თანამედროვე პენსიონერები, განსაკუთრებით ვინც სოფლებში ცხოვრობენ, ყოველთვის ელიან შვილებსა და შვილიშვილებს დღესასწაულებზე. ეს შესანიშნავი საშუალებაა ერთად შეკრებისთვის, სიახლეების განხილვისთვის, წარმატებების გასაზიარებლად ან თუნდაც საჭორაოდ. რა თქმა უნდა, ყველა შენიანია! როდესაც ბებიასთან ჩამოდიან, სუფრა იშლება და მაშინვე იქმნება შესაფერისი ატმოსფერო და ნათესავები, რომლებსაც ერთმანეთი დიდი ხნის მანძილზე არ უნახავთ, სასაუბროდ სხდებიან.
სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული ასეთი საოჯახო დღესასწაულების გამოტოვება. ჯერ ერთი, ლამაზი არ არის. ასაკოვან ნათესავებს ხომ ჰყავთ მეზობლები, რომლებმაც, როგორც ყოველთვის, პირველებმა იციან ყველაფერი. შენი ბიჭი ან ქალიშვილი არ ჩამოვიდა? რანაირად არიან აღზრდილები! და მეორეც, როგორ შეიძლება აწყენინოთ საყვარელ ადამიანს, განსაკუთრებით წმინდა დღეს? ეს არასწორია. მიუღებელიც კი.
როდესაც ზამთარი შედარებით თბილია, მას ხშირად გრძელი და ცივი გაზაფხული მოსდევს. ასე იყო ამჯერადაც. ეს კარგად იცოდა მანანა ბებომ. მისი სახსრები “ყვიროდა” უამინდობის გამო, მაშინაც კი, როდესაც ის თბილ საწოლში იწვა. გათბობაც არც ისე კარგად მუშაობდა: დაზოგვა მნიშვნელოვანია. ასე რომ, მისი ფიქრები აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულს სულაც არ ეხებოდა.
ის უნდა დალაპარაკებოდა თავის შვილებს და ეთხოვა, რომ მასთან არ ჩასულიყვნენ. ვის უნდა უყუროს მოხუც დედას ასეთ მდგომარეობაში? შვილიშვილების ჩამოყვანა ხომ, მით უმეტეს, არ არის საჭირო. ეს საშიშია. ამასთანავე, მას სულაც არ აქვს სადღესასწაულო განწყობა. ნელ-ნელა მომიწევს გამოჯანმრთელება და მერე, ალბათ, ვიზეიმებ ორ მეზობელ ქალთან ერთად. ისინიც მარტოხელა პენსიონერები არიან, წინააღმდეგი არ იქნებიან.
უფროს ბიჭთან საუბარი ხანმოკლე იყო. ის ახლა დირექტორია, ბიზნესმენია. რაიონული ცენტრიდან სოფელში გამგზავრების დრო საერთოდ არ აქვს. ახლა კი უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდა. ის ნამდვილად ძალიან ბევრს მუშაობს, რას ვიზამთ. კიდევ კარგი, რომ ფინანსურად მაინც ეხმარება. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ის იშვიათად სტუმრობს, მხოლოდ იშვიათ, შეიძლება ითქვას, უკიდურეს შემთხვევაში.
უმცროსს ქალიშვილს, პირიქით, საერთოდ არ უნდოდა ტელეფონის გათიშვა. მან მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა. მას სამი პატარა შვილი ჰყავს. სახლში ზის მათთან ერთად და იშვიათად გადის სუფთა ჰაერზე. ასე რომ, მას დალხენილი ცხოვრება არ აქვს: მუდმივად დალაგება, რეცხვა, დაუთოება. მთლიანად თავის ქმარზეა დამოკიდებული. და ბავშვებიც, თავად იცით, მათ როგორი ყურადღება სჭირდებათ.
მიუხედავად ამისა, მანანა ბებოს შვილებს არ დაუძალებიათ, რომ დედას მათი თავი მიეღო. მათ უბრალოდ მისცეს რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც თავს ცუდად იგრძნობს. მათ მისცეს რამდენიმე “სასწაული” ნახარშის რეცეპტი, “რომელიც მას აუცილებლად ფეხზე დააყენებს”. სინამდვილეში ყველაფერი ამით მორჩა. დროა ასეთი. ძალები არაფრისთვის არ გყოფნის.
წმინდა დღესასწაული
კიდევ კარგი, რომ კუსა ჰყავს აქ. დიდი, კარგად ნაკვები და ძალიან მოსიყვარულე ნაცრისფერი კატა. მას უყვარს მანანა ბებო და ყოველთვის მის გვერდით არის. ხშირად სოფელში კატებს არ სურთ სახლში დარჩენა და მხოლოდ ხანდახან ბრუნდებიან სახლში, როდესაც გარეთ ძალიან ცივა ან ძალიან მშივრები არიან. კუსა ასეთი არ იყო. მას სახლში ყოფნა უყვარდა და ნამდვილი ჯენტლმენი იყო: ქუჩაში თავის საქმეებზე გადიოდა. ისე კი, მანანა ბებოს კომპანიაში უყვარდა ყოფნა.
ცხადი იყო, რომ ეკლესიაში წასვლაზე – საუბარიც კი არ იყო . ასე რომ, მანანა ბებომ ეს დღე ჩვეულებრივად გაატარა: ცოტა საშინაო საქმეები, ძველი ტელევიზორის ყურება და კითხვა. კიდევ კარგი, რომ სათვალე ჯერ-ჯერობით კარგი ჰქონდა და თავისი საყვარელი წიგნების კითხვაში ხელი არ ეშლებოდა.
მორე დილით პენსიონერი ქალი ხასიათზე ვერ იყო. დღესასწაული უნდოდა, მაგრამ ცხოვრება ისეთია, რომ ყოველთვის მხოლოდ სიკეთე არ მოაქვს. ადგა, სახე დაიბანა, კუსას გამოელაპარაკა. ის თავისი უზარმაზარი მრგვალი თვალებით უყურებდა დიასახლისს და თითქოს ყველაფერი ესმოდა. არც კი კნაოდა, უბრალოდ უსმენდა. ის ზოგადად მშვიდად იქცეოდა, მაშინაც კი, როდესაც მისი კვების დრო მოდიოდა.
ორიოდე საათის შემდეგ ეზოში მანქანების ხმაური და ხალხის ხმა გაისმა. “მეზობლებთან ნათესავები ჩამოვიდნენ. არა უშავს! სამაგიეროდ, მომავალ წელს აღვნიშნავ”, – გაიფიქრა ქალმა. ასეც ხდება ხოლმე.
მაგრამ ხმაური სულ უფრო ძლიერდებოდა და ბოლოს მის კარზე კაკუნი გაისმა. ”შეუძლებელია”, – მხოლოდ ამის გაფიქრება მოახერხა დაბნეულმა პენსიონერმა. მაგრამ ზუსტად ასე იყო. კარებთან ნაცნობი სახეები დახვდნენ. ყველა იქ იყო: მისი ვაჟი და ქალიშვილი, შვილიშვილები, სიძე, რძალი. ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო. რაღაც ჩანთები ეჭირათ, იცინოდნენ და შესვლას ითხოვდნენ.
სახლში შევიდნენ და დაიწყეს ჩანთებიდან ტკბილეულის ამოლაგება. ყველაფერი სადღესასწაულო და ახალი. არ არის საჭირო არაფრის მომზადება, დაალაგე სუფრაზე და იზეიმე. აღმოჩნდა, რომ მათ მოესწროთ ეკლესიაში წასვლა, შემდეგ კი გადაეწყვიტათ, რომ მანანა ბებოსთან მისულიყვნენ. გზად ერთჯერადი ჭურჭელი და სხვა საოჯახო ნივთები ეყიდათ, რათა არაფრის გარეცხვა არ ყოფილიყო საჭირო.
მოხუცი ქალისთვის ეს სასიამოვნო და ძალიან მოულოდნელი საჩუქარი იყო. ის გაკვირვებისგან ცოტათი ატირდა კიდეც. ახლობლები ახალ ამბებს უყვებოდნენ, მის ამბებს ეკითხებოდნენ. ის თავს ოჯახში გრძნობდა, თბილად და მყუდროდ. მიუხედავად იმისა, რომ გათბობა ნორმალურად არ მუშაობდა, იმ დღეს არ ციოდა. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, რომელიც მათ ოჯახს ძალიან დიდი ხანის მანძილზე არ ჰქონოდა.