დილით ჩემი ქმარი სამსახურში წავიდა და ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა

1748

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.

ერთი თვის უკან 50 წლის გავხდი. ნახევარი ცხოვრება უკვე გავლილი მაქვს და ამიტომ ხშირად ვიხსენებ ახალგაზრდობის ამბებს. რა თქმა უნდა, სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ, მაგრამ საფიქრალი ბევრი მაქვს.

ჩემს გათხოვებაზე ვფიქრობდი და დავასკვენი, რომ 18 წლის ასაკში გათხოვება ძალიან უცნაურია…

ილია, ჩემი მომავალი მეუღლე, სკოლაში გავიცანი. მეათე კლასში ვიყავით, როდესაც ერთმანეთი შეგვიყვარდა. შემდეგ ერთ ინსტიტუტში ჩავაბარეთ და როგორც კი სრულწლოვანები გავხდით, მაშინვე დავქორწინდით. საბედნიეროდ, ილიას მშობლებს ძალიან კარგი შემოსავალი ჰქონდათ, ამიტომ ქორწილში დიდი ბინა გვაჩუქეს.

ჩემი ყველას შურდა: სიმპათიური ქმარი, რომელსაც ვუყვარდი, საკუთარი ბინა, წელიწადში ერთხელ დასასვენებლად მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე დავდიოდით. ცხოვრება კი არა – ზღაპარი. ამასთანავე, დროთა განმავლობაში ორი შესანიშნავი შვილიც შეგვეძინა. ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი გვქონდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 5 წლის შემდეგ ოჯახი დამენგრა. ეს ძალიან ჩუმად და მშვიდობიანად მოხდა. ილია სამსახურში მიდიოდა, მე სახლიდან გასვლის წინ ვაკოცე და ის წავიდა.

სულ ეს იყო. ეს მისი ბოლო ნახვა იყო. საღამოს ჩემმა ქმარმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ წავიდა. მითხრა, რომ არც ბავშვების ნახვის სურვილი ჰქონდა მაგრამ მშობლების ნაჩუქარ ბინაში დარჩენის უფლება მოგვცა და გვითხრა, რომ ფინანსურადაც დაგვეხმარება, მაგრამ შეხვედრების გარეშე.

რაც მაშინ ვიგრძენი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ყველაფერი თავზე დამენგრა. ცხოვრება არ მინდოდა. ვერ ვიგებდი, რა მოხდა, ასე რატომ მოგვექცა!

კიდევ კარგი, რომ საერთო მეგობრები გვყავდა. ვარდისფერი სათვალე მათ ჩამომხსნეს. აღმოჩნდა, რომ ის უკვე დიდი ხნის მანძილზე სხვანაირად ცხოვრობდა. გოგოებს ხელთათმანებივით იცვლიდა, კარტს თამაშობდა, სვამდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანს უბრალოდ გართობა უნდოდა, მე და ჩემი შვილები კი არ ვჭირდებით. დიახ, ამის გაცნობიერება მტკივნეული იყო. კიდევ კარგი, რომ ახლა ამ ყველაფერს ღიმილით ვიხსენებ.

ილიას წასვლას ჩემს ოჯახს ვერ დავუმალავდი, აზრი არ ჰქონდა. ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, რომ მ პროფესიის ათვისების დრო დადგა, რომელზედაც ვოცნებობდი. მათ იცოდნენ, რომ არც  ილია და არც მისი ნათესავები მე არ მომეხმარებოდნენ. ასეც მოხდა!

ერთი წლის შემდეგ ბავშვები მამამაც დაივიწყა და ბებია-ბაბუამაც. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბინიდანაც გამოგვაგდეს.

იმ მომენტისთვის ამან ძლიერი დარტყმა მიაყენა ჩემს ბიუჯეტს, რადგან მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ფული პროდუქტებისთვისაც კი არ მყოფნიდა. კიდევ კარგი, რომ ჩემმა მშობლებმა შეგვიფარეს. ყველა ერთად ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით. საძინებელში მე და ჩემი შვილები ვიყავით, მშობლები კი მისაღებ ოთახში გადავიდნენ.

წლები გადიოდა. მე ვმუშაობდი და შვილებს ვზრდიდი. უფროსი ბიჭი 15 წლის იყო, როდესაც თავად შემომთავაზა, რომ დასასვენებლად წავსულიყავი. დედა სიამოვნებით დამთანხმდა, რომ ბავშვებს მიხედავდა და მე და ჩემი დაქალი სოჭში წავედით. იქ მის ნათესავებს პატარა სახლი ჰქონდათ.

აღმოჩნდა, რომ იქ ერთი სახლი კი არ იყო, არამედ მთელი ბაზა. მეგობრის დეიდა ოთახებს დამსვენებლებზე აქირავებდა. ჩვენ პერსონალურად პატარა სახლი გამოგვიყო, რის გამოც ძალიან გახარებულები ვიყავით. კარგი პირობები, სუფთა ჰაერი, მზე, ზღვა, ამაზე დიდხანს ვოცნებობდი. ცურვით გული ვიჯერეთ  და პირველივე საღამოს წავედით სანაპიროზე ღვინის დასალევად.

როგორც კი ბოთლი გავხსენით, მაშინვე სამი მამაკაცი მოგვიახლოვდა. ჩემს დაქალს მოეწონა ის, რომ მათ საღამოს ერთად გატარება შემოგვთავაზეს, მე კი ეს არ მესიამოვნა. ჯერ წარსული ურთიერთობა ვერ მომენელებინა, ახალი თავგადასავალი რაში მჭირდებოდა? მე უარი განვაცხადე.

მეორე დღეს საზაფხულო სამზარეულოში საუზმეს ვამზადებდი. ისევ მომიახლოვდა ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანი და ამჯერად უბრალოდ ყავის დალევა შემომთავაზა, პირდაპირ აქ და ახლა. მე დავთანხმდი. დავსხედით, ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ და დავიშალეთ. ასე, სამზარეულოში ერთმანეთს კიდევ რამდენჯერმე შევხვდით.

შვებულება დამთავრდა და მე და ჩემი დაქალი სახლში დავბრუნდით. მართალი გითხრათ, ვინანე, რომ ირაკლის ჩემი საკონტაქტო არ დავუტოვე. შემდეგ კი ისევ ყოველდღიურობამ ჩამითრია და ეს აზრები თავიდან ამოვიგდე.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სამსახურიდან ვბრუნდებოდი, შევნიშნე, რომ ჩვენს სადარბაზოსთან სკამზე ვიღაც იჯდა. შემდეგ ის ადგა და ჩემკენ წამოვიდა. მე ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ როდესაც სინათლეზე გამოვიდა, მივხვდი, რომ ირაკლი იყო.

მან ჩემი მისამართი, ჩემი მეგობრის დეიდის მეშვეობით გაეგო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში მას ჩემი დაქალის ტელეფონის ნომერს სთხოვდა. დეიდამ უთხრა, რომ ჯერ თავად დარეკავდა და გაარკვევდა წინააღმდეგი ხომ არ იყო ჩემი დაქალი და ნომერს ისე მისცემდა. მან ელენეს დაურეკა, ელენემ კი საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. შვეულების შემდეგ ის სახლში დაბრუნდა, მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარა და მერე ჩამოვიდა სტუმრად.

ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ვხვდებოდით. აღმოჩნდა, რომ წარმოშობით ერთი ქალაქიდან ვიყავით. ბედიც ერთნაირი გვქონდა, წინა ქორწინებიდან ისიც მარტო დარჩა ორ ბავშვთან ერთად. ყველაფერი შესანიშნავად იყო, ერთ მშვენიერ დღეს კი მოვიდა და მითხრა, რომ ჩემი და ჩემი შვილების ნივთები ჩამელაგებინა. მოგვიანებით მითხრა, რომ უზარმაზარი სახლი იყიდა, სადაც მთელი ჩვენი დიდი ოჯახი დაეტეოდა. ასეც მოხდა, ამ ადამიანთან ბედნიერება მოვიპოვე.

ამიტომ, იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მთავარია იმედი არ დაკარგო და გჯეროდეს, რომ საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს