ჩაიდნიდან ნადების 1 წუთში მოსაშორებლად, არავითარი მაღაზიაში ნაყიდი საშუალება არ გჭირდებათ. გაიმეორეთ, რასაც გავაკეთებ

1502

ელექტრო მოწყობილობები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება გავძლოთ მათ გარეშე. ასე, მაგალითად, ჩვენთვის უფრო ადვილი და მოსახერხებელია წყლის ელექტრო ჩაიდანში გაცხელება. და მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგია გაზზე ძვირია, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ელექტრო ჩაიდნის გამოყენებას ჩვეულებრივი ჩაიდნის ნაცვლად. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ჩაიდანს საკუთარი უპირატესობები აქვს და ამის უარყოფა რთულია. მაგალითად, ასეთი ჩაიდანი უფრო ადვილად ირეცხება როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ყოველთვის გვაქვს ჩაის დალევის ან უბრალოდ წყლის გაცხელების შესაძლებლობა.

სამაგიეროდ, ელექტრო ჩაიდანი წყალს გაცილებით სწრაფად ადუღებს. ის უფრო კომპაქტური და მარტივი გამოსაყენებელია. ელექტრო ჩაიდნებში ნადები ძალიან ხშირად ჩნდება, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემა, თუ რამდენიმე ხრიკის შესახებ გეცოდინებათ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა მოაშოროთ ჩაიდანს ნადები სწრაფად და მარტივად.

როგორ მოვაშოროთ ჩაიდანს ნადები

ელექტრო ჩაიდნის რეცხვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩაიდნის. ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, რომ წყალი ელექტრო ნაწილებს არ მოხვდეს. ჩაიდანში ნადების წარმოქმნა უპირველეს ყოვლისა განპირობებულია იმით, რომ ქალაქებში წყალი საკმაოდ ხისტია და მძიმე მეტალებითა და სხვადასხვა მინერალებით არის გაჯერებული.

ძალიან ხშირად, წყალს ადუღებამდე ქილებში აჩერებენ ან სპეციალურ ფილტრებში ატარებენ. ამის შემდეგ წყალი უფრო რბილი ხდება და გემოც უფრო სასიამოვნო აქვს.

თუმცა ადამიანების უმეტესობა ჩაიდანში წყალს პირდაპირ ონკანიდან ავსებს. ამიტომ რეკომენდირებულია, თვეში ერთხელ მაინც, პროფილაქტიკის ჩატარება და ელექტრო ჩაიდნიდან ნადების მოშორება. ამისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ გამწმენდი საშუალება, რომელიც სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება.

თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნადების მოშორების ერთ-ერთი ბიუჯეტური და არანაკლებ ეფექტური მეთოდი. მით უმეტეს, რომ ასეთი რეცეპტები უფრო უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის, რადგან მავნე ქიმიურ ნაერთებს არ შეიცავს.

დადასტურებული ხრიკები

პირველი საშუალება ყველაზე ეკონომიურია. გარდა ამისა, ინგრედიენტები, რომლებიც მის მოსამზადებლადაა საჭირო, ყველასთვის ხელმისაწვდომია. თქვენ გჭირდებათ წყალი და ძმარი. ჩაასხით წყალი ჩაიდანში ისე, რომ მან ნადები მთლიანად დაფაროს, შემდეგ კი ჩაასხით ძმარი, საკმარისი რაოდენობით.

ეს ნარევი ჩაიდანში აადუღეთ, შემდეგ კი – ჩაიდანი კარგად გარეცხეთ. სულ ეს არის – ჩაიდანი სუფთაა და მზადაა შემდგომი გამოყენებისთვის. მიზანშეწონილია, რომ გარეცხვის შემდეგ პირველი ადუღებული წყალი უბრალოდ გადაასხათ. მეორედ ადუღებული წყალი უკვე ვარგისი იქნება გამოსაყენებლად.

მეორე მეთოდი თქვენგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან შესაძლოა სახლში არ გქონდეთ მისთვის საჭირო მთავარი ინგრედიენტი. წადით უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, სადაც ლიმონმჟავას შეძენას შეძლებთ. ჩაიდანში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ 1 კოვზი ლიმონმჟავა და ადუღეთ. ამის შემდეგ, ჩაიდანი კარგად გარეცხეთ. ჩაიდანი მზად იქნება შემდგომი გამოყენებისთვის.

ეს მეთოდი უფრო ეფექტურია, ვიდრე პირველი, რადგან ლიმონმჟავა უკეთ აშორებს ნადებს.

ნებისმიერი ტექნიკა – ეს არ არის მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების შემსუბუქება და ოპერაციების შესრულების სიჩქარე. იმისათვის, რომ მოწყობილობა უფრო მეტხანს გემსახუროს, საჭიროა მისი სათუთი გამოყენება და მოვლა. და სასურველია, რომ ასეთი პრევენციული ღონისძიებები იყოს ბიუჯეტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს