რას გრძნობენ ძაღლები და როგორ უნდა ამოვიცნოთ მათი ქცევა

71

ძაღლი ადამიანის მეგობარია. ამ ცხოველებს საოცარი
შესაძლებლობები გააჩნიათ. სხვადასხვა ჯიშებში ეს სხვადასხვანაირადაა გამოხატული, ეს ასევე ძაღლის ბუნებაზეც არის დამოკიდებული. ისტორიას ახსოვს ძაღლები, რომლებმაც წინასწარ იგრძნეს ბუნებრივი კატასტროფები და მტრების თავდასხმები და გადაარჩინეს საკუთარი პატრონები. ვნახოთ რას ამბობენ და რას ამტკიცებენ მეცნიერები. რას გრძნობენ ძაღლები სინამდვილეში და რა შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ ამ ფუმფულა შინაური ცხოველებისადმი სიყვარულის გამო?

რატომ არიან ძაღლები უფრო მგრძნობიარენი

სინამდვილეში, ბევრ ცხოველს შეიძლება გააჩნდეს წინათგრძნობის ნიჭი, მაგრამ ძაღლები სპეციალურად ადამიანებისთვის არიან “გაწვრთნილი” და ამიტომ ბევრ მათგანს ნამდვილად შეუძლია პატრონის გადარჩენაც კი. ისინი ბევრად მეტ ყურადღებას აქცევენ ადამიანების სიტყვიერ და ფიზიკურ სიგნალებს.

ასეთი გზით ისინი არჩევენ კარგ და ცუდ, ბოროტ და კეთილ ადამიანებს. და სიტყვიერი და ფიზიკური სიგნალების გარდა, ძაღლები გრძნობენ ემოციებს და ადამიანების შინაგან ბუნებას. მეცნიერულად დადასტურებულია მათ მიერ გარემოდან სიგნალების დაჭერის უნარი, რომლებიც ადამიანის აღქმისთვის მიუწვდომელია.

რას გრძნობენ ძაღლები: მეცნიერთა მიერ დადასტურებული შესაძლებლობები

აი ძირითადი მომენტები, რომლებსაც ძაღლები ყველაზე კარგად გრძნობენ. ეს მეცნიერების, მკვლევარების და ვეტერინარების მიერ არის დამტკიცებული.

ამინდის ცვლილება

ნებისმიერი ცხოველი გრძნობს მოსალოდნელ კატაკლიზმებს. ეს ეხება არა მხოლოდ სტიქიურ უბედურებებს, არამედ უბრალოდ ამინდის ბანალურ ცვლილებასაც. ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ კატები ბუნებრივ “ბარომეტრებს” წარმოადგენდნენ. მაგრამ მათ არც ძაღლები ჩამოუვარდებიან, მათ შეუძლიათ ატმოსფერული წნევის ცვლილებების შეგრძნება. გარდა ამისა, დიდწილად მთელ სხეულზე ბეწვის საფარის წყალობით, ძაღლებს შეუძლიათ ჰაერის ტენიანობის ცვლილებაც კი შეიგრძნონ და ჰაერში ოზონის რაოდენობაც ამოიცნონ. ეს კი სწორედ ის პარამეტრებია, რომლებიც ამინდის ცვლილებისას იცვლება. ასეთ დღეებში ძაღლების მგრძნობელობა ძლიერდება, ისინი ნერვიულად რეაგირებენ უცხო ბგერებზე, ადამიანებზე და სხვა ცხოველებზე, შეიძლება ზედმეტად ბევრი იძინონ ან თუნდაც აგრესიულები გახდნენ.

დაავადებები, მათ შორის ონკოლოგიური

ამ სიტყვის სრული გაგებით, ძაღლს შეუძლია დაავადებების „ყნოსვა“! მათ შორის საკმაოდ სერიოზული, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებებისაც კი. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლები გრძნობენ გარკვეული ნივთიერებების არსებობას ადამიანის სისხლში. ძაღლებს ყნოსვის განსაკუთრებული უნარი აქვთ.  ამ ნივთიერებების სუნი შეიძლება ძალიან ოდნავ იგრძნობოდეს ფორებიდან, ძაღლებს კი შეუძლიათ ამის შეგრძნება. მეცნიერებმა ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს. ძაღლებს ასწავლეს მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების ამოცნობა – და ძაღლები ამას 88%-ით გაუმკლავდნენ. დღეს მკვლევარები მუშაობენ ძაღლების გაწვრთნაზე საკვერცხეების, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების კიბოს გამოსავლენად.

ნეგატიური ადამიანები და თქვენი მტრები

ეს არის ის, რაც შემიძლია ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დავადასტურო. ერთ დროს ჩვენს სახლში სხვადასხვა ადამიანები შემოდიოდნენ – კოლეგები, პარტნიორები, ჩემი მეუღლის თანამშრომლები. ძალიან ბევრ მათგანს ჩვენი ლაბრადორი თავისთან ახლოს არ უშვებდა. და არა მარტო თავისთან, არამედ ჩვენთანაც. სულაც არ იყო აგრესიული ჯიში, მაგრამ ის უბრალოდ კედელივით დგებოდა, ერთგვარი ბარიერივით ჩვენსა და სტუმრებს შორის და ახლოს არ უშვებდა ჩვენთან. უფრო აგრესიულ ჯიშებში ეს შეიძლება გამოვლინდეს ყეფით და თავდასხმითაც კი. და მერწმუნეთ, ის ადამიანები, ვისგანაც ჩვენი ძაღლი გვიცავდა, ნამდვილად არ აღმოჩნდნენ საუკეთესო ბიზნეს პარტნიორები და არც კარგი ადამიანები თავიანთი ბუნებით.

მოწინააღმდეგის შიში

ძაღლმა მოწინააღმდეგედ შეიძლება აღიქვას არა მხოლოდ ძაღლები, არამედ ადამიანებიც. ძაღლი ადვილად იგრძნობს მოწინააღმდეგის (ან თუნდაც მსხვერპლის) შიშს. ძაღლების შემთხვევაში ისინი ამას ხვდებიან, როგორც ფიზიკური ქცევით, ასევე სუნით. მაგრამ თუ ადამიანი გარეგნულად არ ამჟღავნებს რაიმე ემოციებს ან ფიზიკურ მოძრაობებს, მაშინ რას გრძნობენ ძაღლები? ისინი შეიგრძნობენ სისხლში ადრენალინის გამოყოფას და ასევე ემოციურ რყევებს. საინტერესოა, რომ თუ თქვენ სხვისი ძაღლის გეშინიათ და ამ დროს თქვენი შინაური ცხოველი თქვენს გვერდით არის, მაშინ ის ყველანაირად მოგეკრობათ, რადგან თქვენს შიშს იგრძნობს მტრის მიმართ და თქვენს დაცვას შეეცდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს