პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.
ყოველთვის მშურდა ადამიანების, რომლებსაც ნამდვილი მეგობრები ჰყავდათ. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია სანდო და ერთგული ადამიანის პოვნა, რომელსაც უშიშრად მიენდობი. სამწუხაროდ, მე იმ ადამიანების სიაში მოვხვდი, ვისაც არ გაუმართლა! მე არავინ მყავს, ვისაც საკუთარ პრობლემებს გავუზიარებ და ვისთან ერთადაც ერთ ჭიქა ღვინოს დავლევ აივანზე.
“ფსევდო-მეგობრები”, რა თქმა უნდა, შემხვედრია, რომლებიც ჩემს გვერდით იქამდე იყვნენ, სანამ მათვის რაიმე სარგებელი მომქონდა, მერე კი ქრებოდნენ. ალბათ გსმენიათ ბოლო დროს ძალიან გავრცელებული ტერმინის “აბიუზერის” შესახებ, როდესაც ადამიანი თვითშეფასებას იმაღლებს პარტნიორის დამცირების ხარჯზე? მე არა მხოლოდ მსმენია, არამედ საკუთარ თავზეც გამომიცდია.
1.ათი წლის წინ ამის შესახებ არც კი ვეჭვობდი. ამ ყველაფერს ჩემი დაქალის ხუმრობას მივაწერდი და სპეციფიკურ იუმორს. ამასთანავე, ის მხოლოდ მე კი არა, არამედ ჩემს ქმარსაც აკრიტიკებდა.
მაგრამ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო, რადგან ლელა ძალიან საინტერესო ადამიანად მეჩვენებოდა. ის სპორტით იყო დაკავებული, უამრავ წიგნს კითხულობდა და თვითრეალიზების ტრენინგებს ატარებდა. მისგან პოზიტივით ვიმუხტებოდი და წინ მოძრაობის სურვილი მიჩნდებოდა.
მაგრამ ამ ყველაფერს ბოლო მოეღო, როდესაც მან ჩემი მეუღლის თანდასწრებით დამიწყო დაცინვა. ეს ბოლო წვეთად იქცა! ამიტომ ჩვენი ურთიერთობა თანდათანობით ნულამდე დავიყვანე. ახლა ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხვდებით და ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
2.მეორე დაქალთან, ეკასთან, სკოლის მერხიდან ვმეგობრობდი. ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით. 16 წლისები რომ გავხდით, მას შემდეგ ხშირად ვჩხუბობდით. მთავარ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ჩვენ ერთი და იგივე ბიჭები მოგვწონდა.
მაგალითად, მე ძალიან კარგი ბიჭი გავიცანი და ერთმანეთს ვხვდებოდით. ყველაფერი ძალიან კარგად იყო მანამდე, სანამ ეკას გავაცნობდი. ბიჭი მაშინვე კარგავდა თავს და მე თამაშგარეთ ვრჩებოდი. რა თქმა უნდა, ის ხომ ეფექტური ბრიუნეტია, უზარმაზარი ცისფერი თვალებით.
ჩემს ქმარს არც კი ვაცნობ. მეტყვით, რომ დაბალი თვითშეფასება და უამრავი კომპლექსი მაქვს? შესაძლოა, მაგრამ გარისკვა ნამდვილად არ მინდა.
3.ნინი რამდენიმე წლის წლის სამსახურში გავიცანი. ის ძალიან კეთილი და გულისხმიერი გოგონაა, მაგრამ მუდმივად რაღაც გაუგებრობაში ეხვევა. მე და ჩემს ქმარს ბევრჯერ გადაგვირჩენია. ხანდახან ხდებოდა, რომ ვერ ვეხმარებოდით და მას სწყინდა. ამის გამო მე და ჩემი ქმარი მუდმივად ვჩხუბობდით. ჩემი ქმარი მას ვერ იტანდა.
ერთხელ, ჩემი ქმრის უკითხავად მას საკმაოდ დიდი თანხა ვასესხე. გავაფრთხილე, რომ ამის შესახებ ჩემი ქმრისთვის არ ეთქვა. ორი კვირის შემდეგ ნინიმ თანხა მის ანგარიშზე ჩარიცხა. ბუნებრივია, მან იკითხა, რა თანხა იყო. ნინიმ კი ვალის შესახებ უამბო. მე და ჩემმა ქმარმა ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ…
მოკლედ, ამ სამი ქალბატონის შემდეგ, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, მე მივხვდი, რომ დაქალების გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია! არავინ მინაგვიანებს ტვინს ყოველდღე არასაჭირო ინფორმაციით, აღარ დავდივარ სულელურ შოპინგზე, რომელიც არ მიყვარს და პლუს, ჩემი საიდუმლოებები ნამდვილად საიდუმლოდ დარჩება!
როდესაც მოვიწყენ ხოლმე, ჩვენ იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს კაფეში. მე ძალიან ცოტას ვსაუბრობ საკუთარ თავზე, უფრო მეტად ვუსმენ. ზოგჯერ ძალიან მინდა რაიმეს მოყოლა, მაგრამ არა! აქედან კარგი არაფერი გამოვა. რაც ნაკლები ეცოდინებათ – უფრო მშვიდად დავიძინებ!