ვიზუალური ტესტები იმით არის კარგი, რომ მათ გავლას დიდი დრო არ სჭირდება. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ათეულობით მოსაწყენ კითხვაზე პასუხის გაცემა – რაიმე პასუხის მისაღებად. უბრალოდ უყურებთ სურათს და ამბობთ, რას ხედავთ, ბრძენ ფსიქოლოგს კი საკუთარი ვერდიქტი გამოაქვს.
დღეს პაპარაცის რედაქცია საინტერესო ტესტს გთავაზობთ, რომელიც გეტყვით, როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში. ვინც უკვე გაიარა ეს ტესტი, მიღებული პასუხით კმაყოფილი დარჩა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტესტი თქვენს შემთხვევაშიც სასარგებლო აღმოჩნდება.
შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს და მაშინვე თქვით, რომელი ცხოველის ნახვა მოახერხეთ პირველ რიგში. სწორედ ეს მხეცი იქნება ამოხსნის გასაღები. ამიტომ, სურათს დიდხანს არ უნდა უყუროთ. იპოვეთ ცხოველის პირველი გამოსახულება და მაშინვე გადადით მის გაშიფვრაზე.
ვეფხვი
ამ ენერგიულ და ძლიერ ცხოველს უფრო ხშირად მეამბოხე ხასიათის მქონე ადამიანები ხედავენ. ისინი ყოველთვის ოპოზიციაში ყოფნისკენ მიისწრაფვიან, მათი მიზნები და ამბიციები სხვებთან ერთად სვლის საშუალებას არ იძლევა. თუმცა, ეს ხელს უშლის მათ პრაქტიკული რჩევების მოსმენაში. “ვეფხვების” პრობლემა ის არის, რომ აზროვნებასა და მოქმედებას შორის ისინი ყოველთვის ამ უკანასკნელს ირჩევენ. თუმცა დაუფიქრებელი ქმედებები ხშირად იწვევს ნამდვილ კატასტროფას.
ძაღლი
ამ კატეგორიის ადამიანებს გააჩნიათ სამართლიანობის მაღალი გრძნობა, რაც გავლენას ახდენს მთელ მათ პირად და საქმიან ცხოვრებაზე. უსამართლობის ნათელი მაგალითები მათ უდიდეს მოტივაციას აძლევს და მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ასევე, ამ ადამიანებმა კარგად იციან ერთგულების ფასი. და ეს ეხება არა მხოლოდ მათ ახლობელ ადამიანებს, არამედ მათ პროფესიულ საქმიანობასაც. იდეებისადმი და პროფესიისადმი ერთგულება ასეთ ადამიანს დანარჩენებისგან განასხვავებს.
სპილო
ეს ხალხი ძლიერი და ბრძენია, ისინი საკუთარ თავს პატივისცემით ეპყრობიან. მათი სიჯიუტე და მიზანდასახულობა შესაშურია. ისინი ქმნიან შესანიშნავ კარიერას, აღწევენ მაღალ სოციალურ სტატუსს, წარმატებას აღწევენ ყველა საქმეში. უფრო მეტიც, ისინი წარმატებას აღწევენ არა ამბიციების გამო, არამედ თავიანთი გეგმების უმცირეს დეტალებამდე გააზრების გამო.
“სპილოებისთვის“ ოჯახი მნიშვნელოვანია, ისინი იქიდან ღებულობენ თანადგომას და ენერგიას. ეს ადამიანები ახერხებენ თითოეულ ნათესავთან საიმედო ურთიერთობის დამყარებას. ისინი ახალ ნაცნობებთანაც სწრაფად ამყარებენ კარგ ურთიერთობას, ადვილად უმეგობრდებიან.
ციყვი
ამ კატეგორიის ხალხი ძალიან ენერგიული და შრომისუნარიანია. თავიანთი ხალისიანობითა და აქტიურობით ისინი სხვებსაც მუხტავენ, აძლევენ მოტივაციას წინსვლისა და უფრო მეტის მისაღწევად. ეს ანიჭებს “ციყვებს” შესაბამის დადებით რეპუტაციას. ყველამ იცის, რომ “ციყვი“ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოვა და ყოველთვის იპოვის გამოსავალს.
ასეთ ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ მოქმედება, არამედ სიტუაციის გაანალიზებაც. მას შეუძლია გაიხედოს მომავალისკენ და დაისახოს რეალური გეგმები, რომელთა განხორციელებაც შესძლებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ “ციყვები“ არასოდეს ივიწყებენ თავიანთ წარმომავლობასა და ოჯახს. ამის გამო ისინი პატივისცემას იმსახურებენ.
არწივი
სურათზე არწივს ყველაზე ხშირად კეთილშობილი ადამიანები ხედავენ, რომლებიც ყოველთვის პასუხობენ დახმარების თხოვნას. ასეთი ადამიანი გვერდს არ აუვლის თუ დაინახავს, რომ ვინმეს ჩაგრავენ, ან ვინმეს მხარდაჭერა სჭირდება.
პროფესიულ საქმიანობაში “არწივები” ძალიან ამბიციურები არიან, ისინი უპრობლემოდ აღწევენ თავიანთ მიზნებს. მათი ხშირად შურთ, მაგრამ “არწივებს“ სხვა ადამიანების აზრი არ აინტერესებთ. ამ კატეგორიის წარმომადგენლები ძალიან სერიოზულად უყურებენ ოჯახის შექმნის საკითხს და მხოლოდ მათთან ამყარებენ ურთიერთობებს, ვისშიც 100%-ით დარწმუნებული არიან.
გომბეშო
ამ კატეგორიის ხალხი მშვიდი და მოდუნებულია, მათ არსად ეჩქარებათ. ასეთ ადამიანს ურჩევნია იფიქროს და გააანალიზოს, ვიდრე იმოქმედოს. ისინი კარგი და კეთილგანწყობილი ამხანაგები არიან და მზად არიან გაწონასწორებული რჩევების მისაცემად. მათი ინტუიცია ყოველთვის მაღალ დონეზეა.
როდესაც “გომბეშოები” დიდი ფიქრის შემდეგ მაინც იღებენ გადაწყვეტილებას, მათ შეუძლიათ იმოქმედონ სწრაფად და ნათლად, ეჭვები წარსულში რჩება. თანდაყოლილი შრომისმოყვარეობა საშუალებას აძლევს ასეთ ადამიანებს, რომ სისტემატურად მიაღწიონ საკუთარ მიზნებს.
თევზი
ამ კატეგორიის წარმომადგენლები ყველაზე მეტად ინტუიციას ეყრდნობიან. ისინი იქ ხედავენ მინიშნებებს, სადაც ვერავინ ხედავს დაფარულ ნიშანს. ეს უნარები ეხმარება “თევზს” დაბრკოლებების ოსტატურად გადალახვაში.
ასევე, ისინი კარგად ინახავენ საიდუმლოს და შეუძლიათ საკუთარი ემოციების გაკონტროლება. უფრო მეტიც, ახლობელ ადამიანსაც კი არ შეუძლია ხოლმე იმის გარკვევა, თუ როგორ განწყობაზეა იმ მომენტში “თევზი”. გასაკვირი არ არის, რომ ამ ადამიანებს გარშემომყოფები ძალიან იდუმალ ადამიანებად მიიჩნევენ. ზოგს კი ამის ეშინია კიდეც.