თხის ყველის სასარგებლო თვისებები

334

ადამიანების უმეტესობას ძალიან უჭირს საკვები რაციონის წარმოდგენა რძის პროდუქტების გარეშე. რძის პროდუქტები მრავალი ადამიანის ყოველდღიური მენიუს უცვლელი ნაწილია. ყველაზე ხშირად ადამიანები უპირატესობას ძროხის რძისგან დამზადებულ ყველს ანიჭებენ. ისინი მას თითქმის ყველა კერძს უმატებენ. მაგრამ ყველამ რომ იცოდეს, რა სასარგებლო თვისებები გააჩნია თხის ყველს, მაშინ მისი თაყვანისმცემლების რიცხვი საკმაოდ სწრაფად გაიზრდებოდა.

ეს არის წარმოუდგენლად მკვებავი რძის პროდუქტი მსუბუქი ტექსტურით, რომელიც უნდა მიირთვათ რაც შეიძლება ხშირად. ძროხის ყველისგან განსხვავებით, ის გაცილებით ნაკლებ ლაქტოზას შეიცავს. გარდა ამისა, თხის რძის პროდუქტს ნახშირწყლებისა და ქოლესტერინის შედარებით დაბალი შემცველობა აქვს. კიდევ რით არის კარგი ეს პროდუქტი?

თხის ყველის სარგებელი ადამიანის ორგანიზმისთვის

პროდუქტის შემადგენლობა

თხის ყველი შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ის მდიდარია კალციუმით, სელენით, კალიუმით, რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით და მრავალი ჯგუფის ვიტამინებით.

თხის რძეში შემავალი პრობიოტიკები აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასევე ზრდის იმუნური სისტემის დამცავ თვისებებს. კალციუმის დიდი რაოდენობა ხელს უწყობს ძვლების, კბილების და ფრჩხილების გამაგრებას.

ვინ უნდა მიირთვას თხის ყველი

კვლევის მსვლელობისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თხის ყველი საკუთარ რაციონში უნდა ჩართონ ხანდაზმულმა ადამიანებმა. რატომ არის საჭირო 60 წლის შემდეგ ამ პროდუქტის მიღება?

  • ის აღმოფხვრის ტკივილის სიმპტომებს. ასაკთან ერთად უფრო და უფრო ჩნდება როგორც ზურგის, ასევე სახსრების პრობლემები. თხის ყველის მიღება ხელს უწყობს ტკივილის შესუსტებას და აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას.
  • აწესრიგებს გულის მუშაობას. ჰიპერტონიით და დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა საკუთარ რაციონში თხის ყველი უნდა ჩართონ. მისი რეგულარული გამოყენება ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების განვითარებას.

თხის ყველს საკმაოდ მკვეთრი სპეციფიკური სუნი გააჩნია, რომელიც ყველას არ მოსწონს. მაგრამ მისი სასიამოვნო ტექსტურა და უამრავი სასარგებლო თვისება – ამ მინუსს ანეიტრალებს. თუ ჯანსაღ კვებაზე გადასვლა გსურთ, აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში თხის ყველი. კალციუმის, ცილის და სხვა საკვები ნივთიერებების ეს საგანძური დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ორგანიზმზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს