მოვიზიდოთ ფული. 7 ჯადოსნური სიტყვა

405

იცოდით, რომ ყველაზე უვნებელ სიტყვებსაც კი ძლიერი ენერგეტიკა გააჩნია? ზოგიერთი მათგანი ხელს უწყობს აყვავებას და კეთილდღეობას, ზოგს კი – შეუძლია, რომ ცხოვრება გაგიფუჭოთ. ეს ეხება ერთი შეხედვით უდანაშაულო ფრაზებს, როგორიცაა “ვაი”, “შოკირებული ვარ”, “ფეხზე ვერ ვდგავარ”, “გაგიჟება შეიძლება” და ა.შ.

ჩვენს დროში ისედაც ზედმეტად გავრცელებულია ფსიქოლოგიური და პირადი ხასიათის პრობლემები, საკუთარ თავს რომ არ ვუსურვოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საუბარია სასიამოვნო აფირმაციებზე. გიამბობთ, როგორ უნდა მოიზიდოთ ფული, მხოლოდ ერთი მარტივი ხრიკის მეშვეობით. ამ სიტყვების ყოველდღიურად გამეორებით, შეამჩნევთ, თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

როგორ მოვიზიდოთ ფული: ეფექტური სიტყვები

კარგი ფინანსური მდგომარეობის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ კარგად ანაზღაურებადი სამსახურის, პირადი ბიზნესის ან მაღალი თანამდებობის წყალობით. დაიმახსოვრეთ ნამდვილად “ჯადოსნური“ სიტყვების სია, რომლებიც პირდაპირ გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ წარმატებაზე. გაიმეორეთ ისინი დღეში რამდენჯერმე და მაშინვე შეამჩნევთ ცვლილებებს უკეთესობისაკენ.

ბედნიერება

ამ სიტყვას უბრალოდ წარმოუდგენელი ენერგეტიკა აქვს “+” ნიშნით. როდესაც ჩვენ მას გამოვთქვამთ ან გვესმის, ჩვენს თავში მაშინვე იწყებს ციმციმს სასიამოვნო ასოციაციები. და ის, ვინც ისწრაფვის გახდეს ჭეშმარიტად ბედნიერი, აუცილებლად გახდება. მერწმუნეთ, ამ სიტყვის დილით და საღამოს გამეორებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ, მათ შორის სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას.

წარმატება და იღბალი

წარმატებული ადამიანი საკუთარ თავს არასდროს და არაფერში ეუბნება უარს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წარმატება სიმდიდრის გასაღებია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ სიტყვის გამეორება, არამედ იმის რწმენა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი გახდებით. ცხოვრებაში უამრავი მაგალითია, როდესაც მხოლოდ საკუთარი ძალების რწმენა ეხმარებოდა ადამიანს წარმატების მიღწევაში. ისევე, როგორც წარმატების გარეშე, შეუძლებელია მიზნების მიღწევა. გაბრაზებულზე წარმოთქმული ფრაზა “უიღბლო ვარ“ – დროთა განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში ნეგატივს მოიზიდავს და ფულად ნაკადს დაბლოკავს. შეეცადეთ გულწრფელად დაიჯეროთ, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებთ და მალე ამაში 100%-ით დარწმუნდებით.

აყვავება

სიტყვა “აყვავება“ თავისთავად ძალიან პოზიტიურია, რადგან ის წარმოადგენს განვითარებას, ზრდას და დაუღლელ მოძრაობას უკეთესობისკენ. წარმოთქვით ის, რაც შეიძლება ხშირად და თავდაჯერებულად. და წელსვე შეამჩნევთ დადებით ცვლილებებს თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაში.

სიმდიდრე

თუ ადამიანი დიდ ფულზე ოცნებობს, ის მიიღებს მას. რაც უფრო ხშირად მოახდენთ ფულისა და მატერიალურ ფასეულობების ვიზუალიზაციას, მით უფრო სწრაფად მიუახლოვდებით თქვენს მიზნებს. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამჟამად არც ისე კარგია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მუდმივად ასე იქნება. ყოველდღიურად გაიმეორეთ სიტყვა “სიმდიდრე” და მალე ყველა ფინანსური სირთულე გაქრება და ახალი შესაძლებლობები გაიხსნება.

სიხარული

სიმდიდრე მხიარულ ადამიანებთან მიდის, გვერდს უვლის მათ, ვინც მუდმივად სასოწარკვეთილებაშია. თუ გსურთ ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა, შეიყვარეთ თქვენი ცხოვრება და ისწავლეთ წვრილმანებით ტკბობა. ასევე შეეცადეთ გულწრფელად აჩუქოთ დადებითი ემოციები გარშემომყოფებს და მაშინ სამყაროც აუცილებლად იგივეთი გიპასუხებთ.

ოცნება

იმისათვის, რომ ოცნებები და სანუკვარი სურვილები ახდეს, მნიშვნელოვანია რეგულარულად მოახდინოთ მათი ვიზუალიზაცია თქვენს გონებაში და გააკეთოთ ეს რაც შეიძლება ხშირად. როდესაც ადამიანს აღარ სჯერა სასწაულების, მისი ცხოვრება უაზრო ხდება. ყველას სურს სიამოვნებაში ცხოვრება და ამაში სასირცხვილო არაფერია. თავისუფლად ილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ოცნებობთ იყოთ მდიდარი ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული.

კეთილდღეობა

გახსოვდეთ, რომ კეთილდღეობა არის „ნეტარების მდგომარეობა“. ამას მიეკუთვნება როგორც მდიდარი მოსავალი ასევე სავსე ბეღელი, თანამოაზრეების არსებობა, წესრიგი სახლში და სულში. არაფერია რთული იმაში, რომ დილის ჰიგიენური პროცედურების შემდეგ პირდაპირ სარკეში უთხრათ საკუთარ თავს: “მე ვარ ღირსი ვიცხოვრო კეთილდღეობაში, მშვიდობაში და სიმდიდრეში”. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი ერთი შეხედვით მარტივი ფრაზა თითქმის ელვისებურად მოქმედებს.

და ბოლოს, აღიქვით თქვენი ფინანსები, როგორც დადებითი ემოციების მიღების საშუალება. ფულს იზიდავენ არა მხოლოდ ისინი, ვინც იციან მისი ნამდვილი ღირებულება, არამედ ისინიც, ვისთვისაც უცხო არ არის ქველმოქმედება. თქვენი ფულის თუნდაც მცირე ნაწილის კარგ საქმეებში გამოყენებით, თქვენ იწყებთ მოვლენების მთელ ჯაჭვს, რომელითაც სამყარო შეგიყვარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს