დამეთანხმებით, იმ ადამიანების სახლებში, რომლებიც იშვიათად ცვლიან სახლში რამეს, იშვიათად არემონტებენ და, ზოგადად, წლების განმავლობაში არაფერს არ აგდებენ, სუნთქვა საკმაოდ რთულია. გასაკვირი არაფერია, რადგან ენერგეტიკა ასეთ სივრცეში ათწლეულების განმავლობაში სტაგნაციაშია. ასეთი ადამიანები მაგნიტივით იზიდავენ უსიამოვნებებს, ისინი ხშირად ცუდ განწყობაზე არიან და გაჭირვებულად ცხოვრობენ.
ძუნწი ადამიანი -ეს არის იგივე გოგოლის პლიუშკინი “მკვდარი სულებიდან”. ძუნწს ძალიან უჭირს გამოუსადეგარი ნივთების გადაგდება. თუ ასეთ პერსონაჟს არ აიძულებთ რევიზიის მოწყობას, მაშინ დროთა განმავლობაში მისი სახლი ძველი ნივთების საწყობად გადაიქცევა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სიძუნწე ხელს უშლის ასეთ ადამიანს განვითარებასა და წინსვლაში. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ 5 ნივთზე სახლში, რომელიც პატრონის სიძუნწეზე მეტყველებს.
რომელი ნივთები მეტყველებს სახლის პატრონის სიძუნწეზე
იმისათვის, რომ თქვენი სახლი სისუფთავითა და სიმსუბუქით გაბრწყინდეს, დროდადრო უნდა მოიშოროთ არასაჭირო ნივთები. საუბარია იმ ნივთებზე, რომლებიც ზღურბლიდანვე გასცემს ძუნწ ადამიანს. გაეცანით იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც დღესვე უნდა მოიშოროთ.
გაბზარული ჭურჭელი
ხალხში ითვლება, რომ გაბზარული ჭურჭელი კარგი არ არის. ასეთი ნივთი მფლობელებს სიღარიბეს და ვალებს ჰპირდება. გარდა ამისა, ნაპრალებში მიკრობები გროვდება, რაც დროთა განმავლობაში უარყოფითად იმოქმედებს ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობაზე.
სინთეტიკური თეთრეული
აქ შემდეგი წესი მოქმედებს: უმჯობესია იყიდოთ ერთი, მაგრამ კარგი თეთრეული ნატურალური ქსოვილის, ვიდრე რამდენიმე სინთეტიკური. სელი, ბიაზი, სატინა, ბატისტი, ჟაკარდი – ყველა ამ ტიპის ქსოვილი საკმაოდ გამძლეა და თითქმის არასოდეს იკეთებს გორგლებს. თუმცა, ძუნწი ადამიანი, სავარაუდოდ, იაფფასიან სინთეტიკურ თეთრეულს იყიდის და იქამდე გამოიყენებს, სანამ არ დაიხევა. ასეთი ქმედებები მიუთითებს არა მარტო სიძუნწეზე, არამედ საკუთარი თავისა და სახლის მიმართ უპატივისმცემლობაზე.
დაბინძურებული სამზარეულოს პირსახოცები
მნიშვნელოვანია ისეთი აუცილებელი ნივთის ხშირი გამოცვლა, როგორიცაა სამზარეულოს პირსახოცები. ასევე, თვალყური უნდა ადევნოთ მათ მდგომარეობას. საჭმლის მომზადების დროს მათზე აუცილებლად ჩნდება ცხიმიანი ლაქები, ჩაის, ყავის ან სოუსების კვალი. ძუნწი ადამიანი ძველ პირსახოცს მანამდე გამოიყენებს, სანამ ის გამოუსადეგარ ჩვრად გადაიქცევა.
ჩაის პაკეტები
ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: ჩაის პაკეტები მზადდება ნარჩენებისგან, რომელიც რჩება ფოთლის ჩაის დამზადების შემდეგ. ამ სასმელს ოფისებში იყენებენ, როდესაც არც დრო არ აქვთ და არც სურვილი, რომ ყურადღება ხარისხიანი ჩაის მომზადებაზე გადაიტანონ. არ ვკამათობთ, შესაძლოა ვინმეს აკმაყოფილებდეს პაკეტის ჩაის გემო, მაგრამ მისი მეორედ გამოყენება უკვე სიძუნწის ნიშანია. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ თავად ჩაის პაკეტებზე და, მაგალითად, რამდენიმე კოლოფი შეიძინოთ ფასდაკლებაზე. მაგრამ პაკეტების ხელახლა გამოყენება – ეს უკვე ნამეტანია.
ყველაზე იაფი ტუალეტის ქაღალდი
ნაცრისფერმა ტუალეტის ქაღალდმა შეიძლება გააფუჭოს აბაზანაში დიზაინერული რემონტიც კი. ის იაფფასიანად გამოიყურება და გამოსაყენებლადაც უსიამოვნოა. თუ არ გსურთ ფულის დახარჯვა ხარისხიან ტუალეტის ქაღალდზე, მაშინ რამდენიმე რულონი მაინც შეიძინეთ იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე სტუმრად მოვა.
ყველა ძუნწი ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა – არაჯანსაღი ეკონომია და ყველაფრის დაგროვება. ასეთი ადამიანები იშვიათად ცხოვრობენ ბედნიერად, წარმატებულად და მატერიალური სიუხვით. ისინი მიჩვეულნი არიან თავიანთი რესურსის დახარჯვას არა იმაზე, თუ როგორ გამოიმუშავონ მეტი, არამედ იმაზე, თუ როგორ შეამცირონ ხარჯები.