თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში დღითიდღე უფრო და უფრო კომფორტული ნივთები შემოდის. ასე შეუმჩნევლად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი მოწყობილობა, როგორიცაა ბიდე. რა არის ეს, რისთვის და როგორ უნდა გამოვიყენოთ – ამის შესახებ, ცოტამ თუ იცის. ძალიან ბევრ ადამიანს რცხვენია იკითხოს, თუ რა არის ამ ჰიგიენური მოწყობილობის მთავარი ფუნქცია. ამიტომ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ შესანიშნავი მოწყობილობის შესახებ გიამბობთ.
ბიდეს ფუნქცია
ჩვენს მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი სხვადასხვანაირი ბიდე. ის შეგიძლიათ შეარჩიოთ სააბაზანო ოთახის ნებისმიერი ინტერიერისა და დიზაინის შესაბამისად, მაგრამ ყველა ვერ წყვეტს მის საკუთარ სახლში დაყენებას. ამიტომ, როდესაც ის სასტუმროში ან ვიღაცასთან სტუმრობის დროს გვხვდება, არ ვიცით ხოლმე, როგორ გამოვიყენოთ ის სწორად. ბევრი ადამიანი მასში ხელებს ან ფეხებს იბანს და ვერც კი წარმოიდგენს, რომ მას ინტიმური ჰიგიენისთვის იყენებენ.
რა თქმა უნდა, ბიდეს გამოყენების უნივერსალური წესი არ არსებობს. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა აირჩიოს მისი გამოყენების მეთოდი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული ადამიანის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე და მის მოხერხებულობაზე.
როგორც წესი, ბიდეს უნიტაზის გვერდით ამონტაჟებენ. ეს კეთდება იმისათვის, რომ მოხერხებულად გამოიყენოთ ბიდე პირდაპირ ტუალეტის შემდეგ.
ბიდეს ქონა არ გამორიცხავს ტუალეტის ქაღალდის გამოყენებას, მაგრამ ცხოვრებას ამარტივებს. გარდა ამისა, ბიდეს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს – მისი გამოყენება შესანიშნავია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის, რომელიც მიდრეკილია გაღიზიანებისკენ. ეს მოწყობილობა ეხმარება ასეთ ადამიანებს სხეულის მგრძნობიარე ნაწილების მოვლაში საპნის და წყლის მეშვეობით.
როგორ გამოვიყენოთ ბიდე
იმისდა მიხედვით, თუ სხეულის რომელი ნაწილის დაბანას აპირებთ, ონკანის პარალელურად იმ მხრიდან უნდა დადგეთ. თანამედროვე ბიდეები საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ წყლის წნევა და ასევე შეგიძლიათ დაჯდეთ მათზე. ასევე, ბიდე უნიტაზზე ოდნავ დაბალია, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ იგი სხეულის სხვადასხვა ნაწილების დასაბანად.
მაგალითად, მასში მოსახერხებელია ფეხების დაბანა ზაფხულის დღეს ხანგრძლივი გასეირნების შემდეგ. ბიდე შესანიშნავია მოხუცებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ბიდეს გამოყენება ძალიან მოსახერხებელია ორსული ქალებისთვის – ორსულობის დიდ ვადაზე.
ბიდეზე ბევრად ნაკლები ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზის რგოლზე, ამიტომ ბავშვებისთვისაც კი უსაფრთხოა. თუ სააბაზანო ოთახის რემონტს გეგმავთ, მაშინ განიხილეთ ბიდეს დაყენების ვარიანტი. ეს მოწყობილობა ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. ის დაგეხმარებათ სხეულის მოვლის მრავალი პრობლემისგან თავის დაღწევაში. ბიდე თანაბრად შესაფერისია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. მისი სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.