ლეგენდარული ბრიტანული დიეტა: 4 კვირაში თქვენ გარანტირებულად დაიკლებთ ათეულობით კილოგრამს.

310
photo by caradietaman.com

ამ ლეგენდარული დიეტის დახმარებით თქვენ 4 კვირაში გარანტირებულად დაიკლებთ 10-20 კლოგრამს შიმშილის გარეშე. ერთადერთი წესი კი მარტივი კვების რეჟიმის დაცვაა.

ითვლება, რომ ეს დიეტა შემუშავებულ იქნა დიეტოლოგების მიერ, ცნობილი ამერიკული კლინიკიდან “მეიო” სპეციალურად რკინის ლედი “მარგარეტ ტეტჩერი”-თვის.

ამ დიეტის აზრი პროდუქტების განსაკუთრებულ შერწყმაშია, რაციონის ძირითადი შემადგენლები არიან კვერცხი და ციტრუსები. მზგავსი შერწყმა საშუალებას იძლევა ეფექტურად დაიწვას ცხიმები მცირე დროში, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

მაგგის დიეტის 7 წესი:

  1. სადილისა და ვახშამის გადანაცვლება აკრძალულია.
  2. თუკი არ არის მითითებული პროდუქტის ზუსტი პორცია, მისი ჭამა შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობით.
  3. კვერცხი შეგიძლიათ ნაწილობრივ ან სრულად ჩაანაცვლოთ ხაჭოთი
  4. შეგიძლიათ ჭამოთ კბილეული, რომელიც დამზადებულია შაქრის შემცვლელზე.
  5. აუცილებელია ჭამოთ ბევრი ხილი და სვათ ბევრი სუფთა წყალი.
  6. აკრძალუალია კვება მუცელში სიმძიმის შეგრძნებამდე
  7. მარილის შემცველობა უნდა დაიყვანოთ მინიმუმამდე, დაამატეთ მეტი სანელებელი და სუნელი.

აკრძალული პროდუქტები:

  • ცხვრის ხორცი და ქონიანი ღორის ხორცი
  • ფინიკი, ბანანი, მანგო, ლეღვი, ყურძენი
  • კარტოფილი, სიმინდი
  • რძე, ცხიმიანი ყველი
  • ცხოველური ცხიმები, მცენარეული ზეთი და კარაქი
  • ხორცის ბულიონი
  • ცხიმიანი სოუსები
  • მაკარონები, მარცვლეული
  • ცომეული (ნებადართული მარცვლელუის პურის გარდა)
  • შაქარი და შაქარზე დამზადებული ტკბილეული
  • ალკოჰოლი

კვერცხის დიეტა მაგგი თქვენ არ გამოგადგებათ თუკი, თქვენ გაქვთ ალერგია გამოყენებულ პროდუქტებზე, გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, ორსულობის დროს. მანამ სანამ დიეტის დაცვას შეუდგებით აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პირველი კვირა:

საუზმე ყოველდღე მეორდება: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1 გრეიფუტი, ყავა ან ჩაი შაქრის გარეშე.

დღე პირველი

  • სადილი – ვაშლი, მსხალი და ნახევარი ფორთოხალი
  • ვახშამი – 400გ უცხიმო, შემწვარი საქონლის ხორცი.

დღე მეორე

  • სადილი – შემწვარი ქათმის გულმკერდი წითელი წიწაკით და სალათის მიქსი ლიმონის წვენით.
  • ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, სალათი ახალი კიტრისგან, პიტნისგან და ოხრახუშით, ნახევარი გრეიფრუტით, 1 ნაჭრი ხორბლის პური

დღე მესამე

  • სადილი – სალათა ცხიმგამოცლილი ყველით, პომიდორით, ახალი ოხრახუშით, 1 ნაჭერი ხორბლის პურით.
  • ვახშამი – მოხარშული ხორცი ჩაჭრილი მწვანილით და მდოგვით, სალათა კომბოსტოსგან, სტაფილოთი და ლიმონის წვენით.

დღე მეოთხე

  • სადილი – ხილის სალათა, ცხიმგამოცლილი ნატურალური იოგურტით.
  • ვახშამი – შემწვარი ქათამი კურკუმით და ქინძით, ახალი პომიდორის და კიტრის სალათა მწვანე ნიახურით.

დღე მეხუთე

  • სადილი – 2 მოხარშული კვერცხ, სალათა მოხარშული სტაფილოსგან და მწვანე ბარდა, სოიოს სოუსით.
  • ვახშამი – შემწვარი თევზი, პეკინის კომბოსტოს სალათი გრეიფრუტით და ოხრახუშით.

დღე მეექვსე

  • სადილი – წყალზე დამზადებული ხილის რბილობი
  • ვახშამი – მოხარშული საქონლის ხორცი კიტრის სალათით და კამით.

დღე მეშვიდე

  • სადილი – მოხარშული ქათამი, პომიდვრის სალათი ბაზილიკით.
  • ვახშამი – შემწვარი ბულგარული წიწაკა ნიორით და მწვანილით, 1 ნაჭერი ხორბილის პური.

მეორე კვირა

საუზმე ყოველდღე მეორდება: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1 გრეიფუტი, ყავა ან ჩაი შაქრის გარეშე.

დღე პირველი

  • სადილი – შემწვარი ძროხის ხორცი ნედლი ბოსტნეულით.
  • ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, 1 გრეიფრუტი

დღე მეორე

  • სადილი – შემწვარი ქათმის გულმკერდი ბულგარული წიწაკით და სტაფილოთი
  • ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი

დღე მესამე

  • სადილი – შემწვარი ძროხის ხორცი, კომბოსტოს, კიტრის და მწვანილის სალათან ერთად.
  • ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, 3 მანდარინი.

დღე მეოთხე

  • სადილი – 2 მოხარშული კვერცხი, ყველის და მწვანილის სალათი, ორთლის აბაზანებით მოხარშული ყაბაყი და სტაფილო.
  • ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი

დღე მეხუთე

  • სადილი – ფოლგაში გამომცხვარი თევზი ლიმონით როზმარინით და კამით
  • ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, 1 გრეიფრუტი

დღე მეექვსე

  • სადილი – მოხარშული ქამის ხორცი, სალათა პომიდორით, ბულგარული წიწაკით, ქინძით. 1 ფორთოხალი.
  • ვახშამი -1 მოხარშული კერცხი, ხილის სალათა გრეიფრუტის და უცხიმო იოგურტის დამატებით.

დღე მეშვიდე

  • სადილი – შემწვარი ქათმის გულმკერდი პომიდორით, ყაბაყით, ნიორით და მწვანილით, 1 ფორთოხალი.
  • ვახშამი – 2 მოხარშული კვერცხი, ახალი კიტრის სალათა ნიახურით

მესამე კვირა

  • დღე პირველ – მთელი დღის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ ხილის ჭამა. შეგიძლიათ მოამზადოთ ხილის სალათა მცირეოდენი უცხიმო ხაჭოთი დამატებით და ნატურალური იოგურტით.
  • დღე მეორე – მთელი დღის მანძილზე შეგიძლია მიირთვათ მხოლოდ ორთქლზე მოხარშული ან გამომცხვარი ბოსტნეული. რეკომენდირებულია მათ დაუმატოთ ცხარე სანელებლები და ახალი მწვანილი.
  • დღე მესამე – ამ დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ყველა ახალი ან გამომცხვარი ხილი და ბოსტნეული, აკრძალულების გარდა!
  • დღე მეოთხე – საკვების ოთხჯერადი მიღება, რომელიც შედგება მირე პორცია შემწვარი ან მოხარშული თევზისგან, კომბოსტოს სალათისგან, მწვანე ფოთლების სალათისგან, მოხარშული ან გამომცხვარი ბოსტნეულისგან.
  • დღე მეხუთე – შემწვარი ან მოხარშული უცხიმო ხორცი ან ქათამი, ახალი ან მოხარშული ბოსტნეული. ყველა პროდუქტი უნდა გაყოთ 4 თანაბარ პორციათ და მიიღოთ ის დღის განმავლობაში.
  • დღე მეექვსე და მეშვიდე – ყველაზე მკაცრი დღე: შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ერთი ხილი ნებისმიერ დროს.

მეოთხე კვირა
მითითებული პროდუქტები უნდა გადაანაწილოთ 5-6 თანაბარ პორციად, მთელი დღის მანძილზე გამოსაყენებლად. რაიმეს დამატება კატეგორიულად იკრძალება.

  • დღე პირველი – 1 გრეიფრუტი, 2 ფორთოხალი, 4 პომიდორი, 4 კიტრი, 1ქილა თინუსი ცხიმის გარეშე, 300გ მოხარშული ან შემწვარი უცხიმო ხორცი.
  • დღე მეორე – 1 მსხალი ან 1 ვაშლი, 200 გრამი ნესვი ან 1 ფორთოხალი, 1 გრეიფრუტი, 300 გ მოხარშული ხორცი ან ქათმის გულმკერდი, 4 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ნაჭერი ხორბლის პური.
  • დღე მესამე – ცხიმგამოცლილი ყველი, 150 გრამი ცხიმგამოცლილი ხაჭო, მოხარშული ან ორთქლის აბაზანით ბოსტნეული, 2 კიტრი, 2 პომიდორი, 1 ნაჭერი ხორბლის პური, 2 ფორთოხალი ან 1 გრეიფრუტი.
  • დღე მეოთხე – 400გ მოხარშული ქათამი, 3 პომიდორი, 3 კიტრი, 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 ფორთოხალი და 1 გრეიფრუტი.
  • დღე მეხუთე – სალათის ფოთლები, შემწვარი ან მოხარშული თევზი, 3 პომიდორი, 3 კიტრი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 გრეიფრუტი ან 2 ფორთოხალი.
  • დღე მეექვსე – 400 გრამი ქათმის გულმკერდი, 150 გრამი ცხიმგამოცლილი ხაჭო ან 150 გრამი უმარილო და უცხიმო ყველი, 1 ნაჭერი ხორბლის პური,3 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი, 2 ფორთოხალი ან ფრეიფრუტი.
  • დღე მეშვიდე – 150გ ცხიმგამოცლილი ხაჭო, 1 ბანკა თინუსი ცხიმის გარეშე, ბოსტნეული ორთქლის აბაზანებით, 3 კიტრი, 3 პომიდორი, 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 გრეიფრუტი ან 2 ფორთოხალი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს