ფინეთს ყოველწლიურად ყველაზე ბედნიერ ქვეყანად აღიარებენ მსოფლიოში, რატომ ხდება ასე და როგორია სინამდვილეში იქ ცხოვრება

174

მსოფლიო ასპარეზზე ფინეთის თავისებურებები ძალიან გამოირჩევა სხვა სახელმწიფოებისგან. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ეს ქვეყანა დედამიწაზე ყველაზე ბედნიერად ქვეყანად ითვლება. ნუთუ მართლა ასეთი მაღალია იქ ცხოვრების დონე? მოდით ერთად გავარკვიოთ!

ფინეთის მახასიათებლები

ფინეთში ცხოვრება იზიდავს ყველას, ვისაც ჩრდილოეთის ბუნების მკაცრი სილამაზე უყვარს და მისი მაცხოვრებლების პატიოსნებასა და კეთილგანწყობას აფასებს. თუმცა, არის მომენტები, რომლებსაც ნამდვილად ვერ შეიტყობთ ტურისტული ბროშურებიდან. ეს ფინური მენტალიტეტის თავისებურებებია და მათ მხოლოდ ფინეთში რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრების შემდეგ შეიტყობთ.

ფინელებისთვის ბედნიერების ცნება ძალიან ბუნდოვანია. ამ ხალხს შეიძლება უფრო კმაყოფილი ეწოდოს და არა ბედნიერი. საქმე ისაა, რომ ფინელები, ისევე როგორც ჩრდილოელი ხალხის უმეტესობა, ძალიან ჩაკეტილი ხალხია. ისინი არ არიან მიჩვეულები საკუთარი ემოციების გამოვლენას.

ამ ხალხისთვის ნამდვილი ბედნიერება სტაბილურობაში, უსაფრთხოებაში და ხვალინდელი დღის ნდობაშია. და თუ ყველა ეს მომენტი უკვე არის ფინელის ცხოვრებაში, მაშინ ეს მისთვის უდიდესი სიამოვნებაა.

ნამდვილ ფინურ რელაქსაციას “kalsarikänni” ჰქვია. სიტყვასიტყვით, ეს სიტყვა ნიშნავს, საკუთარ სახლში, საცვლების ამარა ძლიერი სასმელების დალევას. რას გულისხმობენ სინამდვილეში ფინელები? “kalsarikänni” – ნიშნავს იყო აქ და ახლა, მიიღო მაქსიმალური სიამოვნება მომენტიდან და არ იფიქრო რა მოხდება ხვალ ან თუნდაც რამდენიმე საათში.

ფინეთი არაერთხელ მოხვედრილა World Happiness Report -ის რეიტინგის სათავეში. ამის განსაზღვრა ძალიან მარტივია. ექსპერტები ქვეყნებში ცხოვრების ხარისხს აფასებენ. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და კორუფციის დონე. ასევე ტარდება სოციოლოგიური გამოკითხვები მოსახლეობაში.

ბედნიერების ფინური ფორმულა

თითქოსდა, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი, როცა გარეთ მთელი ნახევარი წლის მანძილზე ზამთარია, ყოველთვის ცივა და მოღრუბლულია? ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ბედნიერება პირველ რიგში განისაზღვრება იმით, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს კონკრეტულ ქვეყანაში. ვინაიდან ფინეთში დანაშაულის მაჩვენებელის დონე ძალიან დაბალია, იქ ბედნიერად ცხოვრება მარტივია.

გარდა ამისა, ფინელებმა წარმატებული საგანმანათლებლო რეფორმა გაატარეს. შედეგად, ბავშვები ღირსეულ განათლებას იღებენ და სკოლის შემდეგ მათ წინაშე უამრავი შესაძლებლობა იხსნება.

ასევე, არ უნდა დავივიწყოთ პირველი კლასის ჯანდაცვის სისტემაც. ნებისმიერი შემოსავლის მქონე ფინელებს შეუძლიათ უპრობლემოდ ისწავლონ და მიიღონ სამედიცინო დახმარება. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ფინეთში უსახლკარო ადამიანები პრაქტიკულად არ არიან. ეს ყველაფერი ეროვნული პროგრამის Housing First-ის დამსახურებაა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და მოსახლეობა საცხოვრებლით უზრუნველყო.

ფინეთის მაცხოვრებლები ბუნებასთან მჭიდრო კავშირში არიან. ეს არის ხალხი, ვისთვისაც ცუდი ამინდი არ არსებობს. ყველაზე საშინელ ქარბუქში ან წვიმაშიც კი, ფინელები ქუჩაში მაინც გამონახავენ რაიმე საქმეს. მთელი წლის განმავლობაში ისინი აქტიურ ცხოვრების წესს ეწვიან: დადიან აბანოში და ლაშქრობებში, დადიან ველოსიპედებით და თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს.

და კიდევ, ფინელებს ძალიან უყვართ საუნა! წარმოიდგინეთ, ფინეთში 2 მილიონი საუნაა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მოსახლეობა 5.3 მილიონია. ეს დამამშვიდებელი რიტუალი დიდი ხანია ფინური კულტურის ნაწილია. ძველად ფინელები საუნებში მშობიაობდნენ, რადგან ეს იყო ყველაზე სტერილური ადგილი ცხელი წყლით.

სკანდინავიური იანტეს კანონები

სკანდინავიის ქვეყნებში განსაკუთრებული გამოუცხადებელი კანონები მოქმედებს. ეს არის მთელი ფილოსოფია, რომლის აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებაში ადამიანები უნდა თანამშრომლობენ და არ უნდა ეჯიბრებიან ერთმანეთს. თანასწორობა ყველაფერში – ეს არის მთავარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც არსებობს ფინური საზოგადოება.

ფინეთი არის ქვეყანა, სადაც ღარიბებიც არიან და მდიდრებიც. თუმცა, პირველები ძალიან ცოტანი არიან, მეორეებს კი ბანალურად რცხვენიათ აჩვენონ თავიანთი სიმდიდრე. რა საჭიროა იმის ჩვენება, რამდენი ფული გაქვთ საბანკო ბარათზე? ასე რომ, ქუჩებში ადვილად ნახავთ ვინმე მდიდარ კაცს ძველ მანქანაში. მას უბრალოდ ახალი არ სჭირდება.

მოკრძალებული ფინელები ერთმანეთთან მშვიდობიანად და შეთანხმებულად ცხოვრობენ. დაამატეთ ფინეთი თქვენს მიერ აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყანათა სიას. ეს მართლაც ლამაზი და უჩვეულო ადგილია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს