მეგობრობა ქალებს შორის – საერთოდ არსებობს? დღემდე ეს თემა ორივე სქესში ძალიან ორაზროვნად აღიქმება. ერთნი ამბობენ, რომ კი, რა თქმა უნდა. ყველა ქალს ან გოგონას ჰყავს ის საუკეთესო მეგობარი, რომლიც გამოც წყალსა და ცეცხლში გადავარდება. სხვანი ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ პირველი შემხვედრი ღირსეული მამაკაცი ამ მეგობრობას წამში გაანადგურებს.
მეგობრობა ქალებს შორის
მას შემდეგ, რაც, ბოლოს და ბოლოს, მამაჩემმა ქალაქში ბინა მიიღო, არ დამიყოვნებია და მაშინვე იმ ბინაში გადასვლა გადავწყვიტე. მამაჩემი სოფელში დარჩა, მე კი შესანიშნავი ოროთახიანი ბინა მელოდა, არც თუ ისე ცუდი რემონტით. არაფერი ზებუნებრივი, მაგრამ ჩემი ასაკის გოგონასთვის, რომელიც პერიფერიიდან ქალაქში გადადიოდა ეს ნამდვილი სამოთხე იყო.
როგორც იქნა, ახალი პერსპექტივები მელოდა. ქალაქში ცხოვრება, პირველ რიგში, სამუშაო ადგილის არჩევანია. და კიდევ ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი ადგილები, ახალი ნაცნობები და ასე შემდეგ. სოფელში ერთი თვის მანძილზეც რომ იცხოვროთ, თქვენი მეშჩანური ჩივილები მაშინვე გაქრება, როგორც ღრუბელი ივლისის ცაში.
მარტოობაში გატარებული ერთი თვის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა, მეზობელს თუ გავიჩენდი. არჩევანი, რა თქმა უნდა, ჩემს საუკეთესო მეგობარზე შეჩერდა. ისიც სოფლელია და ძალიან მორიდებული ადამიანი. დაბალი გოგოა, სათვალეს ატარებს და ყოველთვის ფეხქვეშ იხედება. არ უყვარს, როდესაც მის გარშემო ბევრი ხალხია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვმეგობრობთ, სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ.
მალევე მოვილაპარაკეთ, რომ ის პატარა ოთახს დაიკავებდა, მას ხომ ნივთებიც ძალიან ცოტა ჰქონდა. პირველ ხანებში მე მას ქირას არ გამოვართმევ, მერე კი ვნახოთ, როგორ აეწყობა, სიტუაციას შევხედავ. ჩვენ შრომისმოყვარე გოგონები ვართ, ადგილობრივებს ვაჯობებთ!
მე საკმაოდ მალე მოვეწყვე ოფიციანტად ახლომდებარე კაფეში. გამიმართლა, რომ მოძრავი ადგილი იყო და ადგილობრივ მომხმარებლებს ზედმეტი ფულის დატოვება არ ენანებოდათ. რამდენიმე თვის შემდეგ გავიფიქრე, რომ მანქანისთვის ან რაიმე სხვა რამისთვისაც კი შემეძლოო ფულის შეგროვება. თუმცა, მართვის მოწმობაც კი არასოდეს მქონია. უბრალოდ, ამდენი ფულის შენახვა ჩემთვის უჩვეულო იყო და მინდოდა, რომ გონივრულად დამეხარჯა.
კაფეში მუშაობას სალომესაც ვთავაზობდი, მაგრამ მას ხალხმრავალი ადგილები არ უყვარს და ამიტომ უარი თქვა ჩვენს დაწესებულებაში მუშაობაზე. მეორე მხრივ, ჩემი მეგობარი დროს ფუჭად არ კარგავდა. ის ბევრს დადიოდა გასაუბრებებზე, თავისთვის მოსაწონ ადგილს ეძებდა. სამწუხაროდ, ქალაქში გადაადგილებაც კი ფული ღირდა და ამიტომ სალომეს ცოტა ხანში ფული გაუთავდა. მე გადავწყვიტე, რომ მისთვის გარკვეული თანხა მესესხებინა, სანამ უკეთესი პერიოდი დაუდგებოდა.
ამ დროს მივხვდი, რომ ქალურ ხასიათს ვერ ვიტანდი. მართალია, დედაჩემმა მეც გოგოდ გამაჩინა, მაგრამ მე ხომ დამოუკიდებელ ადამიანად ვიქეცი. თუ ეს აღზრდის ბრალია? როგორც არ უნდა ყოფილიყო, სალომემ ცოტა დამღალა.
ბოლოს და ბოლოს, ის მოეწყო სამსახურში, რომელიც მას მოსწონდა. ადმინისტრატორად, სილამაზის სალონში. ის უნდა დახვედროდა მომხმარებელს, გაეღიმა და სალონის კარი გასაღებით დაეკეტა. ხელფასი შესაბამისი ჰქონდა. ნებისმიერი ოსტატი, რომლიც წარბებს, წამწამებს და ფრჩხილებს აკეთებდა – მასზე მეტს გამოიმუშავებდა. იმ დროს, როდესაც სალომე სამსახურში ყველაზე მეტ დროს ატარებდა.
ვეუბნებოდი, რომ კურსები გაევლო და თავადაც ოსტატი გამხდარიყო. ეს ხომ პერსპექტიული პროფესიაა. მაგრამ ის უარობდა, რადგან ასეთი რამეები არ ეხერხებოდა და თავადაც მაკიაჟს ძალიან იშვიათად იკეთებდა. სამაგიეროდ, სახლში ჩემი მეგობარი ისე იქცეოდა, თითქოს მინდორში ორ სმენაში მუშაობდა: უბრალოდ დივანზე იწვა და ტელეფონში იყურებოდა. სახლის საქმეებში არ მეხმარებოდა. მთელ სახლს მე ვალაგებდი, მისი ოთახის გარდა და დამიჯერეთ, რომ განსხვავებას წამში შენიშნავდით.
დიდი ხანი არ არის, რაც ერთ ბიჭთან სერიოზული ურთიერთობა მაქვს. ის ქალაქელია, მაგრამ ნაქირავებში ცხოვრობს. მასთან ხშირად ვრჩები ხოლმე რამდენიმე დღით, ამიტომ სალომე ჩემთვის უკანა რიგზე გადავიდა. რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ ჩვენი მეგობრობა, სამწუხაროდ, ქრება. მე უკვე ცუდად ვგრძნობ თავს მისი წუწუნისა და სიზარმაცის გამო. თუმცა მეგობრულად ვერაფერს ვაგებინებ, ის უბრალოდ არ მისმენს.
ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, მე და ირაკლი ერთად ცხოვრებას გადავწყვეტთ. მაშინ დადგება საკითხი, თუ სად ვიცხოვრებთ. რა თქმა უნდა, ჩემთან გადმოსვლას ვამჯობინებთ, რათა ბინის ქირა არ გადავიხადოთ. მშვენივრად მესმის, რომ სამივე ერთად ვერ ვიცხოვრებთ. მიმიწევს, სალომეს ვთხოვო, რომ წავიდეს. ამ საუბრის კი – ყველაზე მეტად მეშინია.
როგორიც არ უნდა იყოს სალომე, ის ჩვეულებრივი სოფლელი გოგონაა. ისეთივე, როგორიც მე. თანაც, სწორედ მე დავარწმუნე, რომ ქალაქში წამოსულიყო. ვაჩვენე, რომ ასეც შეიძლებოდა ცხოვრება დედის ბრძანებების და ფანჯრებს მიღმა სოფლის სურათის გარშე. ახლა როგორ უნდა დაბრუნდეს? ახლა ის მშობლებისაგან შორს ცხოვრებით ტკბება. რა თქმა უნდა, თავისებურად, მაგრამ მაინც.
მისი სოფელში დაბრუნება სისასტიკე იქნება. სხვანაირად კი – არ გამოდის. არჩევანის გაკეთება მომიწევს მასსა და ჩემს ურთიერთობებს შორის. ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცე და საბოლოო გადაწყვეტილება ყოველ დღე მეცვლება. ასე რომ, ჯერ-ჯერობით ვიცდი, მერე კი – რაც იქნება, იქნება. ალბათ, მარტოს უნდა მეცხოვრა ამ ბინაში და არავინ შემომესახლებინა. მარტო რომ ხარ, არავისზე არ ხარ დამოკიდებული და თავს ყოველთვის ძალიან თავდაჯერებულად გრძნობ.