ანწლი ქალური დაავადებების სამკურნალოდ – კურნავს, ამშვიდებს და ჯანმრთელობას აბრუნებს

1523

ანწლი უნიკალური მცენარეა, რომელიც თითქმის ყველა ორგანოს კურნავს. ამ მკურნალი მცენარის დახმარებით ქალური დაავადებებიც იკურნება.

შავი ანწლის ნაყენი გინეკოლოგიური ანთების დროს

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1,5 ხმელი ან ახალი შავი ანწლის კენკრა
  • 2 ჭიქა წყალი

როგორ მოვამზადოთ:

კენკრა სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ, 30 წუთით გაგრილება აცადეთ. შემდეგ ქსოვილში გადაწურეთ.

როგორ მივიღოთ:

ასეთი ნაყენი ანთებას შესხურების დახმარებით აქრობს. პროცედურა დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს ჩაიტარეთ. თვიურის დროს, ასევე „კრიტიკული დღეების“ დაწყებამდე და დასრულებიდან 1-2 დღის განმავლობაში გამორეცხვა უნდა ამოიღოთ.

რჩევა

ანწლის ნაყოფის და კალენდულას ყვავილების ნახარში საშვილოსნო სისხლდენის და ძლიერი ანთების დროს ძალიან ეფექტურია. მზადდება ისე, როგორც ანწლის ნაყენი, ოღონდ 2 ჭიქა წყალზე 1 ს/კ ანწლის კენკრა და კალენდულას ყვავილი უნდა აიღოთ.

კალენდულას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო მოქმედება გააჩნია, ანწლი ანთებას ამცირებს, ლორწოვან საფარს „ამშვიდებს“ და წყლულების შეხორცებას ხელს უწყობს.

ანწლის წვეთები მწვავე მენოპაუზის დროს

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა წითელი ანწლი
  • 4 ჭიქა არაყი ან სამედიცინო სპირტი

როგორ მოვამზადოთ:

მშრალ ამინდში აყვავებული წითელი ანწლის „კალათა“ მოჭერით, ყვავილები ტოტებს მოაშორეთ, გადაარჩიეთ. 1 სავსე ჭიქა დაგჭირდებათ.

მუქი ფერის ქილაში ან ბოთლში ყვავილები გადაიტანეთ, სპირტი (არაყი) დაასხით. ბნელ ადგილას 15 დღე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, მაგრამ შეგიძლიათ ყვავილები არაყში დატოვოთ. გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ.

როგორ გამოვიყენოთ:

იმდენი წვეთი გამოიყენეთ, რამდენი სრული წელიც გაქვთ. თავიდან 2 მიღებაზე გაყავით და დილა-საღამოს მიიღეთ. 1 კვირის შემდეგ წვეთების სრული რაოდენობა დილას და სრული საღამოს დალიეთ. ანწლის წვეთების მისაღებად საუკეთესო დროა დილას, როცა ჯერ კიდევ ლოგინში წევხართ, რადგან წვეთების მიღების შემდეგ უნდა მოდუნდეთ და 10-15 წუთით დაწვეთ. კურსი – 1 თვე, შემდეგ 1 თვე შესვენება გააკეთეთ და პროცედურა კვლავ ჩაიტარეთ.

ანწლის ყვავილების წვეთები მწვავე მენოპაუზის დროს დისკომფორტს და მტკივნეულ შეგრძნებას მოგიხსნით, საშვილოსნოს სისხლდენას შეაფერხებს და ზოგად მდგომარეობაზე დადებით გავლენას იქონიებს.

რჩევა

ჩემი მეზობლების და კოლეგების გამოცდილებიდან, რომლებმაც კლიმაქსის პერიოდი გადალახეს: ზრდასრულ ასაკში ორგანიზმის დაბერების და კლიმაქსის შესაფერხებლად ჩვენი დამხმარე ანწლია.

თუ წითელი ანწლი დოზირებულად უნდა მიიღოთ და ექიმთან წინასწარი კონსულტანცია გაიაროთ (გახსოვდეთ რომ ტოქსიკურია!), 10 ახალი ანწლის კენკრა, წვენი, სიროფი და ნაყენი თქვენი რაციონის ყოველდღიური დანამატი უნდა იყოს.

უკუჩვენება

გაითვალისწინეთ, რომ ანწლის საშუალებას შარმდენი და საფაღარათო მოქმედება გააჩნია და წყლულოვანი ენტეროკოლიტის, უშაქრო დიაბეტის დროს უნდა გამორიცხოთ. გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გულისრევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს