ხანდახან დედებიც ღალატობენ თავიანთ ქალიშვილებს

923

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.

მაშ ასე, 17 წლის გოგო ხარ, შესანიშნავად სწავლობ და ძალიან კარგად ხატავ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ ნათელი და ძალიან წარმატებული მომავალი გელის. ვერც კი წარმოიდგენ, რომ რაღაც სხვაგვარად წარიმართება და ყველაფერი შეიცვლება.

მაგრამ, როდესაც ხელში ორსულობის დადებითი ტესტი შემრჩა, თვალებში დამიბნელდა და მიწა ფეხქვეშ გამომეცალა. ეს იყო შემთხვევითი, უაზრო კავშირი…

ძნელი წარმოსადგენია ჩემი გაბრაზებული მშობლების რეაქცია, როდესაც მათ ეს ამბავი შევატყობინე. ისინი ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას, რომ ერთადერთი გამოსავალი აბორტი იყო.

მხოლოდ გინეკოლოგმა მითხრა, რომ ჩემს ასაკში ბავშვის მოშორება ძალიან საშიში იყო. შეიძლებოდა უნაყოფობა განვითარებულიყო და მე გადავწყვიტე უარი მეთქვა. თუმცა, ერთადერთი მიზეზი ეს არ ყოფილა. ასეთ არაადამიანურ ქმედებას მთელი ჩემი არსება აპროტესტებდა.

ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე იყო და ამის შესახებ მშობლებს მოვახსენე. დედამ კარი გამოაღო და სახლიდან გამომაგდო, მამას კი არაფერი უთქვამს და არაფერი გაუკეთებია – ის უბრალოდ ჩუმად იდგა და მიყურებდა. ის ყოველთვის დედას უჯერებდა.

განწყობა საშინელი მქონდა არ მეგონა, რომ ასე მომექცეოდნენ. ტირილით მივედი ბებიასთან, რომელიც დამეხმარა.

უახლოესი ადამიანის ღალატის გამო სული ნაწილებად დამეფლითა. სამყარო დაინგრა. თავს მხოლოდ იმიტომ არ ავუტეხე არაფერი, რომ ჩემში სიცოცხლე იზრდებოდა.

უდარდელი არსებობის დასასრული დადგა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიღებული დარტყმისგან გონს მოვდიოდი და ნელ-ნელა დავუბრუნდი ძველ ცხოვრებას.

გამოცდებისთვის მზადების დრო დადგა და ხატვის გაკვეთილებზე სიარული არ შემიწყვეტია. ვიცოდი, რომ მხოლოდ ამას შეეძლო ჩემი გადარჩენა. ასეც მოხდა – რამდენიმე კვირის შემდეგ სკოლა დავამთავრე და ავიღე ატესტატი, რომელშიც მხოლოდ ერთი ოთხიანი ეწერა.

ამ დროისთვის ჩემს მშობლებს უკვე გადაუარათ და სახლში მეძახდნენ, მე კი ბებიასთან დავრჩი. დედა გამუდმებით მიმითითებდა, რა უნდა გამეკეთებინა. მე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მასთან და ჩემს შვილთან ერთად ერთ სახლში ცხოვრებას შევძლებდი.

უნივერსიტეტში უპრობლემოდ ჩავაბარე და დავმშვიდდი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა – მუცელი ძალიან სწრაფად მეზრდებოდა.

მშობიარობის რომ რომ მოვიდა, ბებიამ სასწრაფო გამოიძახა და მე სამშობიაროში წავედი. მშობიარობა რთული იყო, საკეისრო კვეთა დამჭირდა. ქალიშვილი შემეძინა, რომელიც ჩემი გადამრჩენელი გახდა. საბედნიეროდ, ის სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რთული ეტაპი დაიწყო. ძილის შესახებ სულ დამავიწყდა – მიწევდა, არა მხოლოდ სწავლა, არამედ მუშაობა და საკუთარი თავისა და ბავშვის შენახვა. ამასთანავე ბავშვს ყურადღებაც სჭირდებოდა.

დაუსწრებელზე გადავედი, ბავშვს კი ხან ბებიას ვუტოვებდი, ხან ჩემს საუკეთესო მეგობარს. ღამით თეორიას ვსწავლობდი, დღისით კი ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი. დროდადრო, ნახატებს ვხატავდი.

იყო პერიოდები, როდესაც მეჩვენებოდა, რომ უძილობისგან და დაღლილობისგან ვგიჟდებოდი, მაგრამ მარტო ვიყავი და ვერავინ დამეხმარებოდა. როგორმე ვუმკლავდებოდი. დედა და მამა არ მეხმარებოდნენ. ისინი დროდადრო მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავი, მაგრამ მე წუწუნი და რამის თხოვნა არ მინდოდა, რადგან დედა მეტყოდა: მე ხომ გაფრთხილებდი!

არ მინდოდა მეღიარებინა, რომ ის მართალი იყო. დრო გადიოდა, ჩემი გოგონა იზრდებოდა, ბებია კი ბერდებოდა და მასზეც უნდა მეზრუნა.

ამჟამად 25 წლის ვარ, კარგ კომპანიაში ვმუშაობ დიზაინერად და კარგი შემოსავალი მაქვს. მე და ჩემს შვილს გვყოფნის. ბებიას დროდადრო სანატორიუმში ვაგზავნი სამკურნალოდ და მკურნალობის საფასურს ვუხდი. ცხოვრებაში არასდროს მინანია ჩემი ქალიშვილის დატოვება. სწორედ ის მაძლევდა ძალას მთელი ამ ხნის განმავლობაში.

დედა და მამა… ჩვენ ვურთიერთობთ, მათ დროდადრო შვილიშვილი თავიანთთან მიჰყავთ, მაგრამ ურთიერთობა მაინც დაძაბული გვაქვს. ერთმანეთთან ახლოს არ ვართ. არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ გამოვცადო ღალატის სიმწარე. მამა კი დღემდე გრძნობს თავის დანაშაულს ჩვენს მიმართ.

მე წყენას არ ვინახავ და ბედნიერი ვარ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს