. Paparazzi გიამბობთ, რომელია ასეთი ზოდიაქოს ნიშანი. ასტროლოგების თქმით, სხვისი მიღწევების და დიდების მიმართ უფრო მგრძნობიარეა სამი ზოდიაქოს ნიშანი. მათ რთული ხასიათი აქვთ, პირფერობა ახასიათებთ და სხვის წარმატებაზე არაადეკვატურად რეაგირებენ. მოდით გავიგოთ, რომელ ნიშნებზეა საუბარი.

  • სასწორი – მისი სტიქია ჰაერია. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქარივით ცვალებადია და ფეთქებადი ხასიათი აქვს. ხალხს არ ენდობა და იშვიათად ხვდება ნამდვილ მეგობრებს, რადგან გულწრფელი გრძნობების არ სჯერა. მისი ეგოიზმი საკუთარ პრობლემებსა და მიღწევებზე ფოკუსირებაში ვლინდება, სარგებლის მიღებაზე კონცენტრირებულია. უჭირს გაცნობიერება, რომ გულუხვობას უფრო მეტი დივიდენდის და სარგებლის მოტანა შეუძლია. ყველგან გაჯიბრებას ცდილობს.
  • მერწყული – ამ ნიშნის სტიქიაა ჰაერი, უფრო სწორად წყნარი ამინდი. მეოცნებეა, შეუძლია დიდხანს გეგმები დაისახოს იმის ნაცვლად, რომ იდეის გასახორციელებლად გაბედული ნაბიჯები გადადგას. როცა წარმატებულ ადამიანს ხედავს, მის სულში დაუფარავი შური იბუდებს. დიდი რისკია წარუმატებელი დარჩეს, თუ რეალობისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლის. რთულ სიტუაციას რეალურად უნდა შეხედოს და გააცნობიეროს, რომ ოცნება ოცნებად დარჩება, თუ მის განსახორციელებლად არაფერს მოიმოქმედებს.
  • ლომი – ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი და ცოტათი ორპირია. ლომს შეუძლია მალულად ღვარძლიანობა, თუ კონკურენტები მარცხდებიან, თუმცა კომპანიაში ან მეგობრებთან მხიარული და კეთილი ჩანს. ყველაფერში ლიდერობა სურს. თუ ამას ვერ აკეთებს, პირადი თვითშეფასება უმცირდება. საკუთარი შეცდომების გაცნობიერება უჭირს, ყველგან დამნაშავეს ეძებს. საკუთარ წარუმატებლობას არაკეთილმოსურნეებს აწერს.

რასაც არ უნდა ამბობდეს ასტროლოგია და ჰოროსკოპი, მოშურნე ადამიანები სხვა ნიშნებშიც გვხვდება. საკმარისია, რომ გარშემომყოფებს კარგად დააკვირდეთ და შურის მარტივ ნიშნებს აუცილებლად დაინახავთ. ამ დაბალი გრძნობის გამომწვევი მთავარი მიზეზი დაბალი თვითშეფასებაა. თუ არ დავმალავთ და მეხსიერებაში ჩავიხედავთ, ყველა გულწრფელი ადამიანი გაიხსენებს შემთხვევას, როცა სხვისი შეშურდა. მთავარია, რომ შური აკონტროლოთ და სწორი მიმართულება მისცეთ, რომ სრულყოფილებასა და წინსვლაში დაგეხმაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს