დედამ სულ მოიწყინა, ამიტომ ჩემთან საზღვარგარეთ წამოვიყვანე, მაგრამ ახლა ვნანობ

1437

დედა, თუნდაც პენსიონერი, შვილების დახმარებას ყველანაირად ცდილობს, განსაკუთრებით რთულ წლებში. დედისთვის ყოველთვის პატარები ვართ. ამაში გასაკვირი არაფერია. უფრო უცნაურია ისტორიები, სადაც დედა განსხვავებულად იქცევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლებს ასაკის მატებისას უფრო უჭირთ. ძველებური ენერგია არ აქვთ. მეგობრები მცირდება, თუ საერთოდ რჩება. ყველაზე მეტად ადამიანური ყურადღება სჭირდებათ. ჩვენ, შვილები მათთან ახლოს უნდა ვიყოთ, თუნდაც ამან ყოფითი სირთულეები მოიტანოს.

„არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო უცხო ქვეყანაში დედასთან ერთად, მით უფრო, დრო სამსახურის გარდა არაფერზე მრჩება. ნელ–ნელა ჭკუიდან ვიშლები. არ ვიცი, რა გავაკეთო. ქმარმაც ჩემს ქცევაში უცნაურობა შენიშნა, მას მსგავსი წვრილმანები არ აღელვებს. ეს რაღაც საშინელებაა. ცოტას ჩემს თავზე გიამბობთ. 27 წლისას გავთხოვდი. 30 წლის ასაკში საცხოვრებლად შტატებში გადავედით. ორივეს ახალ პირობებთან შეგუება, სამსახურის პოვნა და უცნობ გარემოსთან, ხალხთან მიჩვევა მოგვიწია. პრინციპში, შევძელით. ქსელური რესტორნის მენეჯერი გავხდი. ქმარმა, როგორც სამშობლოში, ავტომექანიკოსად მუშაობა დაიწყო. ასე მთელი 5 წელი გავიდა.

დედას ამ დროისთვის 63 წელი შეუსრულდა. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი მდგომარეობა უარესდება, განსაკუთრებით მორალური მხრიდან. სწორად გამიგეთ. დედა ზრდასრული ქალია, მაგრამ მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს ან მათზე არაფერი ვიცი. სწორედ ამიტომ, მის ასაკში მარტო ყოფნა უფრო უჭირს. არავინ ჰყავს, ვისთან ერთადაც ისეირნებს. ჩემთან ჩამოსვლა და ერთად ცხოვრება შევთავაზე. დამთანხმდა, ყველა დოკუმენტი მარტივად გავაფორმეთ. მალე ჩემთან ჩამოვიდა. ორი დასვენების დღე ავიღე, რომ დრო ერთად გაგვეტარებინა. მზე, აუზი, ბევრი კარგი საჭმელი. რატომაც არა? ახალ გარემოს ადვილად შეეგუა. თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო.

მოგვიანებით დაიწყო ის, რაც თავიდანვე აღვნიშნე. სამსახურში უნდა დავბრუნებულიყავი, ხოლო დედა მარტო დამეტოვებინა. არცინგლისური ენა არ იცის, არც მანქანის ტარება. ინტერნეტში რომ შევიდეს, მე უნდა ვიყო სახლში. რა დარჩენია? აუზთან კლუმბსაც ვერ გააშენებ. გამოდის, რაღაც ციხეა. დედაც ხელს არ მიწყობდა. არავის გაცნობა არ სურდა. თუნდაც ადამიანი ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან ყოფილიყო. სამსახურის შემდეგ არსად წასვლა არ მინდოდა, თან ქალაქგარეთ ვცხოვრობთ. 30 წუთი უნდა გავიარო მანქანით, რომ 40 წუთი რომელიღაც რესტორანში გავატარო. შემდეგ უკან დავბრუნდე, რომ ცოტა ძილი მოვასწრო. უკვე იმ ასაკში არ ვარ.

ქმარი დახმარების ნაცვლად მთლიანად განყენებული გახდა. დედასთან თავაზიანი იყო, მაგრამ მეტი არაფერი. დილით სამსახურში მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა. გაუმართლა, რომ სამსახური და გუნდი მოსწონდა, ენა ჩამოსვლამდე ისწავლა. ადგილობრივ ფეხბურთსაც მიეჩვია, რომელიც უფრო რაგბს ჰგავს. მოკლედ, ჩემი მეუღლე კარგად მოეწყო.

კოლეგამ მირჩია, რომ დედა მოხუცთა თავშესაფარში წავიყვანო. მაგრამ ეს გამოსავალი არაა. თან დედა არც ისე ასაკოვანია. ენა რომ იცოდეს და ცოტა მეტი ენერგია ჰქონდეს, სამსახურში თავისუფლად შემცვლიდა. ახლა რა უნდა გააკეთოს? უცნობებს ვერ ჩავაბარებ, ეს არ განიხილება. დედამ აქ მინიმუმ 1 წელი უნდა იცხოვროს. არ მკითხოთ, რატომ. უბრალოდ სჭირდება და მორჩა. როგორღაც ამ დროში ერთად ცხოვრებას უნდა გავუძლოთ ისე, რომ არ ვიჩხუბოთ და ჭკუიდან არ გადავიდეთ. იდეები გამომელია, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ქმარიც არ მეხმარება. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ეს სიმართლეა, მაგრამ დედაჩემის განაწყენებას არ ვაპირებ. იმისთვის არ გამაჩინა და აღმზარდა, რომ შემდეგ ვუღალატო. ადამიანები ასე არ იქცევიან. ამ საკითხში ჩემი გადაწყვეტილება უცვლელია.“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს