თვითშეფასება და ადამიანის მიზანსწრაფულობა მჭიდრო კავშირშია, თუმცა ეს ორი სხვადასხვა რამეა. თვითშეფასება განსაზღვრავს, თუ რამდენად აფასებს ადამიანი თავის თვისებებს, უნარებსა და ღირსებას. მიზანსწრაფულობის დონე კი გვიჩვენებს, თუ რამდენად რთული ამოცანების დასახვა შეუძლია ადამიანს.
დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. ეს არის უილსონის ასოციაციური ტესტი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ ადამიანის ემოციური მდგომარეობა, იმ მომენტისთვის, როდესაც ის სურათს უყურებს. გაარკვიეთ, რა ხდება თქვენს შინაგან სამყაროში ამ კონკრეტულ მომენტში.
თვითშეფასება და მიზანსწრაფულობის დონე
თავდაპირველად ეს ტესტი იმისთვის შეიქმნა, რომ ბავშვების ემოციური მდგომარეობა შეესწავლათ სწავლის პერიოდში. თუმცა, მოგვიანებით მათ შენიშნეს, რომ ეს ტესტი მოზარდებისთვისაც აქტუალური იყო. ამიტომ მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.
ტესტის გასავლელად, ყურადღებით დააკვირდით ზემოთ მოცემულ სურათს და თქვენი არჩევანი შეარჩიეთ იმ ადამიანზე, რომელიც თქვენში ყველაზე ძლიერ ასოციაციებს იწვევს. დაიმახსოვრეთ ეს ნომერი და წაიკითხეთ განმარტებები.
ადამიანებს, რომელთა ნომრებია: “1”, “3”, “6” და “7”, ყველაზე ხშირად მიზანმიმართული ადამიანები ირჩევენ, რომლებსაც არ ეშინიათ დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების. დროის ამ მომენტისთვის თქვენ ძალიან გაბედული და მტკიცე ხართ და სასურველი მიზანი ძალიან ახლოს გეჩვენებათ.
ადამიანებს, რომელთა ნომრებია: “2”, “11”, “12”, “18” და “19” უფრო ხშირად კომუნიკაბელური ადამიანი ირჩევს, რომელიც ყოველთვის ღიაა თავისი გარემოცვისთვის. თქვენ მზად ხართ მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის, როგორც სიტყვით, ასევე საქმით.
ადამიანს, რომლის ნომერია “4” ირჩევენ აქტიური ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან სრულფასოვან ცხოვრებას. თქვენ მნიშვნელოვან მიზნებს ისახავთ, მაგრამ არ ხართ მზად, მთელი ძალების დასახარჯად იმისთვის, რომ ამ მიზნებს მიაღწიოთ. სიამოვნებასა და წონასწორობაში ცხოვრება თქვენთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე გრანდიოზული წარმატებისთვის ბრძოლა.
სხვა ვარიანტები
ადამიანს, რომლის ნომერია “5” – უფრო მეტად გადაღლილ ადამიანები ირჩევენ, რომლებმაც თითქმის მთლიანად ამოწურეს ძალები. თუ ეს თქვენი არჩევანია, მაშინ იჩქარეთ დაგეგმოთ ხარისხიანი შვებულება რესურსების განახლებისთვის.
ადამიანს, რომლის ნომერია “9” – ირჩევენ მხიარული ადამიანები, რომლებსაც უყვართ დროის სასიამოვნოდ გატარება. ეს არის მათი მთავარი მიზანი, ცხოვრების უდიდესი მოტივაცია და აზრი, მოცემული მომენტისთვის.
ადამიანებს, რომელთა ნომრებია “13” და “21” – ირჩევენ ჩაკეტილი ადამიანები, რომლებიც დიდ ენერგიას ხარჯავენ უსაფუძვლო შფოთზე. შეეცადეთ გაუმკლავდეთ საკუთარ შიშებს და იპოვოთ ისეთი რამ, რაც დაგამშვიდებთ.
ადამიანს, რომლის ნომერია: “8” – ირჩევენ ადამიანები, რომელთაც, მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ. თქვენ უამრავი საფიქრალი გაქვთ და მუდმივად ფიქრებში ხართ ჩაძირული. ეცადეთ, მეტი დრო გამონახოთ გარშემომყოფებისთვის თქვენი იდეების გასაზიარებლად. შესაძლოა, რაიმე ახალი გაიგოთ და სწორი მიმართულებით წახვიდეთ.
ადამიანებს, რომელთა ნომრებია:”10″ და “15”, ირჩევენ ადამიანები, რომლებიც ამ მომენტში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ და არ არიან მზად არაფრის შესაცვლელად. როგორც ჩანს, თქვენ კარგად ერგებით ნებისმიერ პირობებს.
ადამიანს, რომლის ნომერია “14” ირჩევენ ადამიანები, რომლებიც თვითკრიტიკულები არიან. თქვენ ზედმეტად მკაცრი ხართ საკუთარი თავის მიმართ, რამაც ნამდვილ ემოციურ ხაფანგში გაგაბათ. შეჩერდით და შეეცადეთ, რომ თქვენი აზრები უფრო პოზიტიური და პროდუქტიული მიმართულებით წარმართოთ. ან დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართეთ.
ადამიანს, რომლის ნომერია „20“, ირჩევენ ადამიანები, რომელთაც მაღალი თვითშეფასება აქვთ, ყველგან ცდილობენ საკუთარი თავის გამოვლენას და ყურადღების ცენტრში ყოფნას.
ადამიანს, რომლის ნომერია “16”, ირჩევენ ისინი, ვინც დაიღალა სხვა ადამიანების მხარდაჭერით. იმ ადამიანს კი, რომლის ნომერია “17” ყველაზე ხშირად ისინი ირჩევენ, ვისაც ყურადღება, მხარდაჭერითა და ზრუნვა არ აკლია.