სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა იცის პირადი მაგალითით, რა არის მარტოობა. გასაკვირია, რომ სწორედ ახალგაზრდები ამჯობინებენ უფრო მეტად პარტნიორის გარეშე ცხოვრებას. თუმცა, ამავდროულად, თითოეული ასეთი მარტოხელა ადამიანი სოციალური წნეხის ქვეშ ექცევა და ხშირად რცხვენია თავისი დამოუკიდებელი სტატუსის.
მრავალი სტერეოტიპი ჯერ კიდევ საკმაოდ მყარად არის ჩამჯდარი ადამიანების გონებაში. ითვლება, რომ მარტოხელა ადამიანები სევდიანები და მოწყენილები არიან, რომ ისინი აქტიურად ეძებენ მეორე ნახევარს და ვერ პოულობენ მას. ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მარტოა, ესე იგი, მას რაღაც სჭირს.
რა არის მარტოობა
გამოკითხვების შედეგების შესწავლისას მეცნიერები გაოცდნენ იმით, რომ მარტოხელა რესპონდენტთა ნახევარზე მეტს მარტოობის რცხვენოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანების 60% კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ეს არ იცავს მათ დამღლელი კითხვებისგან, რჩევებისგან და გარშემომყოფთა ზეწოლისგან.
სოციალური სტერეოტიპები ამტკიცებს, რომ დაოჯახებული ადამიანები უფრო სრულყოფილად და ბედნიერად ცხოვრობენ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ არის. ამავდროულად, მარტოხელების ცხოვრება მოსაწყენად და ტრაგიკულადაც კი ითვლება, მათ უწოდებენ ეგოისტებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ.
საზოგადოების ზეწოლას შეუძლია გაანადგუროს თუნდაც ძალიან სტაბილური თვითშეფასება. ხშირად ადამიანები, რომლებიც კომფორტულად ცხოვრობენ მეორე ნახევრის გარეშე, სხვების ზეწოლის ქვეშ ექცევიან, საკუთარ თავს აბიჯებენ და ცდილობენ “ნორმალური” ოჯახის შექმნას. ამ მცდელობებს ყოველთვის რაიმე კარგი არ მოაქვს.
რატომ აღიზიანებს ეს სხვებს
ფსიქოთერაპევტები განმარტავენ, რომ საზოგადოება მარტოხელა ადამიანებს იმის გამო კიცხავს, რომ ისინი არ ამართლებენ ადამიანთა მოლოდინებს. ამასთან, ქალებზე ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცებზე.
თუმცა აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში, მარტოხელა მამაკაცების მიმართაც ასეთი დამოკიდებულებაა. თუ ბიჭს 30 წლის ასაკში არც ცოლი ჰყავს და არც შვილი, მაშინ ეს არანორმალურად და სამარცხვინოდაც კი ითვლება. თუმცა ბოლო დროს ასეთი “გამაოგნებელი” შემთხვევები სულ უფრო ხშირად ხდება.
თუმცა საზოგადოებრივი აზრი ნელ-ნელა იცვლება. აქ თავის როლს ცნობილი ადამიანებიც ასრულებენ, რომლებიც რეგულარულად უზიარებენ თავიანთ შეხედულებებს თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელების საშუალებით. მაგალითად, ცნობილი მსახიობი ემა უოტსონი 33 წლის ასაკში საკუთარ თავს საჯაროდ უწოდებს „დამოუკიდებელ პარტნიორს“, რითაც გამოხატავს მხარდაჭერას სხვა ადამიანების მიმართ, ვინც უპირატესობას მარტო ყოფნას ანიჭებს.
Covid-მა და შემდგომმა ჩაკეტვამ ასევე იმოქმედა ხალხის შეხედულებებზე. ბევრმა აღმოაჩინა, რომ თვითიზოლაცია არც ისე ცუდია, როგორც ადრე ფიქრობდნენ. თანამედროვე სამყაროში მარტო ყოფნა სავსებით მისაღები არჩევანია, რომელსაც უამრავი დადებითი მხარე აქვს.