ძველად ნიორს ბოროტი სულებისაგან დასაცავ თილისმად იყენებდნენ. ნივრით მკურნალობდნენ, იცავდნენ ბავშვებსა და პირუტყვს, სახლის შესასვლელთან კიდებდნენ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან თავის დასაცავად. ბევრი რიტუალი მხოლოდ ნივრით სრულდებოდა. ნიორი დღესაც ძლიერი საშუალებაა ჯადოსა და ბოროტი თვალის საწინააღმდეგოდ. ჩვენს დროშიც კი, ადამიანები არ წყვეტენ ჯადოქრობას და ერთმანეთის ცუდს უსურვებენ. ამიტომ, ჯადოს საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერ ლოცვასაც კი, ყოველთვის თან ახლავს ნივრის კბილი. ნივრის ერთი კბილი ბევრჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ჯადო და ბოროტი თვალი.
ჯადოს საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი ლოცვები
ნივრის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. ის არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ანტივირუსული საშუალება. იგი გვეხმარება გაციებასა და ანთების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიორი პიკანტურ გემოს ანიჭებს კერძებს. ზოგადად, ნიორზე ბევრის თქმა შეიძლება. ზოგ ადამიანს ის არ მოსწონს, მაგრამ თითოეული ადამიანი მისთვის საკუთარ გამოყენებას პოულობს.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური რიტუალის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ ჯადო. ასეთი რიტუალის ჩატარება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, სპეციალური ცოდნა სულაც არ არის აუცილებელი.
ამ რიტუალის ძალა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ჯადოქრობას და საკუთარი სახლი ბოროტი სულებისგან დაიცვათ. ეს რიტუალი არ არის დაკავშირებული მთვარის ფაზებთან, მისი ჩატარება შესაძლებელია ძილის წინ ნებისმიერ დღეს. სასურველია, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა, საჭიროების შემთხვევაში, ეს რიტუალი დამოუკიდებლად, სხვა ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ჩაატაროს.
რიტუალი ნივრით
ძილის წინ აიღეთ ნივრის კბილი და გაასუფთავეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დანა ან სხვა ბასრი საგანი. მხოლოდ ხელით უნდა გაფცქვნათ. გაფცქვნის შემდეგ, ნივრის ეს კბილი მარცხენა ხელისგულში დაიჭირეთ და ეს სიტყვები წარმოთქვით: ”ამ სუნისგან ყველა უწმინდურება ჭაობში ჩაიძირება.”
წარმოთქვით ეს სიტყვები მშვიდი, მაგრამ თავდაჯერებული ხმით. ამ გზით ბოროტ სულებს თქვენი დაუნდობელი განზრახვის შესახებ აცნობებთ. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ნივრის კბილი საწოლის გვერდით ტუმბოზე დადეთ და დაიძინეთ.
დილით, როგორც კი გაიღვიძებთ, აიღეთ ეს ნივრის კბილი და გადააგდეთ. მიზანშეწონილია, რომ ასეთი ნაგავი სასწრაფოდ გაიტანოთ სახლიდან, რათა სივრცე ბოროტებისა და ჯადოსგან გაათავისუფლოთ. ეს რიტუალი უნდა შესრულდეს სამჯერ, სამი ღამე ზედიზედ. ამ რიტუალის შემდეგ თქვენს სახლსა და სულს სხვა ადამიანების ყველა ბოროტი შელოცვა, ბოროტი ფიქრი და ჯადო მოშორდება.
ყოველგვარი ნეგატივისაგან საუკეთესო თავდაცვა – თავდაჯერებულობა და კარგი განწყობაა. არ არის აუცილებელი მკითხავების და ჯადოქრების ძებნა, რადგან, მათ თუ მიმართავ, არ იცი, რა შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ ჯადოქარს შეუძლია კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ან ავნოს ადამიანს.
ყველაზე ძლიერი რიტუალები ყოველთვის არ არის რთული და თითოეულ ადამიანს საკუთარი თავის დაცვა თავად შეუძლია. ჩვენ კი ჩვენს მკითხველს მხოლოდ დადებით აზრებს, სასიამოვნო მოვლენებს და ცხოვრებაში კარგ თანამგზავრებს ვუსურვებთ.