ჩემი სამოთხეში ცხოვრების მსგავსი ცხოვრება სულ რაღაც 10 დღეში ჯოჯოხეთად იქცა

1040

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.

ზამთარში ძალიან გვიყვარდა სათხილამურო კურორტზე სიარული. ერთხელ იქ 8 მარტის აღსანიშნავად და დასასვენებლად გავემგზავრეთ. ყველაფერი კარგად იყო, ბუნება შესანიშნავი, უბედურებას არაფერი მოასწავებდა.

მოულოდნელი და საშინელი რამ 10 მარტს მოხდა.

ჩვენი შვილი, ალეკო, ტრამპლინიდან გადმოხტომის შემდეგ ცუდად დაეცა. ის ზურგზე დავარდა და რამდენიმე მეტრზე ჩაგორდა, რის შემდეგაც თოვლზე უძრავად იწვა.

ჩემი ქმარი სასწრაფოდ მის დასახმარებლად გაიქცა – ის ტრამპლინთან ყველაზე ახლოს იყო. ბავშვი ხელში აიყვანა და სახლში შეიყვანა. ბავშვი ტიროდა და ამბობდა, რომ ზურგი სტკიოდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ მიმდებარე ტყეების სიჩუმე დაარღვია. ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს.

მე და ჩემი ქმარი სასწრაფოს ჩვენი მანქანით გავყევით. რენტგენმა კარგი არაფერი გვიჩვენა: ხერხემლის მოტეხილობა ორ ადგილას.

ალეკო საავადმყოფოში დარჩა, ერთ-ერთ პალატაში, სადაც სხვა პაციენტებიც იყვნენ ასევე მოტეხილობებით. ჩვენ სახლში დავბრუნდით. მეორე დღეს ექიმი უნდა მოსულიყო და შემდგომი მკურნალობა დაენიშნა.

რა თქმა უნდა, ვერ დავიძინეთ. ჩვენმა შვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც შესაძლოა სიარული ვერ შეძლოს და პალატაში უცნობ ადამიანებთან ერთად წევს. გავიღვიძეთ თუ არა მაშინვე საავადმყოფოში წავედით ექიმის ვერდიქტის მოსასმენად.

პალატაში შევედით და ვნახეთ, რომ ჩვენი შვილი საწოლზე მშვიდად იჯდა. ეს იმისდა მიუხედავად, რომ მას ჯდომა მკაცრად ეკრძალებოდა. სად იყო ამ დროს საავადმყოფოს პერსონალი? ჩაის სვამენ?

ძალიან გავბრაზდი. ჩემს ქმართან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვი ჩვენი მშობლიური ქალაქის საავადმყოფოში გადაგვეყვანა. როგორც ამბობენ, სახლში კედლებიც გეხმარებიანო.

ჩვენი მეგობარი ქირურგი იყო. მას დავურეკეთ და მომხდარი უბედურების შესახებ ვუამბეთ. ის დაგვთანხმდა, რომ ბავშვი თავის საავადმყოფოში გადაგვეყვანა და ყველაზე მოსახერხებელი გზის შესახებ გვითხრა. გზა შორი იყო – დაახლოებით 200 კმ.

თავიდან მათ არ უნდოდათ ბავშვის გატანება, მაგრამ ჩვენ უარი განვაცხადეთ ჰოსპიტალიზაციაზე და ხელწერილი ჩამოგვართვეს, რომ არანაირი პრეტენზია არ გვქონდა.

ადგილამდე ნორმალურად მივედით და მაშინვე საავადმყოფოში წავედით, სადაც ალეკო იმ დღესვე თაბაშირში ჩასვეს. მეორე დღეს ბავშვი სახლში წავიყვანეთ. გვითხრეს, რომ თაბაშირი 3 თვის მანძილზე არ უნდა მოგვეხსნა. მას კიდევ 3 თვე კორსეტით უნდა ევლო. მთავარი ის იყო, რომ ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. მაგრამ ცხოვრების ცა ჭექა-ქუხილის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა.

კიდევ ერთი უბედურება 20 მარტს დატრიალდა.

ჩემი ქმარი სამსახურის საქმეზე 19 მარტს გაემგზავრა და მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ 20 მარტს ის სახლის ზღურბლზე არ გამოჩენილა. იმ დროს მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული – არ იყო საშუალება, რომ დამერეკა და გამერკვია, თუ რატომ აგვიანებდა. დარჩა მხოლოდ ლოდინი და იმის დაჯერება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ხანგრძლივს ლოდინს ამჯერად სამწუხარო დასასრული ჰქონდა.

ერთი დღის შემდეგ სახლის მისამართზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი 20 მარტის საღამოს გარდაიცვალა. ავარია მოხდა. ერთგვარი მისტიკაა. ქმარს ავარია იმ ადგილიდან არც თუ ისე შორს მოუვიდა, სადაც ალეკომ ტრავმა მიიღო. ის ადგილი ჩვენი ოჯახისთვის მართლაც დაწყევლილი ადგილია.

სულ რაღაც 10 დღეში ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრება მძიმე კატორღაში გადაიზარდა. ცხოვრება არ მინდოდა, მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა, არაფერი გამეგო და არაფერი მენახა. საჭმელზე უარი ვთქვი – ჭამა არ შემეძლო. უძილობა დამემართა – ვერ ვიძინებდი, მძიმე ფიქრები არ მიშვებდა. ჩემი ცხოვრება უაზრო გახდა. ძალიან გავხდი – 15 კგ დავიკელი.

კარგია, რომ ჩემმა და ჩემი გარდაცვლილი ქმრის მეგობრებმა უბედურებაში არ მიმატოვეს. ეს გასაგებიცაა, რადგან ყველა ხედავდა ჩემს მდგომარეობას და ყველას ეშინოდა, რომ თავს რამეს ავუტეხავდი. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე სახლში ვიჯექი და უაზროდ ვუყურებდი ტელევიზორს ან სულ ერთ წერტილში ვიყურებოდი.

ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ სიკვდილი არ მინდოდა. ღამით ჩემს ქმარს ვთხოვდი, რომ თავისთან წავეყვანე. ახლა მრცხვენია, რადგან ავადმყოფი ბავშვი მყავდა, რომელსაც მოვლა სჭირდებოდა და გვერდით მოსიყვარულე დედა. ბავშვის წინაშე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობდი – იმდენად ვგლოვობდი ჩემთვის ასე ახლობელი ადამიანის დაკარგვას.

ახლა თითქოს ყველაფერს შევეგუე. დანაკარგით გამოწვეულმა ტკივილმა ნელ-ნელა კლება დაიწყო. მოვახერხე ეშმაკის გაჩუმება, რომელიც დაჟინებით მიხმობდა საფლავში. არავის ვუსურვებ მსგავსი რამის განცდას. ყოველთვის იბრძოლეთ, როდესაც მოგეჩვენებათ, რომ გამოსავალი არ გაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს