დაეხმარეთ ადამიანებს და ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ

82

წარმოგიდგენიათ თუ არა როდესმე თქვენი ცხოვრების საუკეთესო დღე? მე ასეთი დღე გუშინ მქონდა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ისტორიამ, რომელიც გუშინ გადამხდა თავს ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანი კეთილი და ჰუმანური უნდა იყოს. დაეხმარეთ ადამიანებს და ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს ცოტა ხნის წინ დავშორდით. უფრო სწორედ, მან მიმატოვა და მდიდარი შეყვარებული იპოვა. ამ უბედურებით დატანჯული, სამსახურის შემდეგ გაჩერებაზე ვიდექი და ტროლეიბუსს ველოდებოდი. უცებ ჩემს სიახლოვეს ძალიან მაგარი გელენდვაგენი გაჩერდა. მანქანაში კოსტიუმში გამოწყობილი ჰალსტუხიანი მამაკაცი იჯდა, რომელიც თითქოს ახლა გამოვიდა არმანის მაღაზიიდან. მან მკითხა, ვიცოდი თუ არა სად მდებარეობს ერთ-ერთი ქუჩა. მამაკაცს ვუთხარი, რომ მე თავადაც აღნიშნულ ქუჩაზე ვცხოვრობ, მან კი მითხრა:

-დაჯექი, მიგიყვან, შენ კი ქუჩას მაჩვენებ.

მამაკაცი ძალიან კარგ განწყობაზე იყო. მთელი გზა ხუმრობდა და სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა, მე კი ვერაფრით ვივიწყებდი ჩემს ნათიას. მამაკაცმა ეს შენიშნა და მოწყენის მიზეზი მკითხა. მე კი ამ ყველაფრის ამოთქმა მჭირდებოდა და ამიტომ მე მას ყველაფერი ვუამბე.

მანქანა ეზოში შევიდა. უცებ შევნიშნე, რომ ნათია ეზოში თავის ახალ შეყვარებულთან ერთად სეირნობდა. ამ დროს მე გელენდვაგენიდან გადმოვედი. ნათია გაგიჟდა. შემდეგ კი ჩემკენ გამოიქცა და გამოკითხვა დამიწყო ვისი იყო მანქანა, საიდან მოვდიოდი და ასე შემდეგ… ხუმრობის მოყვარული მამაკაცი კი ყოჩაღ, არ დაიბნა! მან მანქანის კარი გამოაღო და მკითხა:

-უფროსო, დაგელოდოთ თუ შეხვედრის შემდეგ თავად მოხვალთ?

ნათიამ მეტყველების უნარი დაკარგა. ცრემლები წამოუვიდა და გაიქცა. მისი ახალი შეყვარებული მას გაეკიდა… მე კი თავში მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა: რა კარგია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ამ ისტორიის მორალი ძალიან მარტივია: იყავით კეთილები და ყოველთვის დაეხმარეთ ადამიანებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს