ზაფხულის მზებუდობას 2023 წელს განსაკუთრებული მაგია გააჩნია, გაატარეთ ის სწორად

1166

ახლოვდება 2023 წლის ზაფხულის მზებუდობა. 21 ივნისს ჩვენ მზეს შევხედავთ და გავიფიქრებთ, რომ ის თითქოს არ მოძრაობს, ზენიტშია გაყინული. ეს მოვლენა ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას მიანიშნებს. მას ძალიან ბევრი ხალხური ნიშანი და ტრადიცია უკავშირდება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა გაატაროთ ეს დღე მზისგან სარგებლის მისაღებად.

ზაფხულის მზებუდობა – 2023

ზაფხულის მზებუდობა მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე არ ხდება. მაგალითად, ურანზე ეს პერიოდი დაახლოებით 42 წელს გრძელდება. მარსზე კი მზებუდობა დედამიწის ივნისის მზებუდობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხდება. წლის მიხედვით, ეს მოვლენა 20 ან 21 ივნისს ემთხვევა. ეს აღნიშნავს ზაფხულის დასაწყისს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთარს სამხრეთში.

არსებობს მოსაზრება, რომ ხალხმა ზაფხულის მზებუდობის აღნიშვნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. მზეს ხომ ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა ადამიანთა ცხოვრებაზე. მსოფლიოს უამრავი ხალხი პატივს სცემდა მნათობს და მას გარკვეულ რიტუალებსა და ნიშნებს უკავშირებდა. წარმართულ კულტურაში მზეს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ, რადგან ადამიანების ცხოვრება ფაქტიურად მასზე იყო დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის მზებუდობა, როგორც დღესასწაული წარმართული წარსულის გამოძახილია, დღევანდელ ქრისტიანებს ის მაინც ახსოვთ. მაგალითად, ფინეთში ეს დღე ოფიციალურად სახელმწიფო უქმე დღედ არის აღიარებული.

მზესთან დაკავშირებული ნიშნები

ადრე ხალხი დიდ ყურადღებას აქცევდა ამინდის შესწავლას, რადგან მასზე იყო დამოკიდებული მომავალი მოსავალი და არსებობის შესაძლებლობა. ამიტომ ასოცირდება ამდენი ხალხური ნიშანი ზაფხულის მზებუდობის დღესთან. მაგალითად, ცუდი ამინდი და წვიმა იმაზე მეტყველებს, რომ იმ წელს მოსავალთან დაკავშირებით პრობლემები იქნება, ზაფხული კი – ცივი იქნება. ვარსკვლავიანი ცა შემოდგომის თვეებში სოკოს დიდ რაოდენობას პირდებოდა.

თუ დილით ბალახზე ბევრი ნამია, მოსავალი უხვი იქნება. ძველ დროში ამ ნამს აგროვებდნენ და იყენებდნენ, როგორც ჯადოსნურ საშუალებას. ქალებს სჯეროდათ, რომ მას დაბერების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნდა. და ასევე ნამს განკურნებაც შეეძლო. თუმცა, ეს ნებისმიერ წყალს ეხებოდა. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი 21 ივნისს ბანაობა და ორგანიზმის ყოველგვარი ნეგატივისაგან გაწმენდა.

თუმცა მანამდე გირჩევთ, რომ შეხვდეთ გარიჟრაჟს, პირდაპირ მზეს შეხედოთ და თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი ჩაიფიქროთ. ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი ნიშანი, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება სინათლით აავსოთ და იღბლიანი გახადოთ. წლის დანარჩენ დროს მზე ყოველგვარი უბედურებისა და გაჭირვებისგან დაგიცავთ.

ხალხური ნიშნები ასევე ეხებოდა სიყვარულს. ოდესღაც ითვლებოდა, რომ გოგონა შეძლებდა გათხოვებას, თუ ზაფხულის მზებუდობის დღეს 9 კოცონთან იცეკვებდა. მთელი ღამის მანძილზე. და თუ ბიჭი რომელიმე გოგოს წყალს დაასხამდა, ისინი შესანიშნავი ცოლ-ქმარი გახდებოდნენ.

20 და 21 ივნისს დაბადებულ ბავშვზე ამბობდნენ, რომ მას ღმერთმა აკოცა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მზე მას მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცავდა და მისი ყველა წამოწყება იღბლიანი იქნებოდა. ასევე, ასეთი ადამიანები ყველაფერში კარგის დანახვას ცდილობენ. თითქოს მზე უჩვენებთ დადებით მომენტებს იქ, სადაც თითქოს არ შეიძლება რომ იყოს.

რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს 2023 წლის 21 ივნისს

მზის კეთილგანწყობის მისაღებად ამ დღეს სწორ ფერებში (ნარინჯისფერი, ოქროსფერი ან ყვითელი) უნდა გამოეწყოთ. ასევე ვარაუდობენ, რომ 21 ივნისი უფრო იღბლიანი ზოდიაქოს ცეცხლოვანი ნიშნებისთვის (ლომი, მშვილდოსანი, ვერძი) იქნება.

რეკომენდებულია, სწორედ ზაფხულის მზებუდობის დღეს სამკურნალო ბალახების თაიგულის შეგროვება და შემდეგ სახლში თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდება. უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ამ გზით სახლის დაავადებებისგან დაცვა შეიძლებოდა. ასევე, ხალხი ზღურბლთან ჭინჭარს დებდა, რათა უბედურება არ გაჰკარებოდა.

გირჩევთ, რომ ეს დღე მაქსიმალურად აქტიურად გაატაროთ. დილით ადრე გაიღვიძეთ, ივარჯიშეთ, პირი ნამით დაიბანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ ყოველდღიური საქმიანობა. შესანიშნავი იქნება, თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გახვალთ და დაისვენებთ.

საინტერესოა, რომ უძველეს დროშიც კი გოგონები ამ დღეს წყალსაცავებში ბანაობდნენ სიყვარულის მოსაზიდად და წარმატებული ქორწინებისთვის. ვინ იცის, იქნებ ეს მეთოდები ისევ მუშაობს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს