განქორწინების შემდეგ სახლის გარეშე დავრჩი, რის გამოც სამუშაოდ გავემგზავრე. ახლა საკუთარ სახლს ვიშენებ, მაგრამ ჩემი მეგობარი მამაკაცის გამო ვღელავ

2013

არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ განქორწინების შემდეგ გაცნობილი მეორე მამაკაცი სწორედ ისეთი ადამიანი იქნება, როგორზეც ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე ოცნებობდა? იქნება თუ არა ასეთი მესამე ან მეოთხე მამაკაცი? სინამდვილეში, ამის გადამოწმების ზუსტი მეთოდი არ არსებობს. ახალ ურთიერთობას ნამდვილად შეიძლება მოჰყვეს რაიმე სრულიად ახალი დადებითი ემოციები, მაგრამ ეს არაფერის მთქმელია.

ზოგიერთი ქალი ცხოვრების მეგზურს ყველაზე არატრივიალური ორიენტირების გამოყენებით ირჩევს. მაგალითად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ზოგჯერ ეს მუშაობს! რა უნდა ქნას, თუ სხვა დანარჩენი მეთოდები უკვე გამოცდილი აქვს? მკითხავთან წავიდეს? რაზე აღარ არის წამსვლელი ქალი ნორმალური ოჯახური ცხოვრებისთვის.

სხვა მამაკაცი, განქორწინების შემდეგ

პირველ ქმართან ერთად ბედნიერი 10 წელი გავატარე. ბოლო 3 წელი ნამდვილი კოშმარი იყო, რომელსაც აუღელვებლად ვერ ვიხსენებ. მტერსაც არ ვუსურვებ.

სერგის სკოლის მერხიდან ვიცნობდი. პარალელურ კლასებში ვსწავლობდით. მახსოვს, როგორ დაჰქონდა ჩემი ჩანთა და ხულიგნებისაგან და სხვა გოგოებისგან მიცავდა. სკოლის შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა, ჩვენი მშობლები კი ცდებოდნენ, როდესაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ დაშორებას გვიწინასწარმეტყველებდნენ.

ინსტიტუტის შემდეგ ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ბინის დასაქირავებლად ფული არ გვქონდა, თანაც ჩემთვის სწავლა პირველ ადგილზე იყო. სამაგიეროდ შემდეგ ქორწილი, საერთო ბინა, ზრდასრული ცხოვრება. თავს გოგონად ვთვლიდი, რომელმაც უცებ აღმოაჩინა, რომ უკვე 20 წელს გადაცილებული იყო. ჩემთვის ყველაფერი უცხო იყო.

ჩვენი საქმეები ნორმალურად მიდიოდა, ბინა უფრო დიდ ბინაზე გადავცვალეთ. შემდეგ ჩემი ბიჭი დაიბადა და გავიფიქრე, რომ ცხოვრება შედგა. ქმარი მყავს, შვილი. მაქვს სახლი, კარგი სამსახური და პერსპექტივები. ასე გავიდა რამდენიმე წელი, სანამ სერგიმ თავი უცებ ცუდად არ იგრძნო. ის ყველაფრისგან დაიღალა, რაღაც საშინელი სევდა მოაწვა. თითქოს არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ საკუთარ ქმარს ვეღარ ვცნობდი.

ალკოჰოლს მიეძალა, ჩვენს შვილზე ხელის აწევა დაიწყო. ვცდილობდი ამასთან შებრძოლებას, მაგრამ ამაოდ. ექიმებთან დავდიოდით, ფსიქოლოგებთან, მკითხავებთან. ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ. მაგრამ ჩემი სერგი სადღაც წარსულში გაუჩინარდა. მის ნაცვლად დივანზე დასიებული მამაკაცი იწვა, რომელსაც უბრალოდ ვერ ვცნობდი. ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

უსახლკაროდ დარჩენილი

ვალების გამო ბინა გავყიდეთ. ჩემი შვილი ბებიასთან დავტოვე, მას ბინის ფულიდან მორჩენილი თანხა დავუტოვე და სამუშაოდ საზღვარგარეთ გავემგზავრე. ჩემი პროფესია არც თუ ისე მოთხოვნადი იყო. ქვეყნის მეორე ბოლოში შევძლებდი მოწყობას, მაგრამ სამუდამოდ გადასვლის სურვილი არ მქონდა. ასე, რომ დროებითი სამუშაო ავირჩიე, ბინის შესაძენად გარკვეული თანხის შესაგროვებლად.

საზღვარგარეთ ჩემნაირი მშრომელი ადამიანი გავიცანი. დიმიტრი კარგი ადამიანი იყო: მშრომელი, ბევრს ხუმრობდა, თვალებში ყურების არ ეშინოდა. რაღაცნაირად თავი მომაწონა. შემდეგ ერთმანეთს ვხვდებოდით და გავარკვიე, რომ ისიც განქორწინებული იყო, მაგრამ სხვა მიზეზით: მას ცოლი ღალატობდა.

დრო გადიოდა, ჩვენი მეგობრობა რაღაც უფრო მეტში გადაიზარდა. იმ პერიოდისთვის მე უკვე მქონდა გამომუშავებული გარკვეული თანხა, დიმიტრის კი ვიზა უმთავრდებოდა. რაღაც უნდა გადაგვეწყვიტა და მე მასთან დარჩენა ავირჩიე. სახლში ერთად დავბრუნდით, ჯიბეში საკმარისი ფული მქონდა იმისთვის, რომ რაღაც პერიოდის მანძილზე კარგად გვეცხოვრა.

ახალი სახლი

დედაჩემის სახლის სიახლოვეს მიწის ნაკვეთი შევიძინე. ის და ჩემი ბიჭი სოფელში ცხოვრობდნენ, ასე რომ, ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო. სახლის აშენება დავიწყე. მერე რა რომ სოფელში, მანქანა ხომ მყავს. სამაგიეროდ, აქ ჰაერი უფრო სუფთაა და დედაც გვერდით მყავს.

დიმიტრი მეხმარებოდა და ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მე ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა, ის მშენებლობას ხელმძღვანელობდა და კვირაში ორ დღეს სადღაც მუშაობდა. მუდმივი სამსახურის პოვნა მან ვერ მოახერხა, მაგრამ სახლში გარკვეული თანხა შემოჰქონდა. ამასთან, მშენებლობითაც ის იყო დაკავებული, რადგან მე არაფერი მესმის.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. მაგრამ როდესაც საქმე უკვე ბინის გარემონტებაზე მიდგა, დიმიტრიმ თავისი სათქმელი მითხრა. მან თქვა, რომ ჩემი სახლის მშენებლობაზე ძალიან ბევრ დროსა და ძალებს ხარჯავდა. გარდა ამისა, ბენზინზე უამრავ ფულს ხარჯავდა. მას რა სარგებელი აქვს? საბუთების მიხედვით ბინა მარტო ჩემია და სხვა არავისი.

ის წინააღმდეგი არ იქნებოდა თუ მას ამ ბინაში მცირე წილს მაინც გამოვუყოფდი. რათა ის, თუ რამეა, შიშველი არ დარჩენილიყო. და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. თავდაპირველად მეგონა, რომ ხუმრობდა: ამხელა კაცს სხვის ქონებაზეა აქვს თვალი. დიახ, ის მეხმარებოდა, მაგრამ ბინის ქირის ფულს მე ვიხდიდი და პროდუქტებსაც უმეტესწილად მე ვყიდულობდი. რა პრეტენზიებია?

ჩვენ ხელიც კი არ გვაქვს მოწერილი, მას ბოლომდე არ ვენდობი, თავი უნდა დავიცვა. ნუთუ არ ესმის, რომ მე მყავს შვილი და დედა. ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები. ის სად ეტენება? ერთ თვეში სახლი მზად იქნება. არავისთან არაფრის გაყოფას არ ვაპირებ, ეს ჩემი ოცნებაა და ამის გამო ვიმუშავე ამდენი. თუმცა, არც დიმიტრისთან განშორება მინდა. მივეჩვიე, თანაც სად ვიპოვნი ახალ მეოჯახე მამაკაცს?

სიტუაცია უცნაურია და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. დედა მირჩევს, რომ მასთან დავრჩე და ცოლად გავყვე. ჩემს ბიჭს მამა სჭირდება. მე კი სულ ვფიქრობ. ერთხელ უკვე ვიყავი გათხოვილი და რა მომიტანა ამან? იქნებ მარტო ცხოვრებაც კარგია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს