მამაკაცმა სესხი აიღო, რათა უცხო ადამიანისთვის ემკურნალა

357

ირაკლი ამ ბინაში ცოტა ხნის წინ გადმოვიდა. აქამდე აქ ბებიამისი (მამის დედა) ცხოვრობდა, რომელსაც რეალურად არც კი იცნობდა. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ ცხრა წლის იყო, ამიტომ ბიჭი მამის ნათესავებს კარგად არ იცნობდა. ის ვერც კი ხვდებოდა, რატომ გადაწყვიტა ბებიამ, რომ ბინა მაინცდამაინც მისთვის დაეტოვებინა, რადგან მას სხვა შვილიშვილებიც ჰყავდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ბებიის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი ოროთახიანი ბინის ერთპიროვნული მფლობელი გახდა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. მისი ოფისი ახალი სახლიდან ორი წუთის სავალზე იყო, ამიტომაც ირაკლი თვლიდა, რომ მას ძალიან გაუმართლა.

ბიჭს მეზობლები ჯერ არ გაეცნო, მაგრამ ძალიან აღიზიანებდა ნაგვის ტომარა, რომელიც ყოველ დილით მეზობლების კარებთან ხვდებოდა. ხანდახან გატანა ავიწყდებოდათ და მისი „სასიამოვნო არომატი“ ყველა სართულზე ვრცელდებოდა. ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად დალაპარაკებოდა დაუდევარ მეზობლებს, რომელთაც ნაგვის გადაყრაც კი უჭირდათ.

ის მეზობლის კარს მიუახლოვდა, ხელი ასწია ზარის დასარეკად, მაგრამ უცებ შენიშნა, რომ კარი ოდნავ გაღებული იყო. ბიჭი შევიდა და სახლის პატრონებს დაუძახა, მაგრამ არავინ უპასუხა, შემდეგ კი მას საძინებლიდან კვნესის ხმა მოესმა. ოთახში შეიხედა და შეშფოთდა: საძინებელში, საწოლზე, რომლის თეთრეულიც არც თუ ისე სუფთად გამოიყურებოდა, ასაკოვანი მამაკაცი იწვა, რომელიც მუმიას უფრო ჰგავდა. ირაკლის დანახვაზე მას თვალები გაუბრწყინდა და სთხოვა, რომ მისთვის წყალი მიეტანა დასალევად.

მამაკაცს აკაკი ერქვა, ის ბინაში მარტო ცხოვრობდა და ნათესავები არ ჰყავდა. ის მრავალი წლის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა და სჭირდებოდა ოპერაცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა. მამაკაცს მცირე პენსია ჰქონდა და ამიტომ ოპერაციისთვის თანხის შეგროვება შეუძლებელი იყო.

თანდათანობით, ბიჭი ავადმყოფ მამაკაცს დაუმეგობრდა და მას სულ უფრო ხშირად აკითხავდა. მან მოხუცზე ზრუნვა დაიწყო: ნაგავი გაჰქონდა, პროდუქტებს ყიდულობდა და ზოგჯერ მისთვის საჭმელსაც ამზადებდა.

ცოტა ხნის წინ აკაკი ბაბუას ოპერაცია გაუკეთდა. მოხუცს ეგონა, რომ დაფინანსება მიიღო. მხოლოდ ირაკლიმ იცოდა, რამდენი ძალისხმევა დასჭირდა მას ასეთი დიდი სესხის მისაღებად. მაგრამ, არა უშავს, ახალგაზრდაა და აუცილებლად გადაიხდის. სამაგიეროდ, აკაკი ბაბუა იცოცხლებს და ყოველდღე აუტანელი ტკივილებით აღარ დაიტანჯება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს