არავინ რომ არ გაგთვალოთ, ხალხს განსაკუთრებული მეთოდით მიესალმეთ

3399

ხშირად გიწევთ კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც არ გისურვებენ კარგს? ეს ყოველთვის ჩანს მათ ქცევაში, გამოხედვასა და სიტყვებში. მთელი ძალით რაღაც ცუდის გაკეთებას ცდილობენ. გულწრფელად, უბრალოდ ბოროტებას და წარუმატებლობას გისურვებენ. ასეთი პრობლემების თავიდან ასაცილებლად და ავი თვალის წინააღმდეგ ძლიერი ამულეტი უნდა გქონდეთ. Paparazzi–მა გამოსავალი იპოვა. გიამბობთ, როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი არაკეთილმოსურნე ხალხისგან.

ამულეტი გათვალვის წინააღმდეგ – ყოველდღე სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაცია გვიწევს. ეს შეიძლება იყოს კოლეგა სამსახურში, გამყიდველი მაღაზიაში, მეზობელი კიბეზე. ისინი მისალმებისას ყოველთვის სიკეთეს და ჯანმრთელობას არ გისურვებენ. ძალიან ხშირად ადამიანები ასეთ მარტივ სიტყვებში ნეგატივს დებენ. ეს ნეგატივი გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც თქვენზე, თქვენს განწყობაზე გავლენას ახდენს.

ნეგატივისგან დაცვა – ერთი სიტყვა საკმარისია, რომ თავი ამ უარყოფითი ენერგიისა და უსიამოვნო შედეგებისგან დაიცვათ. იმ მომენტში, როცა არაკეთილმოსურნე ადამიანი მოგმართავთ, გესალმებათ. მნიშვნელობა არ აქვს, პირველი თქვენ მიესალმეთ თუ ის. ნეგატიური ენერგიის დასაბრუნებლად ჩურჩულით თქვით „უკანვე“. ასე ნეგატიურ ფიქრებს ადრესატს უბრუნებთ.

არის შემთხვევები, როცა ადამიანთან ხანმოკლე კომუნიკაციის შემდეგ რაღაც წებოვანს და უსიამოვნოს გრძნობთ. გარეგნულად ადამიანი ჩვეულებრივ, სასიამოვნო სიტყვებს ამბობს, მაგრამ მისი ფიქრები შეიძლება იყოს ცუდი და თქვენი ენერგეტიკის დამანგრეველი. მასთან ურთიერთობის ან ბოლოს, ფიქრებით ან ჩურჩულით ეს სიტყვა თქვით. მაშინვე ნახავთ, ადამიანი თავს არაკომფორტულად იგრძნობს და თქვენგან დაშორებას ეცდება.

ყოველდღე გაიმეორეთ ეს სიტყვები, როცა უსიამოვნო ადამიანთან კომუნიკაცია გიწევთ. ასე ცუდი გავლენისგან თავს დაიცავთ. ზოგჯერ ადამიანი ერთი შეხედვით სასიამოვნო სიტყვებით დამანგრეველ ნეგატივს ატარებს. სიტყვაში ფიქრები და სურვილები იდება. ხოლო ფიქრები მატერიალურია.

ხშირად ადამიანს არ ესმის, რა ზიანის მოტანა შეუძლია სხვისთვის. ცუდი განწყობა ან უსიამოვნება შეიძლება ჰქონდეს. თავისი ფიქრებით მთელი ნეგატივი სხვაზე შეიძლება გადაიტანოს. ამ შემთხვევაში ადამიანის დახმარება ყოველთვის არ შეიძლება. უმჯობესია, რომ მისი ნეგატივი მასვე დაუბრუნოთ. დაე, თავად მიხედოს. გისურვებთ კეთილ ფიქრებს, სასიამოვნო თანამოსაუბრეს და კარგ მოვლენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს