მამაჩემის სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ მეხსომება: “ფული თუ არ გაქვს, ფეხით წადი”

676

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.

ჩვენ შეკრული ოჯახი არასოდეს ვყოფილვართ, ჩემი მშობლების ცინიკურობა ყოველთვის მაღიზიანებდა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ გვერდით კეთილი და გულისხმიერი ადამიანები მყოლოდა.

მე არასოდეს ვყვარებივარ ისე, როგორც სხვა ბავშვები უყვართ თავიანთ დედ-მამას. პრინციპში, ჩვენს სახლში დანარჩენმა სამმა ბავშვმაც არ იცოდა, რა აროს მშობლის ალერსი.

დედა დღე და ღამ ფარდულში ან ბოსტანში იყო, არავითარი მეგობრები და გართობა.

18 წლის რომ შევსრულდი, ის დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება. მამამ კარი გააღო, მიბიძგა და მითხრა:

-უკვე სრულწლოვანი ხარ, წადი და საკუთარი პურის ფული თავად იშოვე.

მითხრეს, რომ ბარგი ჩამელაგებინა და ცოტაოდენი ფული მომცეს პირველი ხანებისთვის. დედამ ჩუმად კიდევ ჩამიდო ჯიბეში ერთი კუპიურა.

ქალაქში ვცხოვრობდი, უმაღლესში ჩასაბარებლად ფული არ მქონდა. კაფეში დავიწყე მუშაობა, ჭურჭელს ვრეცხავდი. ერთი საყვარელი მოხუცის ბინაში პატარა ოთახი ვიქირავე.

უცხო ადამიანები უფრო გულისხმიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ყველაზე ახლობელი ადამიანები.

ჩემი მომავალი ქმარიც იქ გავიცანი, ჩვენ საცხოვრებლად ერთად გადავედით.

ცოტა ფული შევაგროვე და სწავლა დავიწყე, მზარეული უნდა გამოვსულიყავი. მთელი ცხოვრება ჭურჭლის მრეცხავი ხომ არ ვიქნებოდი, რაიმე დიპლომი ხომ უნდა მქონოდა.

რა თქმა უნდა, დედაჩემზე და მამაჩემზე ძალიან ნაწყენი ვიყავი, რადგან საკუთარი შვილი ასე არავის გაუგდია ქუჩაში, როგორც მე გამომაგდეს.

მათთან ურთიერთობა დიდი ხნის მანძილზე არ მქონია. დედა ზოგჯერ ჩამოდიოდა ხოლმე ჩემთან, მაგრამ მამაჩემმა ამის შესახებ არ იცოდა. ის ჩემზე ნაწყენი იყო, რადგან დაბადების დღეზე საჩუქარი არ გავუგზავნე. მისთვის საჩუქარი რატომ უნდა მეყიდა?

წლები გადიოდა, ჩვენ უკვე საკუთარი შვილები გვყავდა, წყენამ ცოტა გამიარა. ჩემი მეუღლე მთხოვდა, რომ ეს ყველაფერი დამევიწყებინა, ისინი ხომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები იყვნენ.

გადავწყვიტე, რომ ჩემი მშობლები დაბადების დღეზე დამეპატიჟებინა. ისინი ჩამოვიდნენ და საჩუქრებიც ჩამომიტანეს.

შესანიშნავი დრო გავატარეთ, მამაჩემი სულ შვილიშვილებს ეთამაშებოდა. სიმართლე გითხრათ? მე მეგონა, რომ მან ინანა და ძალიან შეიცვალა.

საღამოს მამამ შემომთავაზა, რომ მათ გავყოლოდი და უქმეები ერთად გაგვეტარებინა.

 

მშობლიური ბუდე ძალიან მომენატრა და ამიტომ მისთვის უარი არ მითქვამს.

როგორც კი ქალაქს გავცდით, მამაჩემმა მითხრა:

-ბენზინგასამართზე უნდა შევიაროთ. ლიკა, ფული მომეცი!

მისმა სიტყვებმა თავი უხერხულად მაგრძნობინა. ფული სახლში დავტოვე. რად მინდოდა ფული, როდესაც ბავშვებთან ერთად ჩემი მშობლების მანქანით მივდიოდი?

-ფული არ წამომიღია, – ხმა ამიკანკალდა.

-ფული თუ არ გაქვს ფეხით წადი. 5 წლის აღარ ხარ, ბავშვების გაჩენა ხომ იცი, ფულის შოვნაც უნდა შეეძლოს. აბა, ჩემი ფულით უნდა გატარო?

მანქანიდან გადმოვედით და ჩემს ქმარს დავურეკე, რომ ჩვენს წასაყვანად მოსულიყო.

მამაჩემმა გზა გააგრძელა. მას თავი უხერხულად არ უგრძვნია იმის გამო, რომ საღამოს ბავშვებთან გზაზე დავრჩი.

მათთან ურთიერთობის სურვილი აღარ მაქვს. მამაჩემმა დამირეკა, სტუმრად დაგვპატიჟა, მაგრამ გამაფრთხილა, რომ საკუთარი მანქანით წავსულიყავით.

ამ ყველაფრის შემდეგ მათთან წასვლა მინდა? რა თქმა უნდა, არა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს