ღია ფეხსაცმელზე წინდების ჩაცმის სეზონი გაჩაღებულია. საიდან გაჩნდა ეს მოდა და შეიძლება თუ არა ასე სიარული

536

ძველი მოდის ახალი ტენდენცია – ღია ფეხსაცმელი წინდებით. ეს ტენდენცია პერიოდულად ბრუნდება მოდის სამყაროში და ძალიან პოპულარული ხდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ისევ ქრება და 10 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება. ჩვენ გვგონია, რომ ეს მოდა მხოლოდ მეოცე საუკუნეში გაჩნდა, მაგრამ როგორც კვლევებით დადგინდა, ასეთი სტილი მეფეებსა და ფარაონებსაც მოსწონდათ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ უცნაური ტრენდის ისტორიას გიამბობთ.

ღია ფეხსაცმელი წინდებით

ღია ფეხსაცმელი წინდებით – უკვე მრავალი წელია, რაც დაცინვის საგანს წარმოადგენს. ვიღაცას ეს კომბინაცია სასაცილოდ ეჩვენება, ვიღაც კი, პირიქით, წინდებს თავისი სამოსის ფერს უთავსებს. უფრო მეტიც, ეს კომბინაცია შეუმჩნეველი არ დარჩენილა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. და თუ ასეთ სამოსში მამაკაცებზე გვეღიმება, ქალები ძალიან მოდურად გამოიყურებიან.

ამ ტენდენციის ისტორია ბევრად სცილდება პოსტსაბჭოთა სივრცეს. რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა ჩრდილოეთ იორკშირის რეგიონში გათხრები ჩაატარეს და იქ რომაელი ლეგიონერების სამარხი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, რომაელებს ძალიან უყვარდათ სანდლები და მხოლოდ სანდლებით დადიოდნენ.

თოთხმეტ სამარხში ფეხებზე ბოჭკოები აღმოჩინეს, რაც წინდების მსგავს ჩასაცმელზე მიუთითებდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი სამოსი რომაელ ლეგიონერებს ემსახურებოდა როგორც გასათბობი საშუალება ცივ სეზონზე. მსგავსი სამოსი ძველ ბერძნებსა და ეგვიპტელებსაც ჰქონდათ. ხოლო ტუტანხამონის სამარხში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზარდახშა ოთხმოცი წყვილი ფეხსაცმლით, სადაც სამი წყვილი სელის წინდაც იყო შემორჩენილი.

ჩავიცვათ თუ არ ჩავიცვათ?

თუ ძველ სამყაროში წინდები სანდლებთან ერთად ფეხსაცმლის ზამთრის ვარიანტს წამოადგენდა, დღეს ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაშინ რატომ იცვამენ ადამიანები წინდებს ღია ფეხსაცმელთან ერთად დღეს? თანაც, ასეთმა სტილმა ზაფხულის სეზონისთვის გადმოინაცვლა.

აღმოჩნდა, რომ ასე მამაკაცებს ფეხები ნაკლებად უოფლიანდებათ და ღია ფეხსაცმელში არ უცურავთ. მათთვის ასე სიარული ძალიან კომფორტულია. გარდა ამისა, ფეხებს არ ხვდება მტვერი და პატარა კენჭები, რაც სიარულის დროს დისკომფორტს ქმნის და ფეხს ხეხავს. მამაკაცებს კი – კომფორტი ძალიან უყვართ. მათ ურჩევნიათ წინდები გარეცხონ, ვიდრე სანდლები.

მოდა ძალიან იცვლება. წინდა აღარ არის გარდერობის ელემენტი, რომელიც შარვლის ქვეშ ან ფეხსაცმელში უნდა იმალებოდეს. დღეს ის წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ ელემენტს, რომელსაც თქვენს სტილში საინტერესო შტრიხის შეტანა შეუძლია.

სწორად შერჩეული ქსოვილის სტრუქტურა, ფერი და ზომა თქვენს იმიჯს მოდურს და დასამახსოვრებელს გახდის. დღეს უამრავი მოდელია სხვადასხვა პრინტით, წარწერითა და დეკორით. წინდებს რთავენ მძივებით, ბრჭყვიალა ქვებით, მაქმანებით და უამრავი სხვა ელემენტით.

ამასთან, სწორად შერჩეული წინდა და ღია ფეხსაცმელი, შესაძლოა შესანიშნავ დამატებად იქცეს ელეგანტური სამოსისთვის. თუმცა, დღემდე წარუმატებელ კომბინაციად რჩება თეთრი უბრალო წინდები და სპორტული სანდლები.

მოდა ციკლურია, სტილი კი – ინდივიდუალური. თითოეული თავისთვის ირჩევს იმიჯს, რომელიც მისი ცხოვრების სტილის, ხასიათისა და ტემპერამენტის შესაფერისია. ამიტომ, უნდა ჩაიცვათ თუ არა წინდა ღია ფეხსაცმელთან ერთად – ეს თქვენი გადასაწყვეტია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს