50 წლის იუბილეზე დამირეკეს, უცნობი მამაკაცის ხმამ შემატყობინა ამბავი, რომლის გამოც მყისიერად გამოვფხიზლდი

19910

ზოგიერთი ქალისთვის ორსულობის პერიოდი საერთოდ არ განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრების პერიოდისაგან. სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ფოტო, სადაც ფეხმძიმე ქალები სპორტით არიან დაკავებული, სამსახურში დადიან, აკეთებენ სახლის საქმეებს და რემონტასაც კი. ამასთან, ისინი მუდმივად კონსულტაციებზე დადიან ექიმებთან, რათა ყველაფერი მაქსიმალურად გააკონტროლონ. შედეგად, ისინი ბედნიერ, ჯანმრთელ შთამომავლებს აჩენენ.

გარშემომყოფი ადამიანები ასეთ ქცევას განსხვავებულად აფასებენ. ერთნი საფერთქელთან თითს ატრიალებენ და ჯანმრთელობის დაზღვევას ურჩევენ, რადგან ათასი რამ შეუძლება მოხდეს. სხვები მხარს უჭერენ და უმი საკვების მიღებას და აუზში მშობიარობას ურჩევენ. მათი აზრით, ასე უკეთესი იქნება. უფრო უფროს თაობას კი ეს არ მოსწონს.

როდესაც გესმის, რომ უკვე ორმოცდაათს მიაღწიე და შვილები არ გყავს, ამის მიმართ გულგრილი ხდები. ასე მოხდა, არ გაგიმართლა. რას იზამ, ცხოვრება ამით არ მთავრდება. სამაგიეროდ, საშუალება გაქვს, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრო, სარისკო გარიგებებში მიიღო მონაწილეობა და დრო სხვის ცხოვრებაზე ზრუნვაში არ დახარჯო.

მაშინ როდესაც შენი თანატოლლები თითოეულ გროშს ზოგავდნენ, შენ ცხოვრობდი, მუშაობდი, ქმნიდი. ახლა შენ მეტი შესაძლებლობები და ნაკლები მოვალეობები გაქვს. არა მხოლოდ დაუბადელი შვილების მიმართ, არამედ ბანკების მიმართაც. რადგან “პატარა შვილები – პატარა პრობლემებია”. ხოლო ზრდასრული შვილისთვის ინსტიტუტში სწავლის ფულის გადახდა, ჩვენს დროში, არც ისე იაფი ღირს. მერე კი, ბინაც უნდა უყიდო! როდესაც შვილები არ გყავს, მსგავსი პრობლემები არ გაწუხებს.

ამიტომაც გიორგი თითქმის ყოველთვის კარგ განწყობაზე და ჯანმრთელად იყო. დაქვემდებარებულ თანამშრომლებს არ უყვიროდა, ცოლი უყვარდა, სამსახურში გამოძინებული და ნასაუზმევი მიდიოდა. სხვათა შორის, უკვე 5 წელი იქნება, რაც ერთ-ერთ კულინარიულ გადაცემას უყურებენ და ძალიან გასუქდნენ. გიორგის კიდევ არა უშავდა, მაგრამ მისმა მეუღლემ, თინამ, ძალიან მოიმატა.

მისი მეტრი და ოხმოცი სიმაღლის მიუხედავად, ეს შორიდანაც ძალიან თვალშისაცემი გახდა. წელი საერთოდ აღარ უჩანდა, კისერზე ჩამოკიდებული ლამაზი დიდი მძივი კი, რომლითაც ადრე ის ასე ძალიან ამაყობდა, გადაიქცა ობიექტად, რომელიც იმ ადგილს უსვამდა ხაზს, სადაც ეს კისერი რამენაირად მაინც შეინიშნებოდა. გემრიელი კერძების სიყვარულს, საკუთარი შედეგები აქვს.

ამის მიუხედავად, მას ლამაზად გამოწყობა და თავის მოვლა უყვარდა. ასე რო მისი კარადა სავსე იყო დიდი ზომის კაბებით, რომელთა ბირკებზეც ეწერა მრავალრიცხოვანი “იქსები” იქ, სადაც ტანსაცმლის ზომა უნდა ეწეროს. ბოლო დროს ამ იქსების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. “როგორც ყოველთვის, ზაფხულისთვის მოვიმატე. რაღაც წყევლაა!” – ფიქრობდა თინა.

და აი, მისი საყვარელი ქმრის ორმოცდაათი წლის იუბილეს დღესაც, თინა, როგორც ყოველთვის იგვიანებდა. ის დილით ადრე გავიდა სახლიდან და მეუღლეს წერილი დაუტოვა, რომ რესტორანში საღამოს მივიდოდა. მას თავი უნდა მოეწესრიგებინა და თავისი “საფირმო” ვარცხნილობა უნდა გაეკეთებინა. გიორგიმ თავისი ცოლის ჩვევების შესახებ კარგად იცოდა, ამიტომ ხმამაღლა ამოიოხრა და წერილი გვერდზე გადადო.

იუბილარი საღამოს აღარ დალოდებია, მან თავისი მეგობრები მიიწვია, რათა კარგად გაეტარებინა დრო მეგობრებთან ერთად, ქალის კონტროლი გარეშე. უკვე მოგვიანებით, როდესაც ყველა შეიკრიბა და წვეულება იწყებოდა, გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ცოლთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი ცოტა აღელდა, მაგრამ გაიფიქრა, რომ ცოლი ალბათ მორიგი სიურპრიზის მოწყობას ცდილობდა. მას უყვარს ასეთი რაღაცები. მაგრამ, ერთი საათის შემდეგ, როდესაც მის ჯიბეში ტელეფონმა დარეკა, უკვე გამხიარულებული იუბილარი ვერ მიხვდა, რატომ მოესმოდა მისი ცოლის ტელეფონის ნომრიდან ვიღაც უცხო მამაკაცის ხმა.

მას ვიღაც მამაკაცი მიესალმა და ერთდროულად ორი რამ მიულოცა. პირველ რიგში მისი დაბადების დღე და შემდეგ მისი ვაჟის დაბადება. “ბიჭუნა ჯანმრთელი დაიბადა, 5 კგ-ს იწონის. მშობიარე ახლა ისვენებს და როგორც კი შეძლებს, თავად დაგირეკავთ. სამშობიაროს მისამართია…”

15 წუთის შემდეგ ბიზნეს კლასის ტაქსიმ სრულიად გამოფხიზლებული მამა სამშობიაროს კართან მიიყვანა. ცოლმა იმ მომენტისთვის ძალები უკვე აღიდგინა და ბედნიერად იღიმებოდა. ვინ იფიქრებდა, რომ მათი პირმშო ასე მოულოდნელად დაიბადებოდა?! აღმოჩნდა, რომ დაფეხმძიმება თითქმის 50 წელს მიღწეულ ასაკშიც შეიძლებოდა. თვალყური უნდა ადევნოთ საკუთარ ჯანმრთელობას და წონას. სხვაგვარად, შესაძლოა ასეთი სიურპრიზის წინაშე აღმოჩნდეთ.

გიორგი თავის თავს ყოველთვის ძლიერ მამაკაცად თვლიდა, რომელსაც ნებისმიერი ემოციის შეკავება შეეძლო. ამჯერად მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ატირდა. ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი იყო. მერე რა, რომ წარსულში ფიქრობდა, რომ უშვილობა კარგი რამ იყო. ის მამა გახდა, თანაც ვაჟის. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი, მისი ასაკის მამაკაცისთვის? ის ტიროდა და მასთან ერთად ტიროდა მისი დაღლილი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი მეუღლე. ახლა მათ სრულიად ახალი ცხოვრება ეწყებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს