ვიღაცამ შვილი იშვილა, მე კი – ბებო!

1971

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას – თეა გვიამბობს.

ჩემს მეგობრებს და ნათესავებს ეგონათ, რომ გავგიჟდი, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება სრულიად გაცნობიერებული იყო. ზოგიერთი მხრებს იჩეჩავდა, ზოგი კი ამბობდა, რომ ჩემს საქციელს ვინანებდი. მე კი ვიცოდი, რაზეც მივდიოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა!

დედა ორი წლის წინ გარდამეცვალა, მე და ჩემი ქალიშვილები მარტო დავრჩით. ჩვენ ცხოვრების შეცვლა გვინდოდა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდით სიცარიელეს. ოჯახურ კრებაზე ჩემს გოგონებს გავესაუბრე და გადავწყვიტე, რომ არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვისი ცხოვრებაც შემეცვალა. მადლობა ღმერთს, ამის ფული და შესაძლებლობა მქონდა.

სკოლაში მეგობარი ბიჭი მყავდა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. მან სმა დაიწყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს და მისი ცხოვრება ცუდად წარიმართა. სასმელის ფულს ის მოხუც დედას ართმევდა, შემდეგ ბინა გადაიფორმა და ჩუმად გაყიდა. მას შემდეგ საწყალი დედამისი მოხუცთა სახლში ცხოვრობდა.

დედამისს ბავშვობიდან ვიცნობდი. ჯერ უბრალოდ მის მოსანახულებლად დავდიოდი, შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ ჩვენთან წამოგვეყვანა. ჩემს ქალიშვილებს ეს იდეა მოეწონათ, რადგან მათ ძალიან აკლდათ მოსიყვარულე ბებო.

თამარა ბებოსთან მთელი ოჯახი ერთად წავედით, რათა მისთვის ჩვენთან გადმოსვლა შეგვეთავაზებინა. ის ბედნიერებისგან დამუნჯდა და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.

ახლა ჩვენ ბებო გვყავს და ის ძალიან გვიყვარს!

თამარა ბებო ახლა 80 წლის არის, მაგრამ ყოველ დილით გემრიელი საუზმით გვანებივრებს. ასაკის მიუხედავად თამარა ბებო ძალიან ენერგიული და მხიარულია. მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მისი კეთილი შურით მშურს. ჩვენ გვიხარია, რომ ბედნიერება არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანსაც ვაჩუქეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს