დღეს მენიუში ბოშური ცივი წვნიანი გვაქვს, დიასახლის გალინას რეცეპტი ვნახე და ვიწყებ მომზადებას

172

თბილ სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია ცივი წვნიანი, რომელსაც “აკროშკას” ეძახიან. ალბათ ყველას გაუსინჯავს ეს პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი კერძი. მას კი, ვისაც ეს წვნიანი არ გაუსინჯავს, ვურჩევთ, რომ აუცილებლად გასინჯოს.

ეს ცივი წვნიანი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. კეფირით მომზადებული ეს კერძი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აწესრიგებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმს აჯანსაღებს. ვიტამინების სიმრავლის გამო ეს კერძი უაღრესად სასარგებლოა ავადმყოფისთვის ან ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელებული, სტრესისა და უძილობისგან დასუსტებული ადამიანისთვის.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რამდენ კალორიას შეიცავს ეს ცივი წვნიანი და რა არის საჭირო მის მოსამზადებლად, გამოცდილი ბოშა დიასახლისის რეცეპტის მიხედვით. შედეგი აუცილებლად გაგახარებთ თქვენც და თქვენს ოჯახსაც.

რამდენ კალორიას შეიცავს ცივი წვნიანი

ინგრედიენტები

  • 200 გრ ძეხვი;
  • 8-10 ცალი ბოლოკი;
  • 2-3 ცალი ახალი კიტრი;
  • რამდენიმე ცალი მოხარშული კარტოფილი;
  • 5 ცალი მოხარშული კვერცხი;
  • 200 მლ არაჟანი;
  • 1 ჩ.კ მარილი;
  • 1 ლ კეფირი;
  • 0,5ლ ადუღებული წყალი;
  • მწიკვი წიწაკა;
  • ხახვი და მწვანილი.

მომზადების წესი

1. ყველაფერი წვრილად უნდა იყოს დაჭრილი ან გახეხილი. ჩვენს შემთხვევაში, დავიწყოთ კიტრის დაჭრით. კიტრი ჯერ თხელ ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ კი დანით გრძელ ნაჭრებად დაჭერით.

2. იგივენაირად დაჭერით ბოლოკიც. ასე დაჭრა თუ თქვენთვის რთული და მოსაწყენია, მაშინ სახეხი გამოიყენეთ. შედეგი დაახლოებით იგივე იქნება.

3. შემდეგ დაჭერით ძეხვი ისე, რომ ნაჭრები იმავე ზომის იყოს, როგორიც კიტრის და ბოლოკის ნაჭრები.

4. მოხარშული კარტოფილის დაჭრა უფრო რთული იქნება, ეცადეთ, რომ ნაჭრები პატარა გამოვიდეს. შემდეგ დაჭერით კვერცხი.

5. წვრილად დაჭერით ხახვი და დანარჩენი მწვანილი, რომლის გარეშეც ცივი წვნიანი გემრიელი არ გამოვა. მყარი თავები წინასწარ მოაჭერით, კერძში მათი დამატება საჭირო არ არის. გადაიტანეთ ყველა ინგრედიენტი ღრმა თასში და მარილი და პილპილი მოაყარეთ.

6. ამის შედეგ დაამატეთ კეფირი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და კვლავ აურიეთ. ბოლოს, დაასხით გაცივებული ადუღებული წყალი, კიდევ ერთხელ აურიეთ და გააჩერეთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. ცივი წვნიანი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ბოშური რეცეპტის მიხედვით მომზადებული ასეთი წვნიანი სადღესასწაულო სუფრაზეც კი ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

ამავდროულად, ასეთი ვიტამინებით სავსე წვნიანი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენ კალორიას შეიცავს ცივი სუპი? ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კეფირს გამოიყენებთ, თუ მინერალურ წყალს. კეფირით მომზადებული წვნიანის ერთი თეფში დაახლოებით 250 კკალ-მდე შეიცავს, ხოლო მინერალურ წყლით მომზადებული მხოლოდ 200 კკალ-ს შეიცავს.

თუ ამ მაჩვენებლის უფრო მეტად შემცირება გსურთ, მაშინ ძეხვი მოხარშული ქათმის ან საქონლის ხორცით ჩაანაცვლეთ. ასევე შეგიძლიათ შეამციროთ კარტოფილის რაოდენობა, მაგრამ დაამატოთ უფრო მეტი ბოლოკი და მწვანილი. უფრო სქელი კონსისტენციის წვნიანის მისაღებად შეგიძლიათ დაამატოთ ავოკადო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს