ვინც არ იცით, გეტყვით: ბოსტანში მშობლების დახმარება ბევრს ნიშნავს. საუბარი არ არის ბანალურ დახმარებაზე, დამატებით ორ ხელზე, თუმცა ესეც თავისთავად მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ ამ დროს ოჯახის წევრები იკრიბებიან, ერთად ატარებს დროს, ერთმანეთს ეხმარებიან, ურთიერთობენ. ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ხშირად შეხვედრის სხვა მიზეზი საერთოდ არ გამოიძებნება ხოლმე.
უბრალოდ გაიხსენეთ: კარგი მუშაობის შემდეგ მშობლები ყოველთვის დასვენებას გვთავაზობენ. ვიღაცას აგარაკზე აბანო აქვს, ვიღაცას ახლომახლო ტბა აქვს. სწრაფად იშლება სუფრა ნატურალური, გემრიელი პროდუქტებით. ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? მაგრამ, ჩვენ რატომღაც ეს ნაწილი გვავიწყდება. ყველაფერი, რაც ჩვენს ტვინს ახსოვს, ეს არის მიწაზე მუშაობა მზის მცხუნვარე სხივების ქვეშ. სწორედ ამიტომ სწყინთ მშობლს.
დახმარება აგარაკზე
მე და ჩემს მეუღლეს აგარაკზე ცხოვრება ძალიან მოგვწონს. გაზაფხულიდან შემოდგომის დასასრულამდე აგარაკზე ვცხოვრობთ, რათა ბუნებაში ვიყოთ. საერთოდ არ მაღელვებს ის, რომ აქ არც წყალგაყვანილობაა და არც ტელევიზია. ჩემი ქმარიც ასეა. სამაგიეროდ, რა სიამოვნებაა სუფთა ჰაერის სუნთქვა, ქალაქის ხმაურისგან შორს, როდესაც მეზობლის ბურღის ხმა არ გესმის და ვარსკვლავებით გადაჭედილ ღამის ცას უყურებ.
რა თქმა უნდა, აგარაკზე საქმეც ბევრია, მაგრამ შრომა სასარგებლოა. ყოველ წელს ვპირდები საკუთარ თავს, რომ ცოტას დავთესავ და დასასვენებლად დროს დავიტოვებ, რომ დილიდან საღამომდე საქმეში არ ვიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვატყუებ. თუმცა, მე ეს ძალიან მომწონს.
თავად განსაჯეთ. სუპერმარკეტებში ბოსტნეული სულ უფრო და უფრო ძვირდება, მათი ხარისხი კი – მუდმივად იკლებს. პომიდორი და კიტრი სრულიად უსუნოა. ხახვი დამპალი ან დამძრალია. აღარაფერს ვამბობ მწვანილის შესახებ: სამ ღერ ოხრახუშს – თვითმფრინავის ფრთის ფასი აქვს. და ისეთი სუსტი ღერებია, თითქოს აივანზე გაიზარდა. ასეთის ჭამა საერთოდ როგორ შეიძლება?
სულს სხვა საქმეა ბოსტანი. ყველაფერი არის: კომბოსტო, კარტოფილი, ყაბაყი. კიდევ ალუბალი, ბალი, მოცხარი, თხილი. ზოგჯერ სოკოც არის, გემრიელი, სურნელოვანი. ქალაქში ასეთს სად ნახავთ.
ზოგადად, მაღალი ხარისხის პროდუქტები შესანიშნავად აჯანსაღებს. ჩვენ ხომ არავითარ ქიმიას არ ვიყენებთ. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ შრომასა და ცოდნას, რომელიც მიწასთან წლების განმავლობაში მუშაობის შედეგად დაგვიგროვდა. მეტი ხელი რომ გვქონოდა, მთებს გადავდგამდით, გეფიცებით.
ზარმაცი ქალიშვილი
ამას წინათ ჩვენმა ქალიშვილმა მე და ჩემს ქმარს ძალიან გვაწყენინა. უფრო სწორედ, ვიჩხუბეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ის ისევ გვიყვარს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხანს არ დავურეკოთ და არ შევაწუხოთ. დაე, თავად დაფიქრდეს საკუთარ საქციელზე. თუ არა და, როგორც უნდა. უკვე ზრდასრულია, თავადაც გახდა ქალიშვილის დედა.
მას და მის ქმარს ყოველთვის ვეპატიჟებოდით ჩვენთან აგარაკზე. დილიდან ერთად ვმუშაობდით, საღამოს მწვადს ვწვავდით. მაგრამ ამ ჯერად სიძემ გვითხრა, რომ ჩამოსვლა არ შეეძლო და უქმეების სარგებლით გატარება უნდოდა. უფრო სწორედ, სამუშაო კვირისგან დასვენება. ეს გასაგებიცაა, რადგან 5 დღის განმავლობაში ოფისში ჯდომით ნამდვილად დაიღლები. თანაც ვინ ვართ მისთვის, რომ შევაწუხოთ?
ქალიშვილი დაგვპირდა, რომ შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდოდა, რამდენიმე დღით. მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ, ქალაქის ხმაურისაგან დასასვენებლად და სხვა არაფერი. პროდუქტები ძალიან იაფი ღირს, ამიტომ მას ურჩევნია იყიდოს, ვიდრე მოიყვანოს. თანაც პატარა გოგო აღარ არის, რომ თოხი იქნიოს. თქვენ თუ გინდათ გაერთეთ, ჯანმრთელობა თუ გაძლევთ ამის საშუალებასო.
სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. ნათია ჩამოდიოდა, თავის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა, ჩვენ ახალ ამბებს გვიყვებოდა. მაგრამ, ერთხელაც არ უთქვამს უარი ახალი პროდუქტებით სავსე ჩანთებზე. ჩვენ კი ჩანთებში ბოსტნეულს ვუდებდით, ხილს, ზოგჯერ გაცვლას თუ ვახერხებდით, რძეც იყო, ხაჭოც და ახალი ხორციც კი. ჩვენი ქალიშვილი ამ ყველაფერს მანქანის საბარგულში აწყობდა და სინდისის ქენჯნის გარეშე მიდიოდა.
უბრალოდ არ იფიქროთ, რომ გვენანება. სულაც არა. ჩვენ ორივენი ცოტას ვჭამთ, ასე რომ, ზოგჯერ შეგვიძლია უბრალოდ ზედმეტი გავყიდოთ კიდეც. მაგრამ მოგება ასეთი ბიზნესიდან უმნიშვნელოა. აქ საქმე სულ სხვა რამეშია.
მარწყვის ისტორია
ამ ბოლო დროს ჩემს ქმარს ზურგის არეში ტკივილმა ძალიან შეაწუხა. ჯდომა შეუძლია, დგომა – არა. მას ახლა მუშაობა არ შეუძლია, მით უმეტეს, მარწყვის კრეფა. წელს კი ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს. ქალიშვილს უნდა დავურეკო.
სიძემ როგორც ყოველთვის უარი თქვა მოსვლაზე, თუმცა მე მისი იმედი არც მქონია. ის რომ ჩამოსულიყო და თანაც სამუშაო დღეებში? არასოდეს. მაგრამ ჩემი ქალიშვილის იმედი მქონდა. ჩვენ ორნი უფრო სწრაფად გავუმკლავდებოდით ამას, ვიდრე მე და ჩემი ქმარი. მაგრამ მანაც უარი მითხრა. თქვა, რომ დიდი ხანია უნდოდა, რომ ჩვენთვის ამ აგარაკის გაყიდვა ერჩია. ის ჩვენ ჯანმრთელობას გვართმევა და ზედმეტ დროს. თანაც, ამ ორ მოხუცს, განა რამდენი მარწყვი გვჭირდება?
მაშინ მისთვის არაფერი მითქვამს, უბრალოდ ორი ადგილობრივი მამაკაცი დავიქირავე მოსავლის ასაღებად. ისინი, რასაკვირველია, ნასვამები მოვიდნენ, ფეხქვეშ უფრო მეტი კენკრა გააფუჭეს, ვიდრე დაკრიფეს. თანაც ბოლოს, მარწყვის უმეტესი ნაწილი მათ გავატანე, მისაყოლებლად. მაგრამ ის დღე კარგად დავიმახსოვრე.
ამიტომ, როცა ჩვენმა ქალიშვილმა, თითქოს უბრალოდ დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენს მოსანახულებლად ჩამოსვლა უნდოდა, მე და ჩემმა ქმარმა უარი არ ვუთხარით. შემდეგ კი ყველაფერი თავისით აეწყო. მოვიდა, შვილიშვილთან ერთად გაისეირნა, თავის ოჯახზე და ცხოვრებაზე გვიამბო. რამდენიმე მითითება მოგვცა, რომ უცებ ონკანის დაკეტვა არ დაგვავიწყდეს გაზის ბალონზე. და მან დაიწყო წასასვლელად მზადება. ამის შემდეგ ჩვენ ის მანქანამდე გავაცილეთ, მაგრამ ამჯერად დიდი ჩანთების გარეშე. არ დაიმსახურა.
თავიდან ქალიშვილმა გაიღიმა და იხუმრა, თქვა, რომ ახლა შვილიშვილი ჩვენზე ნაწყენი დარჩება თუ რაიმე გემრიელს არ წაიღებს. მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიდექით. ასე რომ, ის ხელცარიელი წავიდა. მაშინ გაგვიჭირდა, მაგრამ გვესმოდა, რომ ის კარგ გაკვეთილს იმსახურებდა.
ახლაც ნაწყენები ვართ. ჩვენ მას არ ვურეკავთ და არც ის რეკავს. არ ვიცით, როგორ არიან, ჩვენი შვილიშვილი ცოტა გვენატრება. მაგრამ მოწყენის დრო არ გვავქვს. აქ საქმე ყოველთვის გვაქვს. ვშრომობთ, სანამ ჯანმრთელობა ამის საშუალებას გვაძლევს. და ძალიანაც არ ვნერვიულობთ. ჩვენს ქალიშვილის ბავშვობაშიც სწყინდა ყველაფერი. ეგოისტი.
მაგრამ იმისთვის, რომ მას რაღაც ასწავლო, მონდომება უნდა გამოიჩინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავზე დაგაჯდება. ამბობენ, სოფელში დრო ნელა გადისო. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როცა საქმე გაქვს, ის ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად გარბის. ხოდა ჩვენც ვმუშაობთ. მე პირადად კარგ, უხვ მოსავალს ველოდები, ჩემი ქმარი კი ამაში მეხმარება.