ისეთი უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა სახსრების ტკივილი და ძვლების სიმყიფე, ვლინდება არა მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებში, არამედ მათშიც, ვინც სწორად არ იკვებება. ამის თავიდან აცილების მიზნით, პაპარაცის რედაქციამ შეადგინა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ჯობია რეგულარულად მიირთვათ პატარა ასაკიდანვე.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკელმა ექიმებმა შეისწავლეს ძვლოვანი ქსოვილის დარბილების, ოსტეოპოროზის განვითარების და ასაკოვანი ასთენიის სინდრომის ყველა შესაძლო მიზეზი. ძლიერი ძვლებისა და მათი დაავადებების პროფილაქტიკისთვის ექიმები გირჩევენ მეტი ცილის მიღებას. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ხილისა და კენკრის მოხმარებაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ძვლების ჯანმრთელობაზე.
ძვლების ჯანმრთელობა: რატომ უნდა მიირთვათ კენკრა და ხილი
ჰარვარდის მეცნიერებმა დაასახელეს 3 ყველაზე სასარგებლო საკვები ძვლებისთვის. მაგრამ, თავდაპირველად, მოდი გავეცნოთ ბუნების ტკბილი საჩუქრების თავისებურებებს. უფრო ღრმად თუ ჩავეძიებით, აღმოჩნდება, რომ ბევრი ბოსტნეული სინამდვილეში ხილია. მაგალითად, ლობიო, სიმინდი, ტკბილი წიწაკა, ბარდა, ბადრიჯანი ან გოგრა – ესენი ყვავილოვანი მცენარეებია, რომლებიც თავიანთი შემადგენლობით ხილს უფრო ჰგვანან, ვიდრე ბოსტნეულს.
თუმცა დღეს ჩვენ არ ჩავუღრმავდებით ბოტანიკურ ნიუანსებს, არამედ განვიხილავთ, თუ როგორ ასხვავებენ გასტრონომიაში ახალ ხილს. სულ 6 ქვეკატეგორიაა:
1. სუბტროპიკული. მათ ეკუთვნის თითქმის ყველა ციტრუსი (ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, მანდარინი) ასევე ხურმა, ბროწეული და ლეღვი. ისინი უაღრესად მდიდარია კალიუმით, ფოლიუმის მჟავით და C ვიტამინით. ეს ყველაფერი ერთად არა მხოლოდ გაციებისგან გვიცავს, არამედ ასინთეზირებს კოლაგენს. ეს ცილა ამაგრებს ძვლებს და ასევე ამცირებს ბზარების და მოტეხილობების რისკს. კოლაგენის შემცველ პრეპარატებს ხშირად იყენებენ სახსრების ანთების და ტკივილის დროს. და მხოლოდ ციტრუსის რეგულარული გამოყენება აძლიერებს ჩვენს ძვლებს და ჩვენს სახსრებს და უფრო მოძრავს ხდის.
2. ტროპიკული ხილი (კივი, ანანასი, პაპაია, ბანანი, მანგო). ისინი შეიცავს იმავე ელემენტებისა და ვიტამინებს, რომლებისაც წინა ჯგუფი. თუმცა ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს მანგანუმი, რომელიც ძალზე სასარგებლოა ძვლების სიმტკიცისთვის, ნერვული სისტემისთვის და ფარისებრი ჯირკვლისთვის.
3. კურკიანი ხილი (ალუბალი, ბალი, ატამი, ქლიავი). ყოველდღიურად 100 გრამი ამ პროდუქტების მირთმევა თქვენს ორგანიზმს ბეტა-კაროტინის, კალიუმის და C ვიტამინის ყველაზე ოპტიმალური დოზებით უზრუნველყობს.
4. თესლიანი ხილი (მსხალი, კომში, ვაშლი) ასევე შეიცავს საკმარისი რაოდენობის C ვიტამინს და კალიუმს. ასეთ ნაყოფში ბევრი უჯრედისია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კალციუმის და მაგნიუმის შეწოვის გაუმჯობესებას.
5. ნესვი და საზამთრო სასარგებლოა დიდი რაოდენობით ნატრიუმის, რკინის, A, C და PP ვიტამინების შემცველობის გამო. ექსპერტების აზრით, ეს ხილი შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს და სილიციუმს, რომლებიც უბრალოდ აუცილებელია ჩვენი ძვლების სიმტკიცესა და მობილურობისთვის.
6. კენკრა (მოცვი, ყურძენი, მარწყვი, მაყვალი, ჟოლო). კენკრის სასარგებლო თვისებები მხოლოდ მინერალების, ვიტამინებისა და ბოჭკოების მაღალი დოზებით არ განისაზღვრება. ეს ფაქტიურად საწვავია ჩვენი ნერვული სისტემის მშვიდი მუშაობისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.
ახლა, გავარკვევთ, თუ რომელი ჯანსაღი კენკრა და ხილი შეგიძლიათ უპრობლემოდ შეიძინოთ ჩვენს ბაზრებსა და მაღაზიებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში. ჩვენი გარეგანი მიმზიდველობის, ძვლების ჯანმრთელობისა და მთლიანად ორგანიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხილია:
ვაშლი
ეს პროდუქტი უკიდურესად მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც შესანიშნავად ინარჩუნებენ ჩვენი ძვლოვანი ქსოვილების ჯანმრთელობას. ყოველდღიურად თუნდაც ერთი ვაშლის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის, ძუძუს კიბოს, დიაბეტის და ასთმის განვითარების რისკს. ხილი ასევე ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის რაოდენობას, ხოლო “კარგის” დონეს ზრდის. მერწმუნეთ, უფრო მოწიფულ ასაკში თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა მადლობას მოგახსენებთ თითოეული შეჭმული ხილისთვის.
მაყვალი
მაყვალი – კალციუმის მარტივი, ხელმისაწვდომი და გემრიელი წყაროა. იცოდით, რომ მხოლოდ 100 გრ მაყვალი დაფარავს კალციუმის ყოველდღიური მოთხოვნილების 21%-ს? მუქი ლურჯი ხილი ხშირად გამოიყენება თირკმელების, ნაწლავების და კუჭის დაავადებების სამკურნალოდ. ასევე, კენკრა უაღრესად სასარგებლოა სახსრების დაავადებებისა და დიაბეტის დროს. მიირთვით ეს ხილი საუზმეზე ხილის სალათებში დამატებით, ხაჭოსთან ერთად ან ცოცხალი სახით.
გარგარის ჩირი
როდესაც საუბარი კალციუმით მდიდარ ხილს ეხება, გარგარის ჩირი მოწინავე ადგილებზეა. 50 გრამი გარგარის ჩირი უზრუნველყოფს კალციუმის დღიური რეკომენდებული ნორმის 14%-ის მიღებას, რაც დაახლოებით 1000 მგ-ს შეადგენს. ფორთოხლისფერ ჩირში გლუკოზის შემცველობა დაბალია და ის შესანიშნავი საჭმელია დიაბეტით დაავადებულთათვის. გარგარის ჩირის მირთმევიდან უკვე ერთი კვირის შემდეგ, თქვენი ძვლების ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ხარისხიანი ჩირი შეიცავს საკმარის ფოსფორს, კალციუმს და მაგნიუმს ასთენიის სინდრომის თავიდან ასაცილებლად.
ძვლების ჯანმრთელობა. პროდუქტები, რომლებიც არ არის რეკომენდებული
ძვლების ჯანმრთელობასა და სიმტკიცეზე უარყოფითად მოქმედებს უმოძრაო ცხოვრების წესი და ერთფეროვანი საკვები. გარდა ამისა, თქვენ უნდა მოერიდოთ შემდეგ პროდუქტებს:
- ცხიმოვანი რძის პროდუქტები;
- დაკონსერვებული საკვები, მოხარშული ძეხვი
- ცხოველური ცხიმი;
- შებოლილი ხორცი და თევზის პროდუქტები;
- ხორბლის ფქვილი დიდი რაოდენობით.
და გახსოვდეთ, რომ გაყინული ხილი არანაკლებ სასარგებლოა, ვიდრე მათი ახალი ანალოგები. ხილი კარგავს საკვებ ნივთიერებებს მოკრეფის მომენტშივე. ზოგჯერ ხილის ბაღიდან თქვენს თეფშზე მოხვედრას შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს. დაკრეფის შემდეგ სწორი გაყინვა მათი კვებითი ღირებულების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.