დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენად მყიფეა კეთილდღეობის მდგომარეობა? როგორც კი მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრება დალაგდა, მაშინვე რაღაც უბედურება ხდება. ზოგჯერ კი, ბედნიერებას ენერგეტიკულ დონეზე ადამიანები ან ნივთები გვპარავენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ეზოთერიკოსი ვლადისლავი გვიამბობს, სად იმალება ბოროტების ფესვი და როგორ უნდა მოვიშოროთ იგი.
კეთილდღეობა
რაც არ უნდა ეცადოთ სახლში ატმოსფეროს გაუმჯობესებას, ამის გაკეთება ყოველთვის ვერ ხერხდება. შეგიძლიათ უსასრულოდ დიდი ხნით დაალაგოთ ბინა, იყიდოთ სხვადასხვა არომატული ნივთები, მაგრამ ბედნიერება და კეთილდღეობა ამით არ მოვა. ხშირად, ასეთ სახლებში ძალიან მძიმე ენერგეტიკა შეიგრძნობა. ოთახის სტერილობის გამო კი – ცუდად ხდებით.
ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ბინის კედლებს შეუძლიათ შეითვისონ იქ მცხოვრები ადამიანების ტკივილი, სევდა და ტანჯვა. რაც უფრო მეტად იტანჯებიან ოჯახის წევრები, მით მეტად ხდება სახლი გაჯერებული ამ დამღუპველი ენერგეტიკით.
ეს საშიშია, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენზე და თქვენი ოჯახის წევრებზე. თუ ასეთ ატმოსფეროში ძალიან დიდხანს გაჩერდებით, შეიძლება დაავადდეთ. გარდა ამისა, ეს სერიოზულად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. და ყველაზე ცუდი ამაში ის არის, რომ საკუთარი სახლის კედლებში აპათიური მდგომარეობა ციკლური ხდება.
შეგიძლიათ მეგობრების წრეში დაისვენოთ, საზღვარგარეთ გაემგზავროთ ან უბრალოდ აგარაკზე. იქ ნამდვილად მოდუნდებით და თავს უფლებას მისცემთ არ იფიქროთ რაიმე ცუდზე. მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ, ისევ სევდაში ჩაიძირებით.
როგორ დავიბრუნოთ კეთილდღეობა და ბედნიერება
მაგრამ თუ პრობლემა კედლებშია, რა უნდა გავაკეთოთ? ბინის დანგრევას და ხელახლა აშენებას ვერ შევძლებთ. ეს არც არის აუცილებელი, რადგან არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და ბედნიერების დაბრუნებას. ოსტატი ვლადისლავი ამას წმენდის პრაქტიკას უწოდებს.
ეს პრაქტიკა იყენებს ორ ელემენტს: ჰაერს და ცეცხლს. ამ რიტუალის შესრულება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მთავარია, არსად გეჩქარებოდეთ. თქვენ უნდა აანთოთ სანთელი (მნიშვნელობა არ აქვს, როგორი) და უნდა შემოიაროთ ყველა ოთახი. უნდა დაიწყოთ ყველაზე შორეული ოთახიდან.
მნიშვნელოვანია მიმართულება: ეს უნდა გაკეთდეს საათის ისრის საწინააღმდეგოდ. თქვენ უნდა იგრძნოთ, რომ ცეცხლთან ერთად ერთი მთლიანი ხართ. ცეცხლი ხართ თქვენ, თქვენ ხართ ცეცხლი. ბინაში ოთახების შემოვლისას, ხმამაღლა წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ცეცხლი ანთია, ანათებს, ის ჭეშმარიტად განდევნის სიბნელეს”.
რიტუალის დროს სანთელმა შესაძლოა რხევა დაიწყოს. ეს მოხდება სახლის ყველაზე დაბინძურებულ ადგილებში. გაჩერდით იქ და სანთელი ჰაერში მოატარეთ, შემდეგ კი სვლა გააგრძელეთ. მას შემდეგ, რაც ყველა ოთახს შემოივლით, სანთელი ჩააქრეთ. მისი გადაგდება საჭირო არ არის. თუმცა ზედმეტი არ იქნება ყველა ფანჯრის გაღება ორპირის შესაქმნელად.
როგორც კი სახლში სუფთა ჰაერს იგრძნობთ, ისევ შემოიარეთ ყველა ოთახი საათის ისრის საწინააღმდეგოდ. მხოლოდ ამჯერად თქვენ ჰაერის ელემენტთან უნდა იგრძნოთ შერწყმა. ამ მომენტში წარმოთქვით ეს სიტყვები: „ოთახებში ქართან ერთად დავდივარ, ჩემი სახლი სუფთა და ნათელი იყოს“.
გაიმეორეთ ეს გამწმენდი პრაქტიკა კვირაში 2-3-ჯერ და ერთ თვეში იგრძნობთ, თუ რამდენად შეიცვლება თქვენი ცხოვრება.